გამარჯობა, გოგონებო. მართლა როგორი საკამათო თემები აღმოჩნდა ხშირი ექოსკოპია და შალის წინდები. ექოსკოპიაზე კი ვიცოდი, მაგრამ შალის წინდებზე არ მეგონა
მე რასაც ვარკვევ, ესაა - წინდებზე მართლაც ღია გულის პედიატრმა მითხრა. გუშინ ვეძებდი და ქართულ საიტებზე ბევრი ვერაფერი ვნახე, ინგლისურად ვნახე ეს -
http://labos.lt/en/readings/kodel-naujagim...lnones-kojines/აქ შალის ბევრ დადებით თვისებაზეა საუბარი, ხაზია გასმული ახალშობილებისთვის შალის წინდების სარგებელზე. ტერფზე განსაკუთრებით ბევრი ნერვული დაბოლოებაა და შალის წინდები მათ ააქტიურებს, აკუპუნქტურის მსგავსი ეფექტი აქვსო და ხელს უწყობს მამოძრავებელი ფუნქციის და გონებრივ განვითარებასაც კიო. თან შალს ტკივილის შემამსუბუქებელი და ანტი-ანთებითი თვისებებიც აქვსო. შემოდგომაზე ან ზამთარში რომ იბადებოდეს ჩემი ბარტყი, აუცილებლად ჩავაცმევდი შალის წინდებს, აგვისტოში კი რა ვიცი, ალბათ, ვცდი, რომ ცოტა ხანი ჩავაცვა და შევხედავ. თუ აკრუსუნდა, გავხდი და ეგაა. თან მთელი აგვისტო კი არ ვაპირებ შალით ვამყოფო

ვიფიქრე, რამდენიმე საათით რამდენიმე დღის მანძილზე-მეთქი. ვნახოთ, რაა...
Nina_Nდიდი მადლობა შემოთავაზებისთვის

რომელ რიცხვებში ხარ ბაკურიანში?
ექოსკოპიასთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, მაგალითად, ultrasound harms ჩაწეროთ გუგლში და ორივენაირ ინფორმაციას ნახავთ - ზოგი ამტკიცებს, რომ არაფერის ვნებს, ზოგი - პირიქით. თუ საჭიროა, უნდა გაიკეთო ხშირადაც, აბა რა, რომ რამე არ გამოგეპაროს. ან თუ ძალიან ნერვიულობ და ამ ნერვიულობით ბავშვს ვნებ, მაშინაც, ალბათ. მაგრამ მხოლოდ პატარას მონატრების გამო მე არ გავიკეთებდი

მე თვითონაც სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული და იმდენი ანალიზი მაქვს გაკეთებული ამ ორსულობაში... მაგრამ რაც იყო, ყველა აუცილებელი იყო და რა ვქნა... სამაგიეროდ, ძალიან ვიკავებ თავს არააუცილებელი მედიკამენტებისგან და ყველა ჩარევისგან, რასაც, შეიძლება, თუნდაც მინიმალური უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ნაყოფზე. ისე კი, რამდენი ახლობლისგან ვიცი, რომ უამრავჯერ გაიკეთეს ექოსკოპია ორსულობისას და არაჩვეულებრივი, ჯანმრთელი შვილები ჰყავთ.
* * *
თამარიშენ ხომ გაერკვიე ამასწინათ აუზებთან დაკავშირებით და იქნებ გაუზიარო გოგონებს გამოცდილება.[B][/B][B][B]
This post has been edited by Marikela2018 on 6 Jul 2018, 12:12