Nina_Nაბა, მაშინ სწორად იწყებ მიღებას. ახლა კიდევ გადავამოწმე კოლოფებზე - პირველს აწერია მე-12 კვირის ბოლომდეო და მეორეს - მე-13 კვირიდანო. კი, მაკაა ჩემი ექიმიც

სხვათა შორის, მაკამ მითხრა, მგონი, 13 კვირის მერე უნდა გადახვიდე ფემიბიონ 2-ზეო და გადავამოწმებ კიდევ-მეთქი, ვუთხარი და მართლაც 13 კი არა და 12 კვირის მერე უნდა გადახვიდე უკვე ფემიბიონ 2-ზე. როგორც ჩანს, არ ახსოვდა სწორად.
მეც ვერ ვღებულობ ზუსტად ერთ დროს და არ მგონია, პრობლემა იყოს. ანტიბიოტიკი ხომ არაა ;-)
საერთოდ, რაც დიდ შეფუთვას ყიდულობ, მით ნაკლებუ ჯდება, ხომ იცი და თან ინტერნეტით ყიდვაც უფრო ხელსაყრელია ფასის მხრივ. რომ მოგწერე, მაგ ონლაინ აფთიაქის ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთხელ პატარა პრობლემა შეიქმნა, ფოსტის ფილიალიდან ვერ მოახერხა გამოტანა მეგობარმა და რომ მივწერე აფთიაქს, ძალიან მარტივად მომიგვარეს. ასე რომ, რეკომენდაციას ვუწევ

ავსტრიაშიც შემხვდა იაფად, რომ ვეძებდა ინტერნეტში. აი, ეს გვერდი ნახე
https://geizhals.at/femibion-schwangerschaft-2-a1019025.html.