რას ნიშნავს უნაგირა საშვილოსნო?
პასუხი
-თქვენს კითხვაზე პასუხისთვის გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის ინტერვიუდან „ქალის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების განვითარებისა და მდებარეობის ანომალიები“ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი სოფიო ჯაში:
საშვილოსნოს განვითარების მანკების უდიდესი წილი მოდის ე.წ. ორრქიან საშვილოსნოზე (გვხვდება ქალების 0,1-0,5%-ში). ორრქიანი საშვილოსნოს განვითარების მიზეზი მიულერის მილების შერწყმის დარღვევაა, რაც საშვილოსნოს ერთი ყელისა და ორი ღრუს განვითარებას იწვევს. ორრქიანი საშვილოსნო სხვადასხვა დონეზე ორად არის გაყოფილი და განაყოფები ერთმანეთს ქვედა ნაწილებით ერწყმის. ზოგჯერ, მკვეთრი განშრევების შემთხვევაში, იქმნება ორი ერთრქიანი საშვილოსნოს შთაბეჭდილება, ზოგჯერ კი გაყოფა ძალზე სუსტად არის გამოხატული და ორივე რქა თითქმის სრულად (ფუძის გამოკლებით) ერწყმის ერთმანეთს, ხოლო შერწყმის ადგილას წარმოიქმნება უნაგირისმაგვარი ჩაღრმავება. ამ შემთხვევაში საშვილოსნოს უნაგირას უწოდებენ. გახლეჩის ხარისხიდან გამომდინარე, გამოყოფენ ანომალიის სამ ვარიანტს - უნაგირა საშვილოსნოს, ორრქიანი საშვილოსნოს არასრულ და სრულ ფორმებს. უნაგირა საშვილოსნო განივად არის გაგანიერებული და აქვს უნაგირის ფორმის მცირე ჩაღრმავება, რომელიც საშვილოსნოს ფუძეზე მდებარეობს.
ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან საშვილოსნოს განვითარების მანკს, წესისამებრ, სხვა პათოლოგიებიც ახლავს თან (მაგალითად, შარდგამომყოფი სისტემის მხრივ), შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს. თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება. უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის. ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთას მიმართავენ.
უნაგირა საშვილოსნოს დიაგნოსტირება ჰისტეროსალპინგოგრაფიით, ჰისტეროგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება. ორრქიანი საშვილოსნოს არასრული ფორმის დროს ორ რქად განცალკევება ხდება მხოლოდ საშვილოსნოს ზედა მესამედში. ამ დროს საშვილოსნოს რქების ზომა და ფორმა, ჩვეულებრივ, ერთნაირია. ორრქიანი საშვილოსნოს სრული ფორმის შემთხვევაში რქები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გადაიშლება. მათ შორის არსებული კუთხის ზომა საკმაოდ ფართო დიაპაზონში ვარირებს.
სწორედ ამ კუთხის სიდიდით განისაზღვრება ანომალიის გამოხატულების ხარისხი. - როგორ ინერგება ასეთ საშვილოსნოში კვერცხუჯრედი? - ამ დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემაგრება ერთ-ერთი რქის კედელს და იწყებს განვითარებას. ერთი ყელის მქონე ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში ორსულობა უმეტესად ერთ-ერთ რქაში ვითარდება, ძალიან იშვიათად – ორივეში ერთად, ანუ ბლასტოცისტის იმპლანტაცია წარმატებით ხდება ორივე რქაში და მაშინ ორსულობა მათში ერთდროულად ვითარდება.
როგორ მიმდინარეობს ამ დროს ორსულობა და მშობიარობა, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე პრობლემა?
- განვითარების ასეთი თანდაყოლილი მანკის მიუხედავად, ორსულობა და მშობიარობა შეიძლება ნორმალურად, გაურთულებლად წარიმართოს, მაგრამ ორრქიანი საშვილოსნოს დროს იმატებს ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის სხვადასხვა პათოლოგიის - პლაცენტის წინამდებარეობის, მისი დაბალი მიმაგრების, ნაყოფის არასწორი მდებარეობის - რისკი. ეს ყველაფერი ართულებს ორსულობის მიმდინარეობას და ქმნის გართულების საფრთხეს. ერთ-ერთი გართულებაა საშვილოსნოს კუმშვადობის დარღვევა. ასეთ დროს ნაყოფის გამოძევება უმეტესად ორსულობის პირველ ტრიმესტრში ხდება.
ემბრიონის ნორმალურ ზრდას ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუს სიმცირე, რქების არასაკმარისი სისხლით მომარაგება ძგიდის მიდამოში, ისთმოცერვიკალური უკმარისობა და სხვა. არცთუ იშვიათად დედისა და ბავშვისთვის ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ექიმები იძულებული ხდებიან, მიმართონ საკეისრო კვეთას, რადგან საშვილოსნოში ბავშვის მოძრაობა ტრავმირების გარეშე შეუძლებელი ხდება. ყოველივე ამის გამო საშვილოსნოს ანომალიის მქონე ორსული ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას.
- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს საშვილოსნოს განვითარების ეს ანომალია?
- ეჭვს აჩენს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დისმენორეა, ანომალიური სისხლდენები საშვილოსნოდან, უშვილობა და ორსულობის შენარჩუნების გაძნელება. დიაგნოსტიკა შესაძლებელია საშვილოსნოს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის, ჰისტეროსალპინგოგრაფიის, ჰისტეროსკოპიისა და ლაპაროსკოპიის მეშვეობით.
- შესაძლებელია თუ არა ამ მანკის მკურნალობა?
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ანომალიის ქირურგიული გზით აღმოფხვრა. ოპერაცია ეფექტურია, ოპერირებულ პაციენტებში ორსულობის შეწყვეტის საშიშროება 90-95%-იდან 25-30%-მდე მცირდება.
https://mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view...estion&id=79526პაციენტი:
მშობიარობის შემდეგ (ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე) ექიმმა მითხრა, რომ მაქვს უნაგირისებრი საშვილოსნო და შეიძლება ეს საშიში იყოს, როგორც სექსუალური აქტის, ასევე მშობიარობის დროს. ამან ძალიან დამაკომპლექსა, არც მეორე შვილზე მიფიქრია, რას მირჩევთ?
-უნაგირა საშვილოსნო არის საშვილოსნოს განვითარების ერთ-ერთი ვერსია. რადგან ამ ადამიანმა ერთხელ უკვე ფიზიოლოგიურად იმშობიარა, შეუძლია შიშს თავი ანებოს . ამას მისთვის არ შეიშლია ხელი არც დაორსულებაში, არც მშობიარობაში და ნუ დაკომპლექსდება. ეს არის ნორმის ერთ-ერთი ვერსია.
https://www.ambebi.ge/article/80823-ginekol...logis-rchevebi/ * * *
გოგოებო, კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთებული თუ გაქვთ რომელიმეს საშვილოსნოს და მთლიანად მენჯის ღრუს? მაინტერესებს, რა პროცედურაა.
This post has been edited by adeline on 2 Sep 2018, 00:00