google1კი, დუფასტონს ვსვამ დღეში 3-ჯერ თითო აბს და პროგესტერონს ვიკეთებ 2 ამპულას ერთად, დღეში ერთხელ. მაინც ვკითხავ ორშაბათს ქეთის :*
Kato81ვაგინალურად არ დაუნიშნავს არაფერი. ალბათ სისხლდენის დროს გამოიდევნება მაინც და მაგიტომ. მაინც ვკითხავ.
მზემადლობა დიდი
anuki132ჩემთან მიმაგრება კარგიაო 3 აგვისტოს მითხრა ხაჭვანმა, არც აშრევებააო, მაგრამ რომ ვერ დავწექი, გაიზარდა ეს ოხერი ჰემატომა და მიჭყლიტა ჩემი პატარა. ქეთიმ ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში, მიჭყლეტილი აქვს სანაყოფე პარკიო. მაგრამ მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელიაო. მთავარია ზომებში არ ჩამორჩეს ახლა და იყოს გულისცემა ორშაბათს.
რა კარგია. ისე მახარებს და ძალას მმატებს ეგეთი ამბები, რომ რა ვიცი. მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობა გარგუნოს ღმერთმა. ხვალ მაქვს ერთადერთი გადასაგორებელი და ძალიან კარგად მივხედავ მერე ჩემს ბაიას. სიმშვიდის შენარჩუნება მიჭირს, დავიწყე წეღან ტირილი და ძლივს გამაჩერეს, უარესს შვები დაწყნარდიო. ვამელანი არ შეიძლება ნეტა?
ყელის დამოკლებაც იცისო ქეთიმ უნაგირამო. არადა ტიხარი არ მაქვს, ტიხრის გარეშეა და არ მეგონა თუ ასეთი პრობლემური იყო ეს უნაგირა.
2110რა მაინტერესებს იცი, გაგუაში შენარჩუნებაზე შენით მიხვედი? მანდ რომ დაწვე, მანდვე უნდა გყავდეს ექიმი თუ როგორაა? აღრიცხვა არ ხდება გაგუაში როგორც ვიცი და იმიტომ. ვისთან ხარ აღრიცხვაზე?
Mananaikoრა კარგია რომ გამომეხმაურე

მე 3 აგვისტოს დამიწერა კობამ - ღრუს მარცხენა ნახევარში ფიქსირდება ორგანიზებული ჰემატომა, ზომით 44x31 მმ. დღეს ქეთის ზუსტი ზომები არ უთქვამს, მაგრამ გაზრდილია, უზარმაზარიაო და რა ვიცი....
ჩემმა მეუღლემ მითხრა ახლა, არ გინდა შაბათს სერგოსთან წასვლა, იწექი და ორშაბათს წავიდეთო და რა ვქნა არ ვიცი. უარესი არ გამოდგეს შაბათსაც სიარულიო....
* * *
pinnyსხვათა შორის, კარდიომაგნილი რომ დამინიშნა, მაგის მერე დამეწყო სისხლდენა და დაემთხვა, თუ რა მოხდა ვეღარ გავიგე. მერე კი შემაწყვეტინა, მაგრამ მაგას მოყვა რამდენიმე დღეში....75-იანს ვსვამდი, დღეში ერთხელ და რამდენიმე დღის დაწყებული მქონდა რომ დამეწყო...კოაგულოგრამა ნორმაში იყო, უბრალოდ ფიბრინოგენი იყო 4.26. ნორმა 4-მდეა.
აღრიცხვის ექიმთან არ დადიოდი? მხოლოდ ქეთის იმედად ყოფნა ძნელია ისეთი საგიჟეთი აქვს.
რომელი დამამშვიდებელი შეიძლება ხომ ვერ მეტყვი?
პ.ს. რა კარგია, ეს თემა რომ არსებობს და თქვენ რომ ასეთი კარგები ხართ ყველანი. კიდევ კარგი დავწერე დღეს, თორემ უკვე ძალიან ცუდად მქონდა საქმე ნერვების მხრივ...
This post has been edited by adeline on 9 Aug 2018, 23:00