BA84გილოცავ! გაგეზარდოს ჯანმრთელი და სასახელო <3
-------------
გოგოებო, ვისაც გახსოვართ, იცით, რომ დიდხანს ველოდე წეროს. როგორც იქნა მოფრინდა ქეთის სწორად დაგეგმილი ოვულაციის წყალობით, მაგრამ მგონი მიფრინავს უკან

რაც ორსულობა შევიტყვე, მას შემდეგ მგონი 1 დღეც კი არ მქონია მშვიდი. აღმომაჩდა ჰემატომა, რომელიც როგორც ხაჭვანმა მითხრა დამახასიათებელი ყოფილა უნაგირა საშვილოსნოსთვის. მქონდა ძლიერი სისხლდენა, ისეთი, რომ მეგონა არ შემრჩებოდა არაფერი.. გავიქეცი ეხოზე, მაგრამ კარგად იყო ბაია, გულისცემაც დაფიქსირდა 3 აგვისტოს და მანამდეც. ქეთიმ მითხრა მოშლის საშიშროებაა და უნდა იწვეო, მაგრამ მე ვერ დავწექი სამსახურის გამო. ამის გარდა, ორშაბათიდან შვებულებაში გავდივარ და ვერც ბიულეტენი ავიღე. გუშინ ისევ დამეწყო სისხლდენა და დიცინონი გავიკეთე. ვიყავი ქეთისთან და ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო, გულისცემა არისო, მაგრამ ზუსტად ვერ ვისმენო, რადგან ჰემატომა უზარმაზარიაო და მიჭყლეტილი აქვს სანაყოფე პარკიო. სანაყოფე პარკი წინასთან შედარებით გაზრდილიაო, მაგრამ ზომებსაც ვერ ვნახულობ კარგადო. ქვემოთაც ჩამიყვანა ეხოზე და ვაგინალურადაც მნახა. ფაქტია მიმდინარე ორსულობააო და ახლა ძაან რომ მიგაწვე, არ მინდაო. წამლები გააგრძელე და ორშაბათს ან სამშაბათს მოდიო. თუ გულისცემა არ იქნება, რაღაზე უნდა დაწვე ტყუილადო. ზუსტად ვერ ვხედავ იმ ადგილს, სადაც უნდა დავადო აპარატი, რომ გულისცემა ვნახოო. იმდენად ფარავს ჰემატომა ანუ.
ისეთი განადგურებული ვარ, იქედან სულ ტირილით წავედი სამსახურში. მერეც ძლივს შევძელი მუშაობა. შაბათს მინდა სერგოსთან მივიდე ცოცხალი რიგით. იქნებ მაგან დაინახოს კარგად. ხვალ ცოტა ადრე ვრჩები სამსახურს და როგორც კი მივალ, დავწვები, ოღონდ მაცადოს დღევანდელი და ხვალინდელი დღე ამ ბაიამ და შაბათიდან სულ ვიწვები.
კობამ გვიანი ოვულაცია იყო შენთან სავარაუდოდო, იმდენად არ მქონდა იმედი, რომ ოვიტრელის შემდეგ როდის გასკდა, აღარც მივსულვარ გადასამოწმებლად. 3 აგვისტოს რომ ვიყავი კი შეესაბამებოდა ზომებს.
ძალიან დაცლილი ვარ ემოციებისგან. ამდენ ხანს ველოდი და ახლა ხელიდან მეცლება

მგონია, რომ გული სადაცაა გამისკდება, საშინელი ტკივილები დამეწყო გულზე.
ანალიზები ჩავაბარე ყველაფერი და კოაგულოგრამა ნორმაშია. ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი მაქვს ცოტა დაბალი. კიდევ 17 ოჰ 10.85 და მტიპრედს ვსვამ 2 აბს მაგაზე. გარდა მაგისა, დანიშნული მაქვს ფოლიუმი, დ ვიტამინი, მაგნე ბ6 2-2 დღეში 3-ჯერ, დუფასტონი თითო დღეში სამჯერ, პაპავერინის სანთელი, პროგესტერონის 2 ამპულა დღეში ერთხელ და დიცინონი მაშინ, როდესაც დენა დამეწყება. შენი ფორმის საშვილოსნოსთვის ეგ ყველაფერი დამახასიათებელიაო ქეთიმ და უნდა იწვეო. 12 კვირის მერე ნაკლები რისკიაო. დღეს და ხვალ თუ გადავრჩი, ზეგიდან კი დავწვები.
იქნებ ვინმეს გქონდთ გამოცდილება ჰემატომასთან დაკავშირებით. ძალიან ძალაგამოცლილი ვარ უკვე. ყველაფერზე ცხოვრებში მიწევს უდიდესი ბრძოლა. ამაზეც რამდენი ვიბრძოლე და ახლა ასეთი პრობლემა. ყველაფერს ვაღწევ ტანჯვით და ამ ტანჯვას ბოლო აღარ აქვს...
This post has been edited by adeline on 9 Aug 2018, 20:18