fleursარა თბილისში ...
*************************
მადლობა გოგოებო, ყველას აზრი ის არის რომ არაფერი არ უნდა ვთქვა. არადა მე რომ ვყოფილიყავი მენდომებოდა რომ ჩემთვის ეთქვათ

გაუსკდეს ის დებილი თავი რაც მე ვინერვიულე და რაც იმის ცოლმა უნდა ინერვიულოს და მისმა საახლობლომ (რა დაიმალება), რა "ისიამოვნა" ასეთი რომ ღირდეს ამდენი ხალხის განერვიულება რა ვიცი რააააა... არ დადის ჩემს ჭკუამდე და მომკალით
*************************
გუშინ მქონდა ჩემს ექიმთან შეხვედრა. ჩვენი დამატებითი ანალიზების მიხედვით ახალი რაღაცეები გამოიკვეთა :
1. ქმარს აქვს სპერმატოზოიდების ანომალიების მაღალი პროცენტულობა (არის ბევრი დაზიანებული დნმ-ის სპერმატოზოიდები) და ვართ IMSI-ს კანდიდატები.
ანუ ICSI-ს დროს არ ჩანს ეს ღრმულები, ამიტომ უფრო მეტად (x 6000-ჯერ) ადიდებენ სპერმატოზოიდებს სელექციის დროს. ფაქტიურად ICSI-ს დროს ვერაფერს ვერ ხედავენ და დიდი ალბათობით, ყოველთვის აი ასეთი დაზიანებული სპერმატოზოიდები შეყავდათ.


2. ორივეს აღმოგვაჩნდა MTHFR მუტაციები (ზუსტად კიდევ ვერ გავიგე რა არის ეს ბოლომდე google1 მეხმარება გაგებაში) - მე - ორმაგი და ჩემს ქმარს - მხოლოდ ერთი მუტაცია. გამოდის რომ 5 წელი ტყუილად ვიჭყიპებოდით შეუსვენებლად ფოლიუმის მჟავით. მუტაციის მატარებლები ვერ ითვისებენ ფოლიუმის მჟავას. დაგვინიშნა სხვა შემცვლელი ვიტამინი 3 თვე.
3. და ჩემი ძველი პრობლემა - ენდომეტრიუმის NK იმუნური უჯრედების დაქვეითებული აქტივობა ეს დარჩა პრობლემად და უნდა ყველაფერი გაკეთდეს ამის გასააქტიურებლად.
ეს 3 ბუკეტი ერთად არის მოსაგვარებელი და დაიგეგმა სექტემბრის ციკლში ახალი ცდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით.
თან გამაფრთხილა რომ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 41 წელს ვუკაკუნებ და 100% იანი იმედები არ უნდა მქონდეს
This post has been edited by compte.paris75 on 12 Jul 2018, 12:18