likakaკოლპოსკოპია არის საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ბინოკულარული მიკროსკოპით. კოლპოსკოპი არის ენდოსკოპიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საშოსა და საშვილოსნის ყელის ეპითელიუმის in vivo კვლევებისთვის შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში.
პირველი კოლპოსკოპი შექმნა ჰამბურგელმა გინეკოლოგმა და მკვლევარმა ჰანს ჰინსელმანმა 1924 წლის დეკემბერში. ის ფიქრობდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო იწყება ეპითელიუმის ზედაპირზე პატარა კვანძის სახით, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მან არამარტო დახვეწა კოლპოსკოპი, არამედ ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, რათა საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის და მისი დაზიანების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის მიეღწია.
ჰინსელმანის კვლევებმა და საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკასა და სიმსივნის პრევენციაში კოლკოსკოპიის მნიშვნელობის დამტკიცებამ დასაბამი მისცა ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ პროგრესს.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკაში კოლპოსკოპიის გამოყენება XX საუკუნის 60იან წლებში დაიწყო. ამ მეთოდის ფართოდ დანერგვის დაგვიანების მიზეზებს,ერთი მხრივ, გერმანელი მკლევარების შედეგების ნაკლები პოპულარიზაცია, მეორე მხრივ 1941 წელს პაპანიკოლაუსა და ტრაუტის მიერ საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის დიაგნოსტიკაში ექსფოლიაციური ციტოლოგიის იაფი და მარტივი მეთოდის, Pap ტესტის, დანერგვა წარმოადგენდა. კვლევებით დადასტურდა, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადების სკრინინგისა და ადრეულ დიაგნოსტიკაში ამ ორი მეთოდის ერთობლივი გამოყენება უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე რომელიმე მათგანის ცალკე.
კოლპოსკოპია საუკეთესო შედეგებს იძლევა ციტოლოგიურ კვლევასთან კომპლექსში.
გამოყენებული ლიტერატურა: საშვილოსნოს ყელის, საშოს და ვულვის დაავადებათა კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მართვის საფუძვლები.
ავტორი: მადონა ჯუღელი
ბესარიონ ტყეშელაშვილი
ალი ზაქარაია
http://www.vidal.ge/health/ra-aris-kalposkopiaჰისტეროსკოპია, როგორც საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და განსაკუთრებით დიდია მისის როლი უნაყოფობის დიაგნოსტიკაში. იგი აუცილებელი სამკურნალო პროცედურაა საშვილოსნოს ღრუს საეჭვო და დიაგნოსტირებული პათოლოგიების დროს.
სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხელსაწყო, საშოს მხრიდან, საშვილოსნოს ყელის გავლით თავსდება საშვილოსნოს ღრუში და ხდება მისი დათვალიერება. ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ლაპარასკოპიის დროს ტელე-ვიდეო აპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება. ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება როგორებიცაა: ენდომეტრიუმის პოლიპის ამოკვეთა, არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა, სუბმიკოზური კვანძის მოკვეთა და სხვა.
http://www.chachava.ge/index.php?page=1094&lang=geo * * *
mandalaaaღრმერთმა გისმინოს და აგისრულოს ყველაზე სანუკვარი ოცნებები რაც გაქვს
რატომღაც ზუსტად ეგეთი წარმომიდგენიხარ, როგორიც ეგ პერსონაჟია <3 მე ისე ვგიჟდები, წიგნიც ვიყიდე პალიტრა ელის გამოცემული

))))