ძილის თემა მგონი ძალიან ინდივიდუალურია.
ჩემს გოგოს ძალიან უყვარს, დღის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ იძინებს, დილით და შუადღეს და საღამოს 9-ზე იქით არ მახსოვს დაეძინოს.
დილის 8-მდე სძინავს. ისე მენატრება, სამსახურის მერე ორი საათით ვნახულობ მარტო და ძილში ვეფერები ხოლმე. სამაგიეროდ, დილის 7 საათზე თვალები აქვს დაჭყეტილი

გუშინ ჩემი ქმარი ჩემს გარეშე წავიდა მოლში და ,,პეპელა''-დან და ,,XS Toys''-დან მოუტანა ორი ცალი სათამაშო და დასაფენი ხალიჩა.
ერთი სათამაშო Fisher Price-ის არის და ვიცი რომ ამერიკულია და უსაფრთხოა, მაგრამ ამაზონზე ღირს 6 დოლარი და ამან 50 ლარი მიათხლიშა. აი, ძალიან მომეშალა ნერვები.
მეორე კიდე საერთოდ რა წარმომავლობისაა არ ვიცი, ხალიჩაც ასაწყობია და 6 ცალი დევს შიგნით და არც ერთმა კონსულტანტმა არ უთხრა რომ ერთი შეფუთვა არ იქნებოდა საკმარისი და მინიმუმ ორი მაინც უნდა ეყიდა.
მოკლედ, გარდა იმისა რომ 200%-იან მოგებაზე მუშაობენ, კვალიფიციურებიც არ არიან და სად ღირს საერთოდ სათამაშოების ყიდვა? გამოწერით კი იაფია, მაგრამ წონის ფული ურტყამს მერე ძაან.