natureჰიპერპლაზია დიდი არაფერია, მაგრამ ატიპიური უჯრედები იყო და თიტქმის ერთი წელი მოვანდომე მაგის მკურნალობას, ხელოვნურ კლიმაქსში ვიყავი და ძლივს გამოვედი კლიმაქსიდან... და ზუსტად მაგისიც მეშინია, დრო რომ დავკარგო, შეიძლება დამიბრუნდეს ეს ჰიპერპლაზია და შეიძლება ისევ ატიპიური უჯრედები იყოს... ჰიპერპლაზიის, მითუმეტეს, ატიპიით ფონზე დაორსულების შანსი 0-ია.
ლოდინი კი მართლა ძნელია... წამლებიც და ყველაფერიც... ეხლა ველოდები ახალ ციკლს და ორშაბათს ქეთის დაველაპარაკები კიდევ, ვნახოთ რას მეტყვის

ენდოკრინული პრობლემებიც მაქვს და სუსტი სტიმულაციაც მხოლოდ იმის მერე დამინიშნა, რაც ენდოკრინოლოგის თანხმობა მიიღო...
ეხლა ძალიან არეული ვარ, სიმართლე რომ ვთქვა,,, დღეს ანალიზი რომ ჩავაბარე, იმას მაინც ველოდი, იქნებ და რაიმე მიმაგრება იყო და მერე ჩამოიშალა თქო... მაგრამ არაფერიც არ ყოფილა.
გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ტქვენი აზრებისთვის.