გოგოებო, იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე - ბავშვი 2 თვის არის, მაგრამ ძალიან მალე მიწევს უკვე სამსახურში გასვლა. მე როცა გავალ, მთელი დღე ძიძასთან იქნება მარტო, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს ამ ეტაპზე.
ძიძა ასე ერთი შეხედვით ნორმალური ქალია, ახალგაზრდაა, ენერგიული, ბავშვს თბილად ექცევა, რასაც ვთხოვ აკეთებს (ბავშვთან დაკავშირებულს, სხვა არც არაფერი ევალება), მოხერხებულად უცვლის და უვლის. ამ ასაკში სხვა არც არაფერი ჭირდება პრინციპში.
მაგრამ არის დეტალები, რაც არ მომწონს - ვატყობ, რომ დაუდევარია ზოგადად. აი რაში გამოიხატება მაგალითად - ბავშვის წინსაფრებს და პატარა სარეცხს აბაზანაში საშრობზე ვკიდებთ, ამ საშრობის ქვემოთ უნიტაზია. უკვე რამდენჯერ დავაკვირდი, რომ წინსაფრის ზონრები უნიტაზის ბაკს ეხება, სულ ასე აკეთებს. მივალ, გადავკიდებ - შემდეგ ჯერზე ისევ. ამას ხო არ უნდა ახსნა, რა ვიცი.
ბავშვის აბაზანა აავსო ამას წინათ, მე ამ დროს ვხდიდი ბავშვს, დამიძახა, მივიყვანე, ფეხები ჩავაყოფინე კიდევ კარგი ჯერ და ისეთი რეაქცია ქონდა ბავშვს გამიკვირდა, ჩავყავი ხელი და ცხელი ძალიან. რომ ვუთხრაი რა ცხელიათქო უი მართლაო, ეს ცხელიაო? თერმომეტრი ჩავდე და 40 გრადუსზე მეტი იყო. ნუ გავაფრთხილე ამაზეც რომ მომავალში თერმომეტრის გარეშე ნუ დაბანთქო, ერთად ვბანთ მაგრამ რომ არ ვიყო და მოუწიოს ესეიგი სულ შიში უნდა მქონდეს... არადა, იქვე დევს ეს თერმომეტრი. აქამდე რომ ვბანდით, ნორმალური ტემპერატურის იყო რა ვიცი, ეხლა რა ეტაკა. თან არ გაიტეხა იხტიბარი, უი ეს ცხელიაო?
რამდენჯერ ვთხოვე, რომ კარგად გარეცხოს ბოთლის სოსკა, ბიოლაინის სითხით და გამდინარე წყლით ჯერ და მერე მდუღარეთი, არ ვასტერილებთ, მხოლოდ ვრეცხავთ. კი კი მპასუხობს, შევხედავ მერე და მაგის გარეცხილი სულ დაბურული და ცხიმიანია ეს სოსკა და მე რომ ვრეცხავ ყოველთვის გამჭვირვალეა, ანუ აკლებს რაღაცას ხო.
ბავშვის საპონი მიდევს ტაკოს დასაბანად, სიტყვიერადაც ახსნილი მქონდა რომ ესაა ბავშვის. შევყევი იმდღეს რომ უნდა ჩაებანა და ანტიბაქტერიული თხევადი საპონი რომ არის ხელის, ის ჩამოასხა და რომ არ მეთქვა რას შვებითქო იმით ბანდა.
ტელეფონზე ლაპარაკობდა გაუთავებლად! აი დღეში ალბათ 20 ზარს იღებდა. სახლიდან გასული რომ ხარ და ნახევარი საათი დაკავება აქვს ტელეფონზე, ხო არ არის ნორმალური. შვილი რომ რეკავს, რაზეა საუბარი, როგორ ვეტყვი არ უპასუხოთქო, მაგრამ ხან დაქალი, ხან ნათესავი, ჭორაობდა გაუთავებლად, გადამრია კინაღამ. მერე დელიკატურად ვცადე მიმეხვედრებინა, ვუთხარი მე სადაც ვმუშაობ იქ სამუშაო დროს ტელეფონზე საუბარი არ შეიძლებათქო. ხან ასე ვუთხარი, ხან ისე, ნუ ბოლოს ცოტა მიხვდა მეგონა, ერთ ორჯერ ჩემს გასაგონად უთხრა სამსახურის მერე დამირეკეო, მაგრამ ამ ორი დღის წინ ისევ გაუთავებელი დაკავება ქონდა და რომ დავურეკე მერე ვუთხარი, ვაიმე რამედნი გირეკე ცოტა შემეშინდა მეთქი და ხო ჩემს ძმიშვილს ველაპარაკებოდიო.
ეს რაც მახსენდება რა.
მართლა არ ვუდგავარ ჯიბრში, წყნარად ვთხოვ ხოლმე, ნინო მოდი ასე გავაკეთოთ და ა.შ. მაგრამ ასე ყველა წვრილმანზე უკვე მეც დავიღალე რა, აღარ ვიცი რა გავაკეთო, ყველაფერზე ხო ვერ ასწავლი ჭკუას.
დანარჩენი ბავშვს არ ეხება, მაგრამ ნივთების მიმართაც ვატყობ დაუდევრობას, ნუ ეს ნაკლები პრობლემაა მაგრამ საერთოდ სურათს მიმძიმებს რა. ბავშვის სარეცხი იყო გასაუთოებელი, საუთოო გვაქვს დაკეცილი, უნდა გაშალო, გააუთოო და შეინახო შემდეგ ისევ, დაეზარა ეტყობა და მეკითხება პირსახოცი რომ დავაფინო მაგიდაზე და აქვე გავუსვაო. ოღონდ მაგიდა არის პრიალა ზედაპირის, მიდგას მისაღებში, რად უნდა ამას მიხვედრა, რომ გაფუჭდება ცხელი უთოთი. თვალები გამიფართოვდა ეგ რომ მკითხა, მეთქი არა, მაგისთვის ხო საუთოო გვაქვს.
წვიმიდან შემოვიდა და დაკეცილ სველ ქოლგას მიდებს რბილ სკამზე. ვეცი ხელებში, მეთქი გავიტან აივანზე გავშლი, აქ როგორ შეიძლება, უი ხო არაა სველიო. რანაირად არაა, როცა თავსხმაა გარეთ და ფეხით იარა მინიმუმ 500 მეტრი.
არაერთხელ ვთხოვე რომ ფეხსაცმლით არ შემოვიდეს სახლში, რომ გარეთ სიბინძურეა და სახლში ხან რა დაგვივარდება, ხან რა. მაინც ავიწყდება პერიოდულად, შემოტანტალდება რამე რომ დარჩება გასვლის წინ.
ტელეფონს რომ მოვა დილით და შეაერთებს, საღამოს წასვლამდე შეერთებული აქვს, თუ არ ვთხოვე, დამიჯდა და ცოტა ხანს მე დავტენითქო. არადა იგივე ტელეფონი აქვს რაც მე, ჩემი დამტენით ტენის და ჩემი მაქსიმუმ 1 საათში იტენება, ამას რატომ აქვს მთელი დღე ვერ ვიგებ, მიტყდება და ვერ ვეუბნები ნუ რა ვქნა, უბრალოდ რაღაც ვიგოდნიკური ქცევა მქონია

( კი არ დამაქცევს მაგის ტელეფონის დატენვა, მაგრამ აი არ მსიამოვნებს, რა ვქნა.
ზემოთ რაც მოვყევი იმ დაუდევრობის გამო მეშინია, მე რომ არ ვარ, რამე არ დაუშავოს ბავშვს შემთხვევით, ამ გაფანტული ქცევით. ან გარეთ რომ გაიყვანს. მოკლედ, დიდ საგონებელში ვარ ჩავარდნილი. შეიძლება ეს ჩემი ჰორმონები არ დალაგებულა ჯერ და ჩემშია პრობლემა, არ ვიცი.
ისიც ვიცი, იდეალური არავინაა, არც მე ცხადია. ეზოში სხვა ძიძებს რომ ვუყურებ, საერთოდ გული მისკდება.
ვეღარ გავიგე რა ვქნა, როგორ მოვიქცე, თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე? რამდენად კრიტიკულად მიგაჩნიათ რაც დავწერე? შენიშვნებსაც მივიღებ დიდი სიამოვნებით, უბრალოდ სხვისი აზრი მინდა მოვისმინო, თორემ გავრეკე უკვე. ხან თავს ვიტანჯავ, ტყუილად ვეკიდები ამ გოგოსთქო, ხან კიდე პირიქით - ზედმეტად ხომ არ ვხუჭავ თვალსთქო...
რა ვქნა, მივყვე ისევ და ვცადო ''გამოსწორება'' თუ რა გავაკეთო?
ჰელპ
და კიდევ დიდი თხოვნა - ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო კამერა ისე, რომ წასული რომ ვიქნები, ვუყურო ბავშვს. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მგონი ჩემივე ფსიქიკისთვის ჯობია, დავაყენო და ცხადია გავაფრთხილო ძიძაც.
This post has been edited by Lemon Curd on 2 Apr 2018, 23:33