taknatunaNina_Nnanuna1988ნუ რახან არ იშლით

))))
ე.ი. პირველ რიგში დავწერ, რომ ვარ 30-ს გადაცილებული. ეს არის ჩემი პირველი შვილი რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაგეგმილ-დაპლანული და მომზადებული ყველანაირად და საუბარია ე.წ. კარგად გასაზრდელ კარგი ხასიათის ზოგადად ჯანმრთელ ბავშვზე. მანამდე ბავშვი თვალით არ მყავდა ნანახი.
რასაც დავწერ არ არის სრული ჭეშმარიტება და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. ასე რომ, არ დამესიოთ
1. ორსულობაში მაქსიმალურად უნდა დაისვენოთ და რაც მთავარია იძინოთ. ძილი ძალიან მოგაკლდებათ. თავიდან დილაობით უძილობისგან ვტიროდი. 10 საათზე ნაკლებ ძილს არ ვაღიარებდი. ძილზე მეტად არაფერი მიყვარდა, არც გართობა. პაეზდკაშიც კი ისე ვგეგმავდი ხოლმე, რომ ერთი დღე მებოდიალა და ერთი დღე დამეძინა

))) ახლა კი ღამეში 5 ან მაქსიმუმ 6 საათი თუ მძინავს ძაან მაგარი ღამეა, მაგრამ ჰოი საოცრებავ - გავიდა 3 თვე და თქვენ წარმოიდგინეთ მივეჩვიე. აქედან დასკვნა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ სანამ შეგიძლიათ მაინც იძინეთ.
2. ტერმინი "ბავშვი ძალას გაძლევს" კი არის ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული, მაგრამ სიმართლეს თვალებში თუ ჩავხედავთ, ტერმინი "სხვა გზა არ გაქვს" უფრო შეესაბამება ჭეშმარიტებას.
3. სამშობიაროში იქონიეთ სამზარეულოს ქაღალდის რულონი ხელსახოცი (ძალიან გამოგადგებათ სისუფთავის შენარჩუნებაში, იფ იუ ნოუ ვოთ აი მინ

), ტრუსიკ-პაკეტი (პსპ-ში ვიყიდე მე და სუპერ მაგარი გამოგონებაა) და რამდენიმე პიჟამო-პერანგი (იმიტომ, რომ მშობიარობის შემდეგ შეიძლება იმდენი სითხე გამოუშვას ორგანიზმმა ოფლის სახით, რომ ვერ აუხვალთ გამოცვლას)
4. გაუტკივარება არის ღვთაება და რატომ არ უნდა გაიკეთო ვერ ვხვდები. პირადად მე არც გაკეთება გავიგე და არც შემდგომ მქონია მაგის გამო რამე გართულება.
5. სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ თუ ვინმე დაგეხმარებათ ოჯახში ძალიან კარგია, თუნდაც თქვენი გამოკვებისათვის (ყავის დასხმის და ტუალეტში შესვლის დროც შეიძლება არ გქონდეთ), მაგრამ ბავშვს ვფიქრობ რომ სულ თავიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მიხედოს.
6. თუ არის ამისი საშუალება, აიყვანეთ ექთანი-პედიატრი (თუ მოგინდებათ პირადში მოგწერთ კოორდინატებს), თუნდაც ჭიპლარის მოძრობამდე, რათა სულ თავიდან აბანაოს ხოლმე, აკონტროლოს რომ ყველაფერი კარგადაა და ა.შ. პირადად მე ეს რომ არ გამეკეთებინა უბრალოდ არ ვიცი რა მეშველებოდა.
7. თუ არის ამისი საშუალება აიყვანეთ დამხმარე დაახლოებით 2 თვეში. თუ სამსახურში აპირებთ გასვლას დეკრეტიდან, ჯობია ეს დამხმარე იყოს ძიძა, რომელიც თავიდანვე მიეჩვევა ბავშვს თქვენთან ერთად და ბავშვიც მიეჩვევა მას და თქვენც აკონტროლებთ და თქვენ ჭკუაზე მოიყვანთ. პირადად მე რომ არ ვაპირებდე სამსახურში გასვლას, მაშინ ბავშვს სულ მარტო გავზრდიდი და არ ავიყვანდი ძიძას, მაგრამ აუცილებლად ავიყვანდი ოჯახში დამხმარეს, დღეგამოშვებით მაინც, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 საათით დავუტოვებდი თუნდაც მძინარე ბავშვს და გავიდოდი კაფეში. დიახ, დიახ, კაფეში. აუცილებელია რაღაც 2-3 კვირაში ერთხელ მაინც გააკეთო საკუთარი თავისთვის, რათა ადექვატური დარჩე.
8. ეცადეთ ბავშვის გაჩენამდე ჩამოყალიბდეთ და გადაწყვიტოთ ვინ იქნება თქვენი შვილის პედიატრი და სამშობიაროდან გამოსვლისთანავე რაც შეიძლება მალე აჩვენოთ ბავშვი. ვისთანაც გადაწყვეტთ, მხოლოდ მას უსმინეთ, რადგან ყველას სხვადასხვა აზრი და მიდგომა აქვს და შეიძლება გაგარეკინონ, მაგრამ რაღაცეები მაინც დაგუგლეთ ხოლმე. ათასორასხუთ აზრს მოისმენთ ყველა თემაზე, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მაინც თქვენ. თქვენზე უკეთ შვილს არავინ იცნობს.
9. ძალიან ბევრი მოეფერეთ შვილს, გყავდეთ ხელში, დააძინეთ საკუთარ გულზე და ნუ მოუსმენთ დედების თაობას, რომელიც ისტერიულად გიმეორებს არ მიაჩვიო ხელშიო. 3 თვემდე ბავშვი არის იმდენად უსუსური არსება და ისეთია და ყველგან წერია, რომ 3 თვემდე ბავშვს ვერ გაათამამებ, ვერ მიაჩვევ ხელში, ის ამდენს ჯერ ვერ ხვდება, მას მხოლოდ მხარდაჭერა და სითბო სჭირდება ამ სამყაროში ადაპტაციისთვის. 3 თვის მერე სიტუაცია იცვლება და ბავშვი აზრზე რომ მოდის უკვე შეიძლება აფერისტობები დაიწყოს, თუმცა მე ვთვლი, რომ ხო ხელში სულ ვერ დაიჭერ, მაგრამ ბევრი უნდა ეფერო. მერე და მერე თვითონაც არ მოუნდება ხელში, მაგრამ ახლა თუ არა აბა როდის უნდა ჩაიხუტო გულში?! 15 წლის რომ გახდება? ეგეთ დედათა თაობის შვილებს ეტყობათ კიდევაც როგორც არიან გაზრდილები.
10. ელაპარაკეთ ელაპარაკეთ ელაპარაკეთ ბავშვს პირველი დღიდან. ამას საოცარი შედეგები მოაქვს.
11. ვინც იცით ინგლისური, გამოიყენეთ ჯადოსნური აპლიკაციები Ovia parenting, Babycentre, The bump. ეს არის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციის უზღვავი წყარო.
12. გახსოვდეთ, რომ აბსოლიტურად ყველა სირთულე არის დროებითი. ყველაფერი, ყველაფერი ცუდი და რთული გაივლის და შეგრჩებათ თქვენი ანგელოზები უპრობლემოები და საყვარლები. რთულ მომენტებში შეხედეთ სიტუაციას მომავლიდან და წარმოიდგინეთ, რომ უკვე 2 წლისაა თქვენი შვილი და რომ ეს სირთულეები ვაშა უკვე უკანაა. 2 კი არა 1 თვის წინაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ამხელა პოსტის დაწერის დრო და თავი მექნებოდა.
13. როცა ბავშვს სძინავს, გძინავთ თქვენც. ესაა ოქროს წესი.
14. არაა აუცილებელი შვილზე პირველივე შეხედვისას გაგიჟდეთ და გადაირიოთ. ვიღაც ირევა კი, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა ზეთს ოქეი. ძალიან მალე გაგიჟდებით კი არა ამ გრძნობას სახელსაც ვერ დაარქმევთ. თავიდან ისეთი შოკია, ვერაფერი შეიძლება ვერ იგრძნოთ თვეზე მეტიც კი.
15. გამოიწერეთ ტანსაცმელი კარტერსიდან. ძალიან კარგი ხარისხია და იაფი. თან უსა2ჯორჯია სახლში მოგიტანთ, რაც პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი კომფორტია, როცა სახლიდან ვერ გავდივარ. დაიჭირეთ თადარიგი და 1 თვით ადრე გამოიწერეთ რაც შეიძლება 1 თვეში დაგჭირდეთ ხოლმე. მიაქციეთ ყურადღება ზომათა შკალას. ჩემი შვილი 3 თვის კია, მაგრამ კარტერსის 6 თვის ბავშვის ზომას იცვამს.
16. არ დაგავიწყდეთ მეუღლეები და დაუთმეთ დრო და აგრძნობინეთ, რომ კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მანამდე იყო და ნუ მოსთხოვთ მას ბევრს და არ გაუწყრეთ, თუ 1 თვის ბავშვს პამპერსს ვერ უცვლის.
17. ჩასვით ბავშვი რეჟიმში.
18. თქვენს საწოლში არ დააძინოთ.
19. ნუ განიხილავთ და მოიხსენიებთ პირველ პირში. "ვიზრდებით", "ვჭამთ" და ა.შ. კი არ ვიზრდებით და ვჭამთ, არამედ იზრდება და ჭამს. ბავშვიარაა თქვენი დამატება და არც თქვენ ხართ მისი დამატება. დამოუკიდებელი ცალკე მდგომი სუბიექტია.
20. არ ჩათბუნოთ
კიდევ რაც გამახსენდება დავწერ
This post has been edited by Female User on 13 Apr 2018, 23:53