აუუ, რა თავსატეხია... იმედის კლინიკის იმედი მქონდა და ისეთ რამეებს ვიგებ აქ... სხვა კლინიკებზე აქამდეც გაგებული მქონდა.
თანამშრომელმა იმშობიარა ჰერაში და მეუბნება, არ გაეკაროო.
დავარაშვილთან ახლობელმა იმშობიარა და რაღაც პრობლემა ჰქონდა დედას, ვერ გაუგეს და მშობიარობის მერე ცუდად იყო, მკურნალობამ მოუწია ჰემატოლოგთან. მოკლედ, ძალიან უკმაყოფილოა.
ჩაჩავა არ გაგვაგონოო...
გაგუა ვახსენე და მანდ რა გინდა, ყველა უკმაყოფილოაო...
მამუკა ნემსაძესთან ვერ ვფიქრობ კლინიკის გამო - აქ რასაც ვკითხულობ, როგორც ჩანს არაა სათანადო პირობები.
ქორიძესთან მაშინ ღირს, თუ საკეისროს იკეთებო, ძალიან კარგად ადებენ ნაკერსო. თუ საკეისრო არ გჭირდება, დიღომში სჯობს - ბავშვს რომ რაიმე პრობლემა ჰქონდეს, უცბად გადაიყვანენ იქვე კლინიკაშიო.
პინეოს ვერ სწვდება ჩემი დაზღვევა...
ნეტავ, რა უნდა ვქნა, მართლა გადაწყვეტის დრო რომ მოვა