nica277ნიცა, რა გული უნდა გამისკდეს; მე 350 ლარამდე გადავიხადე მრჩეველში ორსულად რომ ვიყავი. :*ქეთიმ რაც მითხრა , იმის გარდა ჩემი ინიციატივით ავიღე ბევრი რამე და ძვირი დაჯდა.
ეს ანალიზები, რაც დღეს ქეთიმ აგაღებინა, არის უმნიშვნელოვანესი. დეა სულფატი იდეალურ წესრიგში მაქვს სულ და ტსჰ. აი 17 ოჰ მაღალი მოვიდა, თუმცა ქეთიმ მეთიპრედი შემაწყვეტინა ახლა, მხოლოდ ორსულობის დროს დაგინიშნავო.
მაქედან ძალიან მნიშვნელოვანია დ ვიტამინი. დაბალი თუ გექნა, დაგინიშნავს მაგასაც. მე მაგრძელებინებს ფოლიუმს და დ ვიტამინს. ფოლიუმის ნაცვლად ფოლატი ვიყიდე გუშინ სოლგარის. 41 ლარი ღირდა ფასდაკლებით 50 ტაბლეტი და გამოწერის ნერვები არ მქონდა. თან ფოლატი ბევრად უკეთესად შეიწოვება, ვიდრე ფოლიუმის მჟავა და თანაც ჰემოგლობინი რომ დამივარდა, ეგ მირჩევნია.
ფემიბიონზე ვკითხე და ან ეგ დალიე ან ფოლატიო. სოლგარის ფოლატი ვამჯობინე მე. ფემიბიონში იოდი შედის და ენდოკრინოლოგის გარეშე არ მინდა დალევა მაინც.
ხვალ გელოდებით მოკლედ პასუხებით :* დაგეგმავ ახლა ყველაფერს წყნარად და მშვიდად:*
* * *
google1ქეთიმ მეც ეგრე მითხრა ზუსტად. თუ რაიმე პოლიპი იქნა, იმ შემთხვევაში ჰისტეროო. ახლა რეგულონი უნდა დავლიო 14 დღე. გუშინ უნდა დამეწყო, მაგრამ ისეთი მოვიწამლე, ვერ დავიწყე

მაგის შემდეგ მოგივა და მოსვლიდან მეათე დღეს ეხოზე ვნახავთ, კოლტები გამოვიდა თუ არა ბოლომდეო. პოლიპს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქეთი, როგორც მივხვდი. ეხოზე რომ შევყავდი, პირველი მაგას ნახულობდა, პოლიპი ხომ არ იყო.
* * *
nefertiti987რა კარგია, გილოცავ! შენთან წლების განმავლობაში იყო ანთებები და მართლა საოცარია, რომ არ დახურულა მილები. ახლა დაისვენე და სექტემბრიდან შეუდექი ახალი ძალებით.
This post has been edited by adeline on 15 Aug 2018, 19:01