YUKONდილას მეც შვრიის ფაფით ვიწყებ, ოღონდ სულგუნთან ერთად. ხანდახან უზმოზე წყალს ვსვამ და კივის ან ვაშლს შევექცევი, რომ კუჭის მოქმედება მომიწესრიგდეს.
თუ დრო დამრჩა - 25 წუთი ფეხით ვსეირნობ (სამსახურში მივდივარ).
შემდეგ 12 საათისთვის ხილის დრო მაქვს (როგორც ექიმმა გამაფრთხილა, ხილი დღის პირველ ნახევარში უნდა მივიღო).
შესვენებაზე თითქმის ერთი საათი ვსეირნობ ახლომდებარე პარკში (ყოველთვის ვერა).
შუადღის ძირითადი საკვები წვნიანი და ხორცეული მაქვს, მეტად.
შემდეგი კვება - ბოსტნეული ან რძის პროდუქტი ან მოხარშული კვერცხი.
შემდეგ შინისკენ ისევ ფეხით ასე ნახევარი საათი (სამწუხაროდ გამონაბოლქვში).
ბოლო კვება თუ არასამარხვო დღეა - მაწონი, თუ არა და - ისევ ბოსტნეული.
მთლად ასე ვერ ვიცავ ყოველთვის რეჟიმს, თან ნაყინს და ტკბილეულსაც გეახლებით შიგადაშიგ

მაგრამ ვცდილობ...
მაინც ვფიქრობ, რომ ცოტას ვმოძრაობ (წინა ცხოვრებასთან შედარებით

), ამიტომ მინდა ერთი თვე მაინც ცურვაზე ვიარო (ახლა მე-7 თვეში გადავედი).
* * *
YUKONთხილეული ძალიან სასარგებლოა, როგორც ვიცი (ოღონდ არა მიწის თხილი, შემოტანილი), განსაკუთრებით ნუში და ნიგოზი, ასევე ჩირები.
This post has been edited by თამარი on 19 May 2018, 09:46