qetusiaaa_qetuuუი არ დადებულა ლინკი სწორად

თუ თქვენ ექიმებმა შემოგთავაზეს მშობიარობის სტიმულაციის გაკეთება, ამ პროცედურის ჩატარებამდე შეგიძლიათ თქვენით დამოუკიდებლად მიმართოთ რამდენიმე ბუნებრის საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც მართალია მეცნიერულად არ არის დასაბუთებული, მაგრამ მომხმარებლები მათ ეფექტურად მიიჩნევენ:
ნემსები (აკუპუნკტურა) ან წერტილოვანი მასაჟი. არსებოს მოსაზრება, რომ ნემსების ჩხვლეტამ შეიძლება იმოქმედოს გარკვეულ ორგანოებსა და მათ ქცევაზე.
აბუსალათინის ზეთი. მისი მოქმედება ზუსტად არ არის დადგენილი. ეს საშუალება კუჭში გამხსნელად ითვლება. ნაწლავის სტიმულაციის დროს ის იწვევს საშვილოსნოს სტიმულაციასაც. მისი ზედმეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და გუსლისრევა.
ცხარე საჭმელი - მიჩნეულია, რომ ცხარე საჭმელი ასტიმულირებს ნაწლავებს და ასევე საშვილოსნოსაც.
ანანასი - ეს ტროპიკული ხილი შეიცავს ენზიმი სახელად ბრომელაინი. ეს ნივთიერება იწვევს საშვილოსნოს ყელის დარბილებას, რის შემდეგადაც იწყება მშობიარობა. ბევრი ანანასის მიღებამ სავსებით შესაძლებელია მშობიარობის სტიმულაცია გამოიწვიოს.
სამკურნალო ბალახები - სხვადასხვა სამკურნალო ბალახებს შეუძლია გამოიწვიოს მშობიარობის აღძვრა, მაგრამ მათი გამოყენება მკაცრი დოზებით უნდა მოხდეს.
ჰომეოპატიური პრეპარატები - ჰომეოპატები მშობიარობის აღძვრისთვის ხშირად იყენებენ სხვადასხვა ჰომეოპატურ საშუალებებს.
ძუძუსთავების სტიმულაცია - ეს არის ძუძუსთავების მსუბუქი მასაჟი. ამით თქვენ ბავშვის კვების პროცესის იმიტაციას აკეთებთ - ეს კი ორგანიზმში ოკსიტოცინის ჰორმონს გამოჰყოფს, რომელსაც შეუძლია მშობიარობის აღძვრა გამოიწვიოს.
ჟოლოს ფოთლები - მიღებულია, რომ ჟოლოს ფოთლების ჩაი ან მისი ტაბლეტები ასტიმულირებს მშობიარობას.
სექსი - ორსულობის ბოლო თვეებში რთულია სექსით დაკავდეთ, რადგან მუცელი ხელს გიშლით. სექსის დროს გამოიყოფა ჰორმონი ოკსიტოცინი - რომელიც მშობიარობის აღძვრას უწყობს ხელს.
სიარული - როდესაც თქვენ იმყოფებით ვერტიკალურ მდგომარეობაში ბავშვი ნელ - ნელა საშვილოსნოს ყელისკენ მიემართება;