გოგოებო,
ზუსტად 12 კვირის და 4 დღის ვარ. დღეს ვიყავი ეხოზე ახმეტელთან ინტერკლინიკაში. პირველად ვიყავი მასთან ეხოზე, ძალიან ძალიან მომეწონა როგორც პროფესიონალი და აშკარად აპარატურა აქვს საკმაოდ თანამედროვე და მიდგომები კიდევ უკეთესი. ყურადღებით და დეტალურად დაათვალიერა პატარა.
ძალიან კარგ დროს მოხვედიო და იდეალური ზომა ფორმები აქვს ბავშვსო.
უბედნიერესი ვარ რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა, მადლობა ღმერთს!
20 აგვისტოსთვის კიდევ დამიბარა ეხოზე, მაგ პერიოდისთვის ასევე კრიტიკულია ორგანოების და ვიზუალურად პატარას დათვალიერებაო, იქნებ სქესიც გავიგო მაგ დროს

მოკლედ ყველას ბედნიერ ორსულობას და ჯანმრთელ ბაოებს გისურვებთ <3
This post has been edited by MIT on 12 Jul 2018, 15:02