თინი1990ძალიან ვწუხვარ... მაინც გადაამოწმე რამდენიმე ექიმთან...

--------------------------------------------------------------------------
მოკლედ ვარ 10 კვირის და 3 დღის ორსული. გუშინ ვიყავი გეგმიურ ეხოზე, პირველ უფასო ვიზიტე ანტენატალური პროგრამის ფარგლებში, აღრიცხვაზე ავედი ვერაზე რომ "უნივერსია" იქ. არაჩვეულებრივი ექიმი მყავს - ლალი სტურუა, 10 წლის წინ ჰერაში დავდიოდი პირველ ბავშვზე მასთან.
ძალიან არ მომეწონა რადიოლოგი, ჯერ ისე დამაჭირა მუცელზე საშინლად მეტკინა, მერე წუწუნებდა სულ არ ჩანს არაფერი არ ჩანსო. ძლივს გამოჩნდა პაწაწკუნტელა, სულ 37 მმ სიგრძისაა ჯერ

თუმცა უკანა კედლის ტონუსი გაქვსო და გამოჩნდა ერთეული მიკროთრომბოზული უბნები, რომელიც ვერ გავიგე რას ნიშნავს.
ასევე ჩემი ნაწლავები აღმოჩნდა გადაბერილი აირებით

)) მე ბალს ვაბრალებ, მაგრამ იქნებ მირჩიოთ კვებით როგორ დავარეგულირო???
ასევე სანაყოფე პარკის და საშვილოსნოს კედელს შორის არისო სივრცე.. 24X10 მმ, სავარაუდოდ გემატომას რომ ეძახიან ის ...
ამ ეხოს საფუძველზე მეან-გინეკოლოგმა დამინიშნა შემდეგი წამლები:
1. ჰელიომაგნე 1 თვე;
2. პაპავერინის სანთელი 10 დღე;
3. ჰელიოკარნიტინი 20 დღე;
4. DHA Comb ვიტამინებს პირველივე დღიდან ვსვავდი და გააგრძელეო.
მე, ადამიანს რომელსაც საშინლად არ მიყვარს წამლები, რაღაც ძააან ბევრი მეჩვენება...

ასევე მეან-გინეკოლოგმა 12-13 კვირის ვადაზე მირჩია სერგო მათითაიშვილთან ჩაწერა, საუკეთესო არისო.. ალბათ დავუჯერებ მის რჩევას.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 35 ტაბლეტი ფოლიუმის მჟავა გადმომეცა საჩუქრად (მწარმოებელი "ნეოფარმი"). ვინმეს ხომ არ გჭირდებათ რომ გაჩუქოთ?
ყველას ბედნიერ ორსულობას გისურვებთ.
* * *
უი ეხლა შევამჩნიე რომ ორი თემაა იგივე სახელით " მომავალ მშობელთა კლუბი, მხნედ და შემართებით!, მომავალი დედიკოები", მეორე თემაში ხომ არ დავაკოპირო ჩემი პოსტი?
მადლობა