ექოსკოპისტები
ჩემს გამოცდილებას დავწერ, გოგონებო.
ორსულობის განმავლობაში მოვიარე ცნობილი ექოსკოპისტები. ბადრისთან ვიყავი თავიდან, მერე ახმეტელთან, მე-12 კვირაზე - ისევ ბადრისთან. მაშინ მითხრა, ტონუსი გაქვს ისე მომატებული, რომ გულის დეტალურ დათვალიერებას ვერ ვახერხებო და 16 კვირაზე დამიბარა. მერე უკვე სხვებთან ვიარე:
16 კვირაზე - კახა ტატიშვილთან
20 და 24 კვირაზე - გენრიეტა გაგოშიძესთან
30,5 კვირაზე - სერგო მათითაშვილთან
36 კვირაზე მოვხვდი ისევ ბადრი შარიქაძესთან.
ჰოდა, ბადრიმ მითხრა, პატარას წინაგულთაშუა ძგიდეში პატარა დეფექტი აქვსო. სანერვიულო არაა, დაიხურება დაბადების მერეო. ხშირად ვერც კი ნახულობენ ამ დეფექტს ორსულობისას, დაბადების მერე აღმოაჩენენო.
მე ის გავიკვირვე, იმ პერიოდიდან, რაც გული ჩამოყალიბდა, ისეთ ცნობილ სპეციალისტებთან ვიყავი და ვერცერთმა ვერ ნახა მართლა ბადრის გარდა. დასკვნა თქვენ გააკეთეთ