მოგონებას მერე დავწერ
ტელეფონის ხელში აღება და რეკვები და მთელი ამბებია და ვერ ვახერხებ
მოკლედ რომ ვთქვათ საღამოს 21:30ზე ვიყავით მე და ქმარუკა უკვე ჩვემს კლინიკაში
22:45სკენ დამეწყო უკვე ტკივილი. 12მდე და მერეც ცოტა ხანს კიდე ვიდექი ფეხზე მერე მაგიდაზე შემაგდეს

)))) მიუხედავად ჩემი კრიოდესტრუქციისა ყელი კარგად იხსნებოდა. ძაან სწრაფად. ანუ მისვლიდან 4 საათში გაჩნდა. ღამის 02჻03ზე.
მარა ჩემი ექიმი რომ არააა... არ ვიცი ალბათ აქდე იქ ვიწვებოდი. მაგრად მომეხმარა. პერსონალითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. 5 კაცი იყო პალატაში და ყველა ჩვენზე იყო მობილიზებული. ქმარუკას რაც შეეხება სანამ ტკივილები მქონდა იყო ჩემს გვერდით. მერე მაგიდაზე რო ამსვეს რაღა აზრი აქვს გასვლასო და დარჩა ბოლომდე

))
ახლა ცოტა შთაბეჭდილებები თვითონ პროცესზე. გაუტკივარება არ გავიკეთე. რავი არ მტკიოდა ისე რომ ვერ ამეტანა, ბოლოსკენ გაიგიჟა ამ ტკივილმა თავი და ისიც რავი 20 ძაან მტკივნეული ახვატკა გამოვიდოდა ჯამში დანარჩენი ასატანი იყო. რომ იძახიან მიხვდები უკვე ჭინთვა როდის უნდა დაიწყოოო სულ თავიდან ვაააბშე ვერ მივხვდი. ჰო იძახიან ტუალეტშივით თუ გინდა ზნაჩიტ ჭინთვები უნდა დაგეწყოსო. აი ეგ მომენტი უფრო მერე დგება რამდენიმეჯერ მაგრად რო გაიჭინთები. მშობიარობა არაა მტკივნეული. სხვატკებია რაცაა.
არ მიყვირია სხვათაშორის. ცოტა ჩახევები მაქვს და კოსმეტიკური ნაკერები დამადეს
ბრაგუნა ძააააააააალიან საყვარელია. ჭამს ძინავს. ჭამს ძინავს. ღამით პერსონალმა მიხედა და დამასვენეს. დღეს სულ მე მეყოლება. წონაში ვერ გავარტყი, ვერ ვარ მთლად მაგარი ვანგა თურმე 3.250კგ სიგრძეში კი 51 სმ დაიბადა. ოქროსფერი თმები აქვს. და გრძელი თითები კაი პიანისტივით. სახის მოპორჭყნა მოვასწარით მაგრამ მაინც კრასავეც მუჟჩინაა. სქარფეისი

)))
ახლა ჭამა და ძინავს გაგუდულს.
მე ჯერ არ მაქ რძე. ხსენი მხოლოდ და იმის გამო რო ძალიან მძინარაა დღეს მარტო სამჯერ ედო ძუძუ ისიც ზარმაცულად
მგონი კი გამოვიდა მოგონებასავით იმდენი ვწერე მარა რავი