anuki132პერიოდი მქონდა, დაახლოებით 23-24 კვირიდან დამეწყო, მეც ღამეში ჯამში ხან 2-3 საათი მეძინა მხოლოდ

ისიც 15 წუთი ჩამეძინებოდა და მერე მეღვიძებოდა აჩქარებული პულსით და საწოლშიც ვეღარ ვჩერდებოდი. ავდგებოდი დავდიოდი კაი ხანი. მერე რომ დავწვებოდი ისევ ცოტა ხნით ჩამეძინებოდა და და ისევ მეღვიძებოდა

მოკლედ კოშმარი იყო., თან პულსი მქონდა სულ აჩქარებული და უჰაერობა მაწუხებდა. ნუ ეს გამოუძინებელი მერე სამსახურში, ხომ წარმოგიდგენია...
ერთი კვირა გავძელი ესეთ მდომარეობაში და მერე გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მივსულიყავი.
ხოდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვისწავლე ესეთ სიტუაციაში ჩემი თავის მართვა და ცოტა ხანში დავმშვიდდი და ძილიც გამომისწორდა.