mako2018კი, ფოლატი პირდაპირ კავშირშია ჰემოგლობინის დონესთან. მე ახლა დაბალი მაქვს. დამივარდა დენების შემდეგ და ეგ უნდა დავიწყო. აი პირდაპირ წერია ანოტაციაში:
ჩვენება: ფოლიუმდეფიციტური ანემია: მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; ლეიკოპენია...
სოლგარი
ფოლატი (მეტაფოლინი) 800მკგ
მეტაფოლინი - ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა!
შემადგენლობა:
ფოლატი (L-მეთილფოლატი-მეტაფოლინი) - 800მკგ
L-მეთილფოლატი, იგივე მეტაფოლინი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მას მყისიერად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.
ფოლატები (ფოლიუმის მჟავას თანამედროვე სახელწოდება) წარმოადგენენ წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინებს (B9 და BC ვიტამინი). ისინი წარმოადგენენ კოფერმენტებს, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლატები ასტიმულირებენ ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობენ ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ისინი ასევე ხელს უწყობენ ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებენ ძილს და აუმჯობესებენ მეხსიერებას.
ორგანიზმში ფოლატების დეფიციტი საკმაოდ ხშირად აღინიშნება. მათი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლატის ნაკლებობისას ირღვევა ამინომჟავა ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი და იზრდება მისი დონე ორგანიზმში. ჰომოცისტეინის მაღალი კონცენტრაციის დროს იზრდება გულ-სისხძარღვთა დაავადებების - ათეროსკლეროზის და ინსულტის, ასევე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. პროგრესირებს დაბერების პროცესი და ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ჩვენება:
ფოლიუმდეფიციტური ანემია:
მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია;
წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია;
ლეიკოპენია;
მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები;
სპრუ;
მალაბსორბციის სინდრომი
ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა;
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
დეპრესია
შიზოფრენია
ათეროსკლეროზი
ალცჰეიმერის დაავადება
სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
პაროდონტის დაავადება და ჰალითოზი
შაკიკი
ოსტეოპოროზი
პრეეკლამფსია
ჰისტამინის დეფიციტი
ფოლატი ასევე გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში:
თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.
დამატებითი ინგრედიენტები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიკა გელი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.
გამოშვების ფორმა: 50 ტაბლეტი
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
http://psponline.ge/index.php?page=shop.pr...mid=312&lang=kaგამიხარდა ახლა ეს რომ დაწერე. მეც მომიხდება ჰემოგლობინზე ანუ. ქეთისაც ვკითხავ და შეიძლება ჰემატოლოგთანაც მივიდე. ჰემატოკრიტიც დაბალი მაქვს.
პროფერტილი ძალიან კარგია. ფემიბიონში ბევრი ბ ჯგუფის ვიტამინი შედის და მაგ ვიტამინებზე აღებული მაქვს ანალიზი და ძალიან კარგი მქონდა. ამიტო არ მჭირდება ალბათ ბ ჯგუფი. გარდა ამისა, სადაც ც ვიტამინი შედის, ისიც უკუნაჩვენებია ჩემთვის, რადგან ც ვიტამინი იმუნიტეტს ამაღლებს. მაღალი იმუნიტეტი ორსულობისთვის არასასურველია. იოდი სადაც შედის მაგაზე ენდოკრინოლოგს უნდა ვკითხო, კვანძებზე გამიგია რომ უკუნაჩვენებია და იმიტომ. შენით არ გინდა ვიტამინების მიღება რა ვიცი.
ჰისტერო ლაპარასკოპიული კონტროლით რას ნიშნავს? ყელის ორსულობა რა არის?
17 ოჰ არის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი. თუ მაღალია, ე.ი. ორგანიზმი გადაჭარბებით გამოიმუშავებს და ამაღლებს ზოგად იმუნიტეტს, რის გამოც ორგანიზმი ჩანასახს აღიქვამს უცხო სხეულად და გამოაძევებს გარეთ. შესაბამისად, ინიშნება მეთიპრედი მისი დონის დასაწევად. თუმცა, ჩემთან არ გამოძევებულა მაგის გამო, ჰემატომამ მიჭყლიტა ჩემი ბაია

ზოგჯერ დავდივარ იქეთ-აქეთ, ვაკეთებ რაღაცეებს და თან ტირილს ვიწყებ. ნეტა, როდისმე თუ გაივლის ეს ტკივილი...
გამოტუმბვა გამიკეთეს მე და იმედია 6 თვე არ დამჭირდება. სადღაც ოქტომბერში მინდა ჰისტერო ან ნოემბრის დასაწყისში და ვნახოთ. საზღვარგარეთ მიწევს წასვლა ორგან და რომ მოვივლი მაგათ, მერე მივხედავ, ან შეიძლება შუალედებში. ქეთის ვკითხავ ყველაფერს. დამიბარა სამშაბათს.
pinnyკი, 6 თვე ნამდვილად ვერ დაველოდები. მთავარია ახლა ქეთიმ მითხრას, რამდენ ხანში შეიძლება ჰისტერო.
This post has been edited by adeline on 12 Aug 2018, 16:48