kato17
გგულშემატკივრობ, მეწყინა შენი უარყოფითი

აქ ყველას გამოვლილი გვაქვს, თითქმის ყველას რამდენიმე ცდის მერე გამოგვდის, ისევ უნდა სცადო.
ანტიმიულერი კარგი გაქვს და გირჩევ გაიკეთო სრული სტიმულაციით, გაცილებით მეტ კვერცხუჯრედს მიიღებ და შანსებს გაზრდი.
სუსტი სტიმულაცია უფრო მათთვისაა, ვისაც დაბალი ანტიმიულერი და მაღალი fsh აქვს და დიდ დოზებზეც არ მოსდით ფოლიკულები.
ერთიც გამიკეთებია და მეორეც, სუსტი თითქოს იაფია და ამ დროს შანსებიც შესაბამისია, იაფი აღარ გამოდის, ხელახლა გიწევს სტიმულაციის დაწყება.