saloo.meeჰო პოსტების გამოცხობა მეხერხება :">
დაიცა ახლა კიდე 1 იქნება
gabi2015მგონი რო ტყუილია - მერე გაიოლდება.
მერე და მერე უფრო მეტი რაღაც ემატება
უფრო გლობალურები
ახლა ზიხარ და მაგაზე ცალკე განიცდი და ცალკე ნერვიულობ
მოვლის ამბავში კი შეიძლება რეჟიმში ჩადგებით და ცოტა გეშველებათ ორივეს
მეც მარტო ვარ ფაქტიურად, სახლში ახლა მარტო მამამთილია და მბურღავს კითხვებით რატო ტირისო
აი ლამისაა ისეთი რაღაც მივაძახო იქით დაიწყოს ტირილი
ნერვული სისტემა ჭკა! წავიდა სადღაც
საღამოს კი მოდის დედამთილი და ქმარი მარა აზრი?
დედამთილს არ ვუტოვებ დიდხანს ცოდოა დილის 7ზე მიდის და 6ზე ბრუნდება
ქმარი ცალკე მეცოდება
(იმას არ ვეცოდები ბოლო დაკვირვებებმა აჩვენა, ვთხოვე ამაღამ შენ მიხედეთქო და მერე სამსახურში როგორ წავიდეო??? მეთქი აბა სულ მე უნდა ავდგე ხოლმე დაჟე სამსახურშიო რო გავალთქო, გადაბრუნდა დაიძინა იფააა კაია ცხოვრება)
მამენტ არაა შესაცოდი ამას რო ვიაზრებ ხოლმე მარა ისეთი მოუხერხებელია რო ისევ მე მირჩევნია მყავდეს
იმ დღეს ვაჭამე, მეთქი დაელოდე ამოაბოყინოს გეკავოსთქო, წავედი რაღაცების გასარეცხად
5 წთ და მოვედი. რას ვხედავ, დაუწვენია ლოგინზე და კაი ცომის საბრტყელებელივიით აკოტრიალებს!!!!!
ვიკივლე რას შვები ნორმალური ხართქო??
ვთამაშობთო.
ავიტაცე ბალღი და ამოაღებინა კიდევაც
იჯდა მერე ვაჟბატონი დამნაშავე მე კიდე გაცოფებულით სიფათით