luckygirl15მე არასდროს გამომიწერია მაგ საიტიდან (ჯერ

) მაგრამ რამდენიმე კითხვაზე გიპასუხებ

)
1) translate.google.com-დან შეგიძლია ინგლისურად ათარგმნინო საიტი (მეც ვერ ვნახე საიტზე ენის პარამეტრები, უფრო გამოცდილები გეტყვიან თუ არის სადმე, მაგრამ.სათადარიგოდ, ეგეც გამოგადგება)
2) ჯობია ბარათზე გქონდეს ევრო. ბანკი თავისი სასტიკი კურსით დაგიკონვერტირებს და წააგებ. აუცილებელი არაა, რომ ძირითადი ვალუტა იყოს ევრო. თუ, მაგალითად, ლარი იქნება ძირითადო ვალუტა და ამავდროულად გექნბა ბარათზე ევროც, ლარს დაბლოკავა და როცა ტრანზაქცი გატარდება (რამდენიმე დღეში), ჩამოგაჭრის ევროს და გნბლოკავს ლარს. ამ შემთვევაში უნდა გაითვალისწინო, რომ ლარს ბლოკავს სხვა კურსით (ან თავისით ან ეროვნულის, არ მახსოვს ზუსტად მაგრამ მგონი ეროვნულით) და უნდა გქონდეს ბარათზე იმაზე მეტი თანხა ვიდრე ხარჯავ. ანუ თუ €50 ყიდულობ, ბარათზე უნდა გედოა €50 ევრო და 10 ლარი მაგალითად ან €60. საბოლოოდ კი €50-ს ჩამოგაჭრის, მაგრამ.მანამდე დაბლოკავს უფრო.მეტს კურსთაშორისი სხვაობის გამო (მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეს თუ ძირითადი ვალუტა და ტრანზაქციის ვალუტა განსხვავდება)
3) რამდენას დაკონვერტირდება იმ მომენტში ბანკში უნდა გაარკვიო, მაგრამ მაგას ნამდვილად გირჩევნია ჯიხურში დაახურდავო და შეიტანო ან ეგ თუ გეზარება, ინტერნეტ/მობაილ ბანკკთ დააკონვერტირო (ასე უკეთესი კურსი აქვს თიბისისაც და ბოგ-საც ვიდრე როცა ავტომატურად კონვერტირდება)
* * *
luckygirl15გადამზიდის მისამართს უთითებენ გერმანიაში, რომელსაც აქვს თბილისშუ ჩამოტანის სერვისი გერმანიიდან საქართველომდე (კამექსი, ფოსტალონი...)