Salomea2018მოკლედ ძირითადი საკითხები რო ამოვწურეთ გავუბედე - 1 ყავის აპარატი რა გახდა მეთქი და გადაიხარხარა : შეკვეთილია პატარავ და მოგისწრებსო
eleonoraa1234530 წუთია სახლში მოვედი :* ეს გასწორებული თმა რო დამიხუჭუჭდა ბოლოს სიბრაზისგან შემიშვეს
sesilia28რო მკითხა აბა რა გწუხებსო - მშია მეთქი, იმ წუთას ეგ მაწუხებდა
nino84პისიარით ააღებინე ანალიზები და ნაცხი ნაცხიო, ეგ გერჩიათ კარგად ჭამე და ისე წადიო

❤️
ოსკარის სფიჩივით რო არ გამომივიდეს (მადლობა დედას მადლობა მამას) მოკლედ გეტყვით დიდ მადლობას ყველას ვინც მასთან მისვლა მირჩიეთ ❤️ სულ მაინტერესებდა როგორი იყო ნამდვილი პროფესორი ))) ჯერ ხო სასწაული ადამიანია, თბილი და ყურადღებიანი. მერე დეტალურად გამომკითხა ყველა წამალი რაც მიმიღია, ძირითადი ჩივილები,.. ხელით გასინჯვა მეტკინა, პირველადი ჩვენებით ანთება მაქვს, ყელი გამაგრებული რაც წესით ურთიერთობის დროს ტკივილს და წვას უნდა იწვევდესო და ორივეში დავეთანხმე.. ჯანმრთელი საკვერცხის მხარეს მილი გაქვს მობრუნებულიო, ანუ საკვერცხე სხვა მხარეს არის და მილი სხვა მხარეს იყურებაო, ფაქტიურად 0 -ა შანსი ორსულობა დამდგარიყოო.. ამ ფონზე კი ის ჰორმონები რასაც იღებდი სრულიად ზედმეტიაო, ამ უაზრო სტიმულაციებით შეიძლება ისევ წამოსულიყო დიდი ზომის ცისტებიო, ან გასკდებოდა ან შემოიგრიხებოდა და მერე გეტყოდნენ რო საოპერაციო ხარო, გაგიკეთებდნენ ამ მხარესაც ოპერაციას და დონორსაც შემოგთავაზებდნენო. შენ შემთხვევაში სტიმულაცია სრულიად უადგილოაო. კოლპოსკოპია არ მგონია დაგჭირდეს ანთებები რო ჩაცხრებაო. და რამ გამაოგნა.. ტ -ს ფორმის საშვილოსნოზე და ჰისტეროზე ვკითხე და რა მითხრა იცით?საშვილოსნოს ფორმის შეცვლა ანთებებმაც იცისო და რო ჩაცხრებაო ისე ჩაიფუშება ეგ ტ-ს ფორმაო,არანაირი ჰისტეროო. ისევ ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს საშვილოსნოო

) სიმპტომები რომლებიც მე არ მიხსენებია თვითონ მითხრა და გადავირიე ))) ანთებაა ამ ეტაპზე სახეზე და ვნახოთ ნაცხში რა ამოვა

მკერდი შემიმოწმა, თირკმელები და მუცელი. მეფერა მესიყვარულა და ეს ყველაფერი სულ რაღაც 200 ლარად ❤️

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.