მზეარა მგონია შიოდეს. მე უფრო ჩვევის ამბავი მგონია.
ჩემი ნია მარტო ღამე ჭამს ძუძუს და ეგეც ჩვევაა უკვე რა, 2-3 წუთი ჭამს და მერე ტრიალდება და იძინებს. უბრალოდ აი დილისკენ იღვიძებს სადღაც 6 საათზე და მარტო როა ოთახში არ მოწონს, მეც რო შევდივარ ახალგაღვიძებულზე მეზარება ამის ქნევა და მოვიწვენ ხოლმე, თორე რომც არ მივცე ალბათ დიდი არაფერი.
6 თვემდე ისეთი სიხშირით ჭამდა შანსი არაა ეგრე სულ დამშეული ყოფილიყო, ამშვიდებთ უბრალოდ რა.
ბოლო დღეებია ცუდად ეძინა და გუშინ შევამჩნიეთ რო მესამე კბილს ამოუჭრია
მაგიტომ წრიალებდა ალბათ. ისე, ყველა ბავშვი თავისებურია და ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ფხიზელი ძილი აქვთ და ხშირად იღვიძებენ.
ჩემი უფროსი იყო ეგრე, დატანჯული ვიყავი წლები. ნახევარ საათში ერთხელ ეღვიძებოდა და თუ იქ ვიყავი კი იძინებდა ეგრევე, მარა სხვა ოთახში თუ ვიყავი ძაან დისკომფორტი იყო ყოველ წამს შესვლა და დაძინება. არადა საქმე გაქვს ადამიანსაც ხო, 8-9 საათზე ხო არ დაიძინებ შენც. ნია რო იძინებს მერე ვიწყებ ყველაფრის კეთებას, მოწესრიგებას, სახლში თუ მაქვს სამუშაო, ან რავიცი ფილმის ყურებაც ხო შეიძლება მოგინდეს ადამიანს
მაგ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მივაჩვიე ამას ცალკე ყოფნა და უკვე მიჩვეულია რო ღამის ძილი თავის ლოგინში უნდა იდოს და მე იქ არ ვარ. აბა შუადღეს შანსი არაა, 15 წუთში იღვიძებს თუ არ მივუწექი მეც და თუ ერთად ვწევართ 2-3 საათი ძინავს ხოლმე. ძიძა ეტლში აძინებს.