არ არის სწორი. ბლასტოცისტა 200-დან 300 უჯრედამდეა.
Liliko1მასეთი შედეგი ბუნებაში არ არსებობს.
როდესაც ვიღაც ასეთი ტყუილით იკეთებს რეკლამას, რამდენად დასაჯერებელია რომ ის საერთოდ რაიმეს მაქნისია...
გახსოვთ კლინიკის რეკლამა "მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები" რეკლამა რო იყო და ვიდრე პატრონის ყურამდე არ მივიდა - ხალხი დაგცინით ზედსართავი სახელების გადაადგილებისათვისო, მანამდე ჰქონდა ბილბორდებზე გამოკიდებული...
უნდა აღინიშნოს რო ინვიტროს შედეგების გაყალბება და საიტებზე გაბერილი პროცენტების წერა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა კლინიკას ახასიათებს მსოფლიო მასშტაბით. ეს ჩვენი კლინიკების ავადმყოფობა არ არის...
თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი საიტიც კი, რომელიც თითქოს "დამოუკიდებელია",
https://fertilitysuccessrates.com/, ცრუ სტატისტიკას აქვეყნებს. ამ საიტის მიხედვით შტატებში 35 წლამდე ასაკის ქალებში, ცოცხლადმშობიარობა ახალმიღებული ემბრიონებით 47,5%-ია, ხოლო გაყინული და გამლღვალით - 46,6 %. ორივე რიცხვის გაბერვას რომ თავი დავანებოთ, იმდენად არაპროფესიონალმა გაბერა ეს რიცხვები, რომ გამლღვალ ემბრიონებს უფრო დაბალი რიცხვი დაუწერა. სინამდვილეში სწორედ რომ პირიქითაა. გამლღვალი ემბრიონის შემთხვევაში შედეგი უკეთესია, რადგან ხერხდება ენდომეტრიუმის უკეთ მომზადება, ვიდრე სტიმულაციის ციკლში...
აქა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეპორტი 2016 წლისა:
ftp://ftp.cdc.gov/pub/Publications/art/AR...Report-Full.pdf 2017-ისა გაისად იქნება და ა.შ. მის მერე არანაირი დიდი ტექნოლოგიური წინსვლა არ მომხდარა:
საკმაოდ დიდი რეპორტია და არცთუ იოლი წასაკითხი, მაგრამ საქმეს ვეცდები საქმე გაგიადვილოთ. 22-ე გვერდზე არის აშშ ქვეყნის მასშტაბით გასაშუალოებული სტატისტიკა. ჰოდა 35 წლამდე ასაკის ქალებში მითითებულია ცოცხლადმშობიარობა - 31%; ორსულობა - 35,9% შემთხვევებში დგება, მაგრამ ყველა ორსულობა არ მთავრდება ცოცხლადმშობიარობით...
რეპორტი 588 გვერდიანია, შემდეგ მოდის სტატისტიკა კლინიკების მიხედვით. მაგალითად 206 გვერდზე ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის THE ADVANCED IVF INSTITUTE-ის მონაცემებია. ეს ავიღე, რადგან ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს როგორი აღჭურვილია. მათი შედეგები საშუალოზე მაღალია: 35 წლამდე ასაკის ქალებში ცოცხლადმშობიარობა - 34,6%; ორსულობა - 40%.
მე დაგიწერეთ სტატისტიკა ჩატარებულ ციკლთან მიმართებაში; იქვე კიდევ ემბრიოტრანსფერთან მიმართებაში სტატისტიკაა, მაგრამ ეს პაციენტისათვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ემბრიოტრანსფერამდე მისვლაა საჭირო და პაციენტი ფულს იხდის ინვიტროს ციკლში, რომელიც ემბრიოტრანსფერსაც მოიცავს.
ასე რო ნაკლებად დაუჯერეთ გაბერილ რიცხვებს და ცრუ ოპტიმიზმით ნუ მოიტყუებთ თავს, მერე იმედგაცრუება უფრო მწარეა...
ნურც იმას იფიქრებთ, რომ "ცოტა გაბერილი" იქნება რიცხვები და ვიღაცას რო 50% უწერია თავის სარეკლამო საიტზე შედეგიანობა და ვიღაცას 45%, რეალურად უკეთესია ის, ვისაც 50% უწერია. გადიდებული რიცხვები მხოლოდ მენეჯმენტის თავხედობის ხარისხს ასახავს და არანაირ კორელაციაში არ არის რეალურ შედეგიანობასთან...
პ.ს. ვისაც გაგიმართლათ, მეტი საფუძველი გაქვთ სიხარულისათვის...
პ.პ.ს. ნაკლები დაუჯერეთ რეკლამას და კიდევ, ძვირის გადახდა არ ნიშნავს საუკეთესოს. ძვირი ფასიც ერთგვარი რეკლამაა ფრაერებზე ორიენტირებული...