Aninმე თვითონ ჭამით ვართობ :-) ჯერ კოვზს ვაძლევდი და ატყაპუნებს მაგიდაზე, პირში და ა.შ. მერე თუ რამეს არ ჭამს, სათამაშოდ ვაძლევ. ჩვენ რომ დავჯდებით სადილად, მოვიდგამ თავის სკამ-მაგიდით და ვუყრი ზედ მოხარშულ ბოსტნეულს, ან ცოცხალ ხილს(სათითაოდ, სულ რომ არ გააფუჭოს) ეხლა ამ პატარას თეფშით პიურეც დავუდგი. ისვრება თავიდან ბოლომდე, მაგრამ სამაგიეროდ მერე სწავლობს იმ რაღაცის ჭამას და აღარ მიფურთხებს.
ცოტა დიდს, სადღაც წლამდე, უკვე კალთაში ვაჭმევ და ვეხმარები თავის ხელით ჭამოს... ანუ თვითონ ჭამის პროცესით ვერთობით. ნუ ეს ჩემი, მისი და მაგიდის თუ სახლის გარეცხვით სრულდება რამდენიმე თვე, მაგრამ სამაგიეროდ მერე კარგი მჭამელია. თან უფროსმა წლინახევრისაც არ იყო, თავისით სუფთად ჭამა რომ ისწავლა...
* * *
მზეეხლა თუ არ მიაჩვიე სკამს, მერე სულ არ ჩაჯდება. გასართობი უნდა რამე. მაგალითად ვაშლი, პური ან რამე ეგეთი (აღარ მახსოვს ასაკი) ან სათამაშო, რომელიც უყვარს და ღეჭავს, რავი, რამე ისეთი, რითიც დიდი ხანი (10-15 წუთი) გაერთობა. მერე რამე სხვას მისცემ და ასე.
რესტორანი და ბურგერი რა პრობლემაა, წირვებზე დამყავს ბავშვები და კომფორტულად ვართ სუყველა, იქაც კი
თავიდან ცოტა მიჭირდა, სანამ მანქანა ჩამომივიდა, ტაქსებით გავიყიდე. არადა ტრანსპორტი ვერაა ჩვენთან ისე მოწყობილი, ბავშვით რომ ადვილად გადაადგილდე. სხვა დისკომფორტი არ მქონია. ერთი საშუალო ზომის ზუგზაკი ბევრი განყოფილებით თავისუფლად ყოფნის ამის ნივთებს (გამოსაცვლელი, პამპერსი, სველი სალფეთქი, ბოთლი, თეფში, ფაფა, ცხელი წყალი) ნუ უკიდურეს შემთხვევაში ცხელი წყალი დამიკიდებია. ნებისმიერ კაფეში სიამოვნებით მაძლევენ საშუალებას გავრეცხო ბოთლი და ამიდუღონ წყალი. ის კი არა, ამას წინ მუშტაედშიც კი სალაროს გოგოებს ვთხოვე და მომცეს ადუღებული წყალი, რა პრობლემაა.
დამაქვს კალიასკა, სადაც ვსვამ და ერთობა თავისთვის. ან სასუსნავს ვაძლევ(ხილს, რომელიც არ სვრის: ვასლი, მსხალი და ა.შ.) ან უბრალოდ სათამაშოებით და გარემოს თვალიერებით ერთობა... რა ვიცი, ნამდვილად არ მიჭირს. ეხლა მარტო როგორც ვერთობოდი, ისე ვერ ვერთობი ნამდვილად, მაგრამ სახლში ყოფნას ყველაფერი ჯობია. ეხლაც 2 ბავშვით ყოველ შაბათ-კვირას სადმე გავდივართ. ან ბავშვები მიმყავს სადმე პარკში, ქალაქგარეთ, მთაწმინდაზე და ა.შ. ან მეგობრებს ვსტუმრობთ და რა ვიცი, არ მაქვს პრობლემა.
ერთადერთი დისკომფორტი რაც მაქვს, რომანტიკა მოგვაკლდა მე და მეუღლეს ურთიერთობაში და მაგასაც ვინაზღაურებ იმით, რომ პერიოდულად ვუტოვებ ბებიებს და 2-3 დღიან დასვენებებს ვიწყობთ. თავიდან გამიჭირდა დატოვება, მაგრამ სამსახურის გამო გავხდი იძულებული და რომ ვნახე, ბავშვებზე მეტად მე ვნერვიულობდი, მერე "გამიტკბა" თავისუფლება. უფროსი ორი წლისაა და უკვე 3-4 ჯერ მოასწრო უჩემოდ ყოფნა (4-5 დღეს ვგულისხმობ), პატარა 8 თვისაა და ერთხელ ყავდა დედაჩემს დატოვებული 3 დღე. ეხლა კიდევ ვუპირებ დატოვებას, დეკემბერში ან იანვარში მომიწევს ისევ სამსახურიდან წასვლა. თან ალბათ დიდხანს დავტოვებ. 3 დღე სამსახურის საქმე მაქვს და თუ მეუღლემ მოიცალა, მინდა კიდევ ერთი 3 დღე ჩვენთვის მივამატოთ და კარგი შვებულება გამოგვივა
Dark_Skyვიცი რომ კუჭზე პრობლემა გქონდათ და სპეციალურ კვებაზე ხართ, მაგრამ ცოტა რომ მიუშვა, იქნებ უფრო უკეთესი შედეგი გქონდეთ? აჭამე ეს 2-2- კოვზი ყოველ საათში, სანამ არ მიეჩვევა... თუ საათობრივი შუალედის დაცვა აუცილებელია მისთვის?