Nini489მოკლედ მე რაც წავიკითხე, ამ პაპილომები თუ კონდილომები გამოდის, როცა ქვეითდება იმუნიტეტი, ეს იქნება ორსულობა , სტრესი, გადაღლა თუ სხვა. არის ვირუსული წარმოშობის, წვალება არ შეიძლება, რადგან ინფექციის კერა შეიძლება წარმოიქმნას. თუ გენიტალიებზე გაჩნდება ამ შემთხვევაში ჩვენაბა ყოფილა საკეისრო კვეთა.
2 კვირაში მივდივარ ექიმთან დაწვრილებით გამოვკითხავ და მოგწერ აბა რას მეტყვის. შენც თუ რამე გაიგე გამაგებინე :*
* * *
გოგოებო ვიყავი პინეოში, დავათვალიერე როგორც ეკო სისტემა ასევე ლაქშერი.
ეკოსისტემა - დიდად ვერ მვიხიბლე, შევიჭყიტე და იყო სამ ადგილიანი ოთახები, ზოგს ძუძუ გადმოგდებული, ზოგს მუცელი , ზოგი შეწუხებული სახით მოკლედ ჩემთვის არ არის, მე სხვისი ნერვი არ მექნება, როგორც ვატყობ.
კალიდორში საშინელი საჭმლის სუნი იდგა აბათ სადილის დრო იყო. თან ჩემი გამძაფრებული ყნოსვით ამ ორსულობისას ვერ მოვიხიბლე.
ეს ჭყეტელა კალიდორის ფერები ყვითელ წითელ აგურისფერი არ მომწონა. ნუ ეგ არაფერია რა თქმა უნდა.
ასევე არ მომეწონა ის რომ თავისუფლად დადის ყველა, მე შვედი მოვიარე ყელაფერი გამოვედი, ბოლოს მკითხეს აქ რა გინდაო. ვიღაც კაცი ალბათ მომუშავე პერსონალი დადიოდა ბახილებისა და ყველაფრის გარეშე, ჩვეულებრივი საგარეო ტანსაცმლითა და ფეხსაცმელებით.
ახლა ლაქშერს რაც შეხება - სიმყუდროვე, სიწყნარე, ფანტასტიური გარემო, სხვადასხვა სურათებით, მათ შორის მატაბელის, ჩემი საყვარელი მხატვრის

იქვე მჯდომი პერსონალიც შესაბამისად თბილი და ღიმილიანი, როგორც მივხვდი თუ რამე არ მოგეწონება , აუილებლად უნდა უთხრა, მიახვედრებ და დნებიან. განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩევიან თუ ზაზა ადგილზეა.
პალატები არის დიდი, მზიანი, გარემონტებული , ვანა ტუალეტი ყველგან ერთნაირი, პალატაში არის დივანი, თუ ვინმე გეწვიათ, ასევე შუძლეია დარჩეს 1 ადამიანი.
ლაქშერში იყო მხოლოდ ერთი პატრა ოთახი, იგივე თითქმის რემონტის თვალსაზრისით, სხვაობა იყო ის რომ ზომაში პატრა იყო, (ალბათ ფასიც ნაკლებია?)
ყველა ოთახში ტელევიზორია.
ასევე მოვინხულე ჯაკუზიანი ოთახი, არის ჩეულებრივი, ესეც დიდი ყველაზე სადაც დგას ჯაკუზი + გასაბერი პატრა ზომის , ცოტა ღრმა ბასეინი-აქ უკვე სადაც მიმდინარეობს წყალში მშბიარობა სურვილისამებრ. ანუ ტკივილების დროს ხარ ჯაკუზში და მშობიარობა ჭინთვების დროს გადაყავხართ წყალში. ამ პალატაში არ რჩები შემდეგ გადადიხარ სხვა პალატაში მშობიარობის შემდეგ.
ხო თუ წყალი ჯაკუზი და ჭუპა ჭუპა არ გინდა , მშობიარობ იმ პალატაში სადაც აპირებ ყოფნას ის სამი დღე.
საკვებს მელოგინე მიირთმევს სურვილისამებრ, სამზარეულოში ან კიდევ შეაქვთ ოთახში.
მოკლედ დიდი განსაკუთრებული არაფერი, ფასისა და ღირებულების მიხედვით კიდევ უკეთეს მოველოდი, ვფიქრობ 2500 ლარი იქ მშობიარობა არ უნდა ღირდეს.
(მე ფოტოებით მაქვს ნანახი ჩაჩავას ლუქს პალატა- ორანჟერიით , პინეოს ლაქშერი ვერ მოვა, თუმცა ამხელა თანხის გადახდა მატრაკვეცობა მგონია, თუ ჩვეულებრივი შემოსავლიანი ტიპი ხარ, მითუმეტეს როცა დაზღვევა ამ კმფორტს არ გინაზღაურებს)
ამ ეტაპზე დავემშვიდობე ლაქშერს.
მოკლედ ვაგრძელებ კვლევას და ეტაპობრივად მოვინახულებ ყველაფერს, შესაბამისად თქვენც გაგიზიარებთ. შემდეგი სამშობიარო სახლი ალბათ იქმება ღია გული.