მზეჯვრისწერის მოწმობა სჭირდება მხოლოდ პატრიარქის ნათლულებს. სხვა შემთხვევაში არ ითხოვენ. აი სანთლები კი მართლა არსად გამიგია აქამდე :-)
* * *
გოგოებო, დილემის წინაშე ვარ და თქვენი რჩევა მჭირდება
მოკლედ, ჩემი გოგო ბუნებრივ კვებაზე მყავს, დღეში მხოლოდ ერთხელ ვაჭმევ ხელოვნურს, რომ როცა გასვლა მჭირდება სამსახრის გამო, ძიძამ აჭამოს. ეხლა მიწევს წასვლა საზღვარგარეთ ერთი კვირა. მაქვს ორი არჩევანი-დასთან ერთად დავუტოვო დედაჩემს და ძიძას. (ამ შემთხვევის უპირატესობა ისაა, რომ იქნება ნაცნობ გარემოში, ნაცნობ ადამიანებთან ერთად, მაგრამ არ ვიქნები მე) ან მეორე ვარიანტი-წავიყვანო თან. თუ თან წავიყვან, მე მთელი დღე მაინც გარეთ უნდა ვიყო და უნდა დავუტოვო დეიდაჩემს, რომელიც ცხოვრებაში არ ყავს ნანახი. + ფრენა+უცხო გარემო. დავიჯერო ღამით წოვა და ჩემთან ყოფნა გადაწონის ამდენ სტრესს? თან ეს ისეტი ტიპია, საშინლად არ უყვარს გარემოს შეცვლა. ყველაზე კომფორტულადაა თავის ლოგინში. სხვაგან ძილი უჭირს....
მოკლედ, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
ან რომელიმეს თუ დაგიტოვებიათ მეძუძური, 4 თვის ბავშვი მთელი 6 დღით და როგორ გადაიტანეს?
უფროსიც მყავს ასე დატოვებული, მაგრამ ის ძუძუს ძალიან ცოტას სწოვდა. რძე თითქმის არ მქონდა და ასე დამოკიდებული ნამდვილად არ იყო ჩემზე. თან ის უკვე 7 თვის იყო...