მშვიდი ვარ კი

ეს შინაგანად მაქვს სულ ფიქრები რომ არასწორედ ვაკეთებ ყველაფერს თორე გარეგნულად არაფერი მეტყობა

აუუ გოგოებო სასწრაფოს პედიატრებთან ფრთხილად იყავით.
გუშინ ნიკას მისცა სიცხე და გამოვიძახე პედიატრი.
დიაგნოზი მითხრეს ყურის ანთება, თან ძალიან წითელიაო შეიცხადა. ბრონქები და ფილტვები სუფთა არისო.
დაგვინიშნა ანტიბიოტიკები (ძალიან დარწმუნებით რომ ამ მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე საჭიროდ ვთლიო) და ცხვირის გამხსნელი სპრეი (ძველი სურდო აქვს კიდე მორჩენილი).
დავრეკე მრჩეველში, ანტიბიოტიკი ჯერ არ მისცე ხვალ იქნებ მოიყვანოო და ვნახავთო მდგომარეობას. ცხვირის წამალი ქმარმა რომ მომიტანა აწერია ზედ 2,5 წლიდან :| ბავშვი 8 თვის არის.
მოკლედ დღეს ვანახე მაკა ლომიძეს - არანაირი ყურის ანთება არ აქვს (მეც გამიკვირდა იმიტომ რომ თითის მიდებაზე მაინც და მაინც ვერ ვამჩნევდი წუხილს, არ სიამოვნებდა და თავს აბრუნებდა მაგრამ არც ძაან აპროტესტებდა) სიცხის დროს იცის ყურებმა სიწითლეო, დღეს არაფერი არ ჰქონდა.
ბრონქიოლიტი გვაქვს მაგრამ ძალიან კარგად უმკლავდებაო და მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ხშირი ინჰალაცია გვჭირდება. დღეს სიცხე საერთოდ არ ჰქონია და მშვენივრად არის მთელი დღე.
ხო შეიძელბა რომ არ დამერეკა და მიმეცა ამ დროს ანტობიოტიკი. რატომ ნიშნავენ ვერ ვხვდები ასეთ დროს, არ ჯობია უბრალოდ დამწევი დაუნიშნო სიცხის დროს და რეკომენდაცია მისცე რომ შემდეგ დღეს პედიატრს აჩვენეო. სასწრაფომ რატომ უნდა დანიშნოს 10 დღიანი კურსის მკურნალობა, რავიცი