სესილია28 კი, მეც ეგ შთაბეჭდილება მრჩება ჩვენს ექიმებში მოსიარულეს
ზოგადად რაც ხდება ამ სფეროში საშინელებაა!!! გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმი, ზერელე დამოკიდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხისადმი და ადამიანის გასაჭირზე ხელის მოთბობა! (კიდევ რბილად ვამბობ).
არ გიფიქრიათ რაიმე კამპანიის წამოწყებაზე? როგორ, რა ფორმით არ ვიცი, მაგრამ უზომო პროტესტის განცდა მაქვს, ბოლოს და ბოლოს, როდესმე ხომ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?!
ნინო84 15 პროცედურაა, თითო 40, ფასდაკლებასაც აკეთებს და 30ც გამოდის. თუმცა, ალბათ ფასიც ინდივიდუალურია და პროცედურების რაოდენობაც.
იმედია ეფექტური იქნება, მეც შენსავით ეჭვი მეპარება ასეთი მეთოდის ეფექტურობაზე, მაგრამ 7 წლიანი უშვილობის შემდეგ დიდი იმედი გაუჩინა ამ გოგოს და მგონია რომ რწმენა ბევრს შვრება და მასთან ეჭვი არ გამომითქვამს.
ისე კი, საფუძვლიანად იკვლევს ჩემი აზრით.
* * *
ბარემ ამასაც დავწერ
ვიზანაზე ადრე ვიკითხე და არავინ გამომეხმაურა, მაგრამ თუ გამოჩნდა ვინმე მომხმარებელი იქნებ გამოადგეს ინფორმაცია.
ფასდაკლების დღეებზე ვყიდულობდი ხან პსპ ხან ავერსში, თუ სწორად მახსოვს, მოკლედ შედარებით იაფად სადაც ვნახე და ვიხდიდი 168 ლარს 28 აბში. ახლა ბათუმში ვარ და აქ ერთ აფთიაქში, "ირინას აფთიაქი" - ასე ქვია, ვნახე 120 ლარად. იგივე მწარმოებელია ზუსტად, უბრალოდ დღეების აღნიშვნები არის თურქულად, ვფიქრობ თურქეთიდან შემოტანილია.
გვერდით მოვლენებზე თუ ვინმეს დააინტერესებს დავწერ მერე
This post has been edited by Maga_26 on 2 Aug 2018, 02:22