როგორ ხართ გოგოებო?
რას ჩამოგიყრიათ ყურები, რა პესიმისტურ რამეებს ვისმენ , რა ხდება აბაა

გამოვიარე იგივე მეც 2-3 წლის გათხოვილზე.

უსაშინლესი ფიქრები და აზრები მქონდა თავში, ყველა ციკლის მოსვლაზე პანიკა მეწყებოდა.... მაგრამ რა დავიმართე, ნერვოზი და უბედურება, ყოველ დღე ვიკეთებდი სისხლის ანალიზს მგონი,და ყველა ორგანოზე ეხოს. ისეთი შიში დამჩემდა რომ რაღაც უკურნებელი მჭირდა, ბავშვზე სულ აღარ ვფიქრობდი, ამას არავის ვუსურვებ, თან ამ ყველაფერს ვიკლავდი გულში, არც დედას , არც ქმარს არაფერს ვეუბნებოდი, გარეგნულად არც ვიმჩნევდი, შინაგანად კი ვიწვოდი. გულიც ამტკივდა, ტვინიც და ყველაფერი

გინდათ ასე? არ ინერვიულოთ გთხოვთ რაა, მოდით ხასიათზე, ცხოვრება წინაა, უშვილო აღარვინ იქნება, ადელაინის არ იყოს კაცებიც გააჩენენ მგონი აწი შვილს,

....
არვიცი მე რამ მიშველა,ერთ დღეს გავიღვიძე და მეთქი იცხოვრე, ასე არ შეიძლებამეთქი და დავიკიდე ყველაფერი 2-3 თვეა, ყველა ავადმყოფობა და შიშები, სიმართლე გითხრათ ბავშვზეც აღარ ვფიქრობ, და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიცი, შინაგანი გრძნობა მაქვს რომ აუცილებლად მეყოლება,
ყველა ბავშვს ვეხუტები ქუჩაშიც კიი

და ორსულს სულ მინდა ვეფერო, საოცრებები არიან დღემდე ჩემთვის ყველა პატარა ბავშვი და ორსული ქალი, ყველას ორსულობის ამბავი ისე მიხარია, თითქოს ჩემი გამეგოს. ინვიტროს ვფიქრობდი და ეგეც გადავიფიქრე ახლა ისეთ ხასიათზე ვარ

არადა პატარაც აღარ ვარ და 6 წელიც გავა რაც ველოდები.
ხოდა იგივე ნერვოზები არ დაიმართოთ რაც ემ დავმართე ჩემს თავს, დედები აუცილებლად გავხდებით ყველანი. ნერვიულობით კიდე ვერაფერს მივაღწევთ.
ყველას გგულშემატკივრობთ განსაკუთრებით "ძველებს" :* :*