MITყველას გირჩევთ ელასტიური გეტრების გამოყენებას, ვისაც ფეხები გიშუპდებათ / გიმძიმდებათ. რამდენიმე კვირაა, ვატარებ და დავისვენე. მეგონა, ოდნავ შემიმსუბუქებდა, მაგრამ საერთოდ აღარ მიშუპდება. ოღონდ პირველმა კომპრესიამ დიდად არ მიშველა და მეორე კომპრესია გამომადგა ძალიან (ორსულობამდეც მქონდა ვენების პრობლემა). მე ავერსში ვიყიდე ტონუს ელასტის ლუქს ვარიანტი.
ისე, რამდენიმე მაღაზიაა სპეციალურად კომპრესიული პროდუქციის - მედჰაუსი 300 არაგველთან, ახალი ხედვა - 300 არაგველთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რკინიგზის საავადმყოფოსთან დიღომში... თუმცა, მათი გეტრები ბევრად ძვირია, ვიდრე - ავერსის.
გეტრებს ვიცვამ დილითვე, ლოგინიდან გადმოსვლამდე, დილა-საღამოს ლიოტონის გელს ვისვამ და ღამით შემაღლებულზე მიდევს ფეხები. ჰოდა, საერთოდ აღარ მაწუხებს ვენები. რამდენიმე დღე არ მეცვა ამასწინათ და ისევ დამიმძიმდა ტერფები და წვივები, ამიტომ ძირითად დამსახურებას გეტრებს ვუთვლი