Utopianაუ მეეც. სულ არ მგონია რო ჯანსაღი პროდუქტი იყიდება, გინდა აგროჰაბი იყოს და გინდა ბაზარი.
ბოლოს და ბოლოს, ვაჭმევ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ თავიდან მაინც მინდა მოვარიდო.
არადა, ჩემ ირგვლივაც სულ მეუბნებიან, სახლში გაკეთებულს რა ჯობია, აგერ ის ასე აჭმევს, აგერ ეს ისე აჭმევს, არადა სულ არ მაინტერესებს ვინ რას როგორ შვება რა

))
კი, როცა ხილფაფას ვადა 2 წელი აქვს, ე.ი. დამატებული აქვს კორსენვანტი, აბა ისე როგორ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეგ უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე რო არ ვიცი რას ვყიდულობ

* * *
მოკლედ, ჰო გავდივარ 5 3/4 თვეზე სამსახურში და მეთქი 5 თვიდან დავიწყებთ ფაფებს. მერე შემეშინდა, ვაი და ვერ მიეჩვიოს მანამდე-თქო და 4 3/4 თვე გადავწყვიტე.
ვუთხარი კანკიას და რა გინდა ეგრე ადრე, მოდი 5 1/4 თვეზე დაიწყეოო. ასე რო გადაწია კიდე უფრო დამწყდა გული რო 6 თვემდე მხოლოდ ძუძუთი ვერ მიმყავს
ჰოდა, რადგან რაღაც პერიოდი ჭამდა ჰიპის რძეს, პირდაპირ რძიანი ფაფები დაიწყეო. თქვენ რა აზრის ხართ?
ჭამებზე ასე მითხრა:
ჯერ ერთ კვებას ვუცვლი ფაფით. სრულ ულიფა ფაფაზე, რომ ავალ, შემდეგ გადავდივარ მეორე ჭამის ფაფით შეცვლაზე. ეს 2 ფაფა რო კარგად ჩაჯდება, ბოსტნეულის სადილის შეჩვავას ვიწყებ.
ეს 3 ჭამა რომ ჩაჯდება, მერე გადავდივარ ხილფაფებზე, რომელიც დესერტია და კვებად არ ითვლებაო.
ხორცი და კვერცხი სავარაუდოდ 7 თვიდანო. 6-მდე არ გინდაო (და 6-ზე მაინც მივალ).
1-ლი ჭამა: დილას - ძუძუ
მე-2 ჭამა: შუადღეს - ფაფა
მე-3 ჭამა: დღის საათებში - თავიდან რძე, მერე სადილი (ბოსტნეულის სუპ-პიურე (კანკიას აზრით სახლში გაკეთებული სჯობს, რადგან უფრო ახალია, მაგრამ როგორც გინდაო

))
მე-4 ჭამა: საღამოსკენ - ფაფა
მე-5 ჭამა: საღამოს/ღამე ძილის წინ - ძუძუ
რადგან სახლში მომზადებული ბოსტნეულის სუპების მომხრეა, შემდეგი მითხრა:
კარგად უნდა მოხარშოო და დაჭყლიტოო, ყველაფერი შეგიძლია მისცეო, მწვანილების ჩათვლითო, მარილი და შაქარი არ უნდაო და ზეითუნის ზეთი დაუმატეო.
რამდენსაც შეჭამს ეგაა მაგის ულუფაო :დ ტემპერატურაზე მითხრა, რომ უნდა იყოს თბილი და არაცხელი და მაჯის შიდა მხარეზე გასინჯეო, სულ თერმომეტრებით ჰო არ ივლიო.
მგონი არაფერი გამომრჩა :დ
ნებისმიერი ბრენდი შეგიძლია მისცეო, ოღონდ რუსულებს ნუ მისცემო, მაგათი ხარისხი და ტესტირება არ ვიცით როგორიაო. ევროპული იყოს მთავარია და რაც გინდაო.
თავიდან გაასინჯე 3 კოვზიო, მეორე დღეს კიდე უფრო მეტი და მესამე დღეს სრულ ულუფაზე ავაო (სადღაც 150-200 გრამია ალბათო).
ნუ თითო-თითო კომპონენტი უნდა მოუმატოო. როგორც ზევით დავწერე, რადგან ხელოვნური რძე უკვე გასინჯული აქვს, ამიტომ პირდაპირ რძიანი მიეციო და მგონი ეგენი ისედაც უფრო გემრიელია და მასე სჯობს ხო?
ჰიპის ფაფების ყიდვას ვფიქრობ ამჟამად. მერე სემპერსა და ჰუმანასც დავუმატებ
This post has been edited by მზე on 11 Aug 2018, 21:33