გოგოებო, ჩემი პატარა უკვე ექვსი თვისაა. აქაური რჩევები ძალიან მეხმარებოდა ხოლმე, ამიტომ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
ოთხი რამ, რაც გამომადგა და არ გამომადგა ბავშვის დაბადების შემდეგ:
რა გამომადგა:
1. ბავშვის აბაზანა თავისი "შლანგით". ეს "შლანგი" მაგრდება აბაზანაზე და ეხსნება, ბავშვის დაბანის შემდეგ წყლის გადაღვრა როცა გინდა, არ გიწევს წყლიანი აბაზანის ხელში აღება და წელის მოწყვეტა, თავს ახდი და შლანგით გადაასხამ, სადაც გინდა.
2. აბაზანის ბადე. ეს ბადე მაგრდება აბაზანაზე, ცალკე ვიყიდე. ბავშვს ზევიდან აწვენ, წყალს ასხამ და ბან. ხელიდან არ გისხლტება სველი ბავშვი და უფრო მოხერხებულია. ეხლა უკვე 6 თვისაა ჩემი ბაია და თვითონ ჯდება აბაზანაში, მაგრამ სადღაც ხუთ თვემდე კარგად გამოვიყენე.
3. ბეპანტენის კრემი. ამან გადამარჩინა, რომ ძუძუს თავები არ დამეგლიჯა წოვების დროს. პირველივე დღეს, რომ ვიგრძენი ტკივილი ძუძუს წოვების დროს, ამის წასმა დავიწყე. ყოველი წოვების შემდეგ ვისვამდი და წოვების წინ ჩამოვიბანდი. დამღლელი კია, მაგრამ ძალიან დამეხმარა და თავების დახეთქვას და საშინელ ტკივილებს გადავურჩი. აფთიაქებში იყიდება.
4. რადიო ძიძა. მე ამაზონიდან გამოვიწერე. ძალიან სასარგებლოა, როცა ძინავს, ოთახის კარს გამოიხურავ და აქეთ შეგიძლია იხმაურო. ოდნავი გაფაჩუნებაც ისმის.
რა არ გამომადგა:
1. კნოპკებიანი გრძელფეხებიანი ბოდები. ბავშვს თავიდან დღეში 10-ჯერ ჭირდება დაბანა, ძალიან ხშირად აქვს კუჭის მოქმედება (თუ ძუძუზეა). ამ 15 კნოპკის გახსნა შეკვრაზე ისიც იტანჯებოდა და ჩვენც

მქონდა ლამაზები ნაყიდი და თითქმის არ მიხმარია, უფეხებო ბოდი და ამოსაცმელი შარვლები გაცილებით პრაქტიკული გამოდგა.
2. საწოლის ბამპერები. როგორც ალბათ ბევრი დედა, მეც მოვიხიბლე ამ ულამაზესი ბამპერებით და ვიყიდე 150 ლარიანი

)) საერთოდ ვერ გამოვიყენე, უაზრობაა. თავიდან ბავშვი ვერ მოძრაობს და ტყუილად დევს ბამპერები ამ საწოლში, ყველა მხრიდან ვერ ხედავ რიკულებში ბავშვს. მერე როცა ბავშვი იზრდება და ლოგინში მოძრაობას იწყებს, გინდა, რომ ხედავდეს ირგვლივ სამყაროს და გამოკეტილი არ იყოს არ საწოლში

და შენც ხედავდე ყველა მხრიდან. თან ამ რიკულებში ყოფს ხელებს, ფეხებს, ამითი ტრიალდება, ხალისობს და ყველაფერს კარგად ახერხებს, არ ჭირდება ბამპერებით დაცვა. მოკლედ ეს თავიდან ვერ გავთვალე და გამოუყენებელი დამრჩა.
3. ლაქტაციის ბალიში. 50 ლარი ღირდა და მეგონა ძალიან გამომადგებოდა. პირიქით, ზურგს მატკივებდა, ჩვეულებრივი ბალიშებით უფრო მოსახერხებელი იყო ძუძუს წოვება.
4. ძუძუს დამცავი სილიკონის თავები. ეს ვითომ წოვების დროს უნდა გაიკეთო, რომ თავები არ გეტკინოს. მაგრამ ვერ მოიხმარ. ეს ცალკეა და ძუძუს თავი ცალკე

ბავშვიც გადაირია, ეს რა არიო და არ მოწოვა

სულ ეს იყო

წარმატებები ყველას.