მოკლედ სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი დეტალურად მახსოვს რადგან სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მოხდა ეს ყველაფერი, მინდა რომ დავწერო დეტალურად. ვერ დაველოდები ლეპტოპთან მოხვედრას

მოკლედ, გავხდი ხუთშაბათს 38 კვირის და არ ვგრძნობდი რამეს განსაკუთრებულს. პარასკევს ანუ მეორე დღეს სალონში ვიყავი ათასნაირ პროცედურაზე ჩაწერილი ( მანიკურ-პედიკური, თმის შეღებვა, წარბი, აფხრეწა)
მოკლედ ხუთშაბათს საღამოს ასე 6 ისკენ შევედი აბაზანაში, წყალი გადავივლე,გამოვედი, სარეცხი მქონდა გასაფენი და როგორც კი სარეცხის მანქანიდან ტაშტში გადმოვალაგე და ავწიე ხელში უცბად რაღაც სითბო და გამონადენი ვიგრძენი დაბლა, ეს აღმოჩნდა ვარდისფერი ლორწოვანი, ანუ საცობი) თავიდან ცოტა იყო და ერთ 10 წუთში კიდევ წამოვიდა უკვე ცოტა სქელი, ისე რომ პაკეტი დამჭირდა. დავურეკე ქმარს, უკვე საღამო იყო და ბარემ წამოვალ და წავიდეთ ჩაჩავაშიო.
ქალი მაინც ხო ქალია :დ ახლა თავიდან შევვარდი აბაზანაში, გავიპარსე ყველაფერი რასაც მივწვდი ( ეჰ, აფხრეწამ დალია ჩაილური

) მერე სანამ ნიკა საცობში იყო ვაკიდან პლეხანოვამდე, მე აქვე ჩემი სახლის ქვეშ სალონში ჩავირბინე და თმები დავივარცხნე)) სალონის გოგოებმა კინაღამ მცემეს რა დროს ეგააო მარა ნუ ვერ მოვისვენებდი. სახლში ამოვედი, მაკიაჟიც გავიკეთე, პედიკური ვერა და ფრჩხილებზე ხელებზე უცებ ლაქიც გადავისვი ღია ფერის ( მარა მერე ჩაჩავას მიმღებში მომაშორეს ეგ) ამასობაში მოვიდა ნიკა და წავედით ჩაჩავაში. დაგვხდა მორიგე პატარა ახალგაზრდა გოგო, საყვარელი) უნაზესად გამსინჯა და ოდნავ ხარ გახსნილი, ვერ ვიტყვი რომ სრულად ერთი თითიაო)) თუ გინდა დარჩიო მარა რადგან ახლოს ცხოვრობ ალბათ გირჩევნია წახვიდე და სახლში დაელოდო ან ტკივილის მომატებას ან წყლების დაღვრასო. ეს ჩალაგებული ჩანთა დაგვაქვს მანქანით აქეთ იქით)) მოკლედ სახლში ამოვედი და ეს საცობი რასაც ქვია გამდის, წყლები არ იყო ნამდვილად, ლორწოვანი იყო და მოვარდისფრო)) ნუ კაი. დავწექი, არ მეძინება. მივადექი მაცივარს და ვქენი ის,რასაც ვშვებოდი აქტიურად ბოლო კვირების მანძილზე, ანუ გადავჭამე)) დავაყოლე ორი დიდი სნიკერსი და ნახევარი პლიტკა შავი შოკოლადი ( არაორსულობაში ვერც სნიკერს ვიტანდი და ვერც პლიტკას,არც მიჭამია ფაქტიურად) ნუ კაი მწარე შოკოლადი, ყელს ხსნისო და გემრიელად ვჭამე.
გათენდა ამასობაში. ის ჩემი ვერ გაფენილი სარეცხი ჩაჩავადან მოსვლისას გადავფინე და გამშრალა. ჩამოვხსენი და დავაუთოვე, ჩემი ქმარი შემოვიდა ამ დროს, ხო ჯანმრთელად ხარ რას შვებიო)) ნუ თან ვაუთავებ თან ვფიქრობ ეს საცობი ასეთი დაუსრულებელი რატოა)) პარასკევს დილას ხაჭვანთანაც ვიყავი ეხოზე ჩაწერილი 9ზე მარა კაკ რას 9ის ნახევრისთვის მოვითენთე და მიმეძინა. ასევე ნუკრისთანაც მქონდა გეგმიური ვიზიტი პარასკევს (25-ში) და ისე გამოვიდა რომ მაინც წამოსასვლელი ვიყავი ჩაჩავაში. ქმარი აღარ გავუშვი სამსახურში ვსო მეთქი გული მიგრძნობს დღეს რაღაც იქნება)) მოვედი ჩაჩავაში და პირველი რაც გავაკეთე ვერ მოვითმინე და შევვარდი ეხოზე, რადგან მარის ცოტა ხალხი ყავდა მარისთან, თავით დაბლაა, კარგად გაწვებაო, ყელი ვერ ნახა, აღარ ჩანსო, წონა 3050იო))
ამ პასუხებით შევედი ნუკრისთან, თან ვეუბნები გუშინ საცობი რომ ჩამომეშალა, დღესაც იშლებათქო და იცის ხოლმე,ეგ არაფერიო მარა მოდი გაგსინჯავო. დამაწვინა მიმღებში და გამსინჯა, ვერ ვიტყოდი რომ მეტკინა, ნაზად გსინჯავს მაინც თუმცა სასიამოვნო და გასაგიჟებელიც არაა რა თქმა უნდა

უი ერთ თითზე ხარ გახსნილიო, ხო არ გინდა დარჩეო? მეთქი კი, რატომაც არა))
იქვე მიმღებში გამომართვეს პირადობა,დაზღვევის ბარათი და გავიარეთ ბიუროკრატული პროცედურები. ავარჩიე პალატა 1700 ლარიანი, ნუკრის აყვანა 440 ლარი და სავარაუდოდ ანესთეზიაც რადგან მინდოდა ამისი 280 დაემატებაო))
ამწონეს,57 კგ ვიყავი ჩაცმულ დახურული. ახლა წამო შენს პალატაშიო, ამიყვანეს მესამე სართულზე სადაც პალატები აქვს, მომეწონა ჩემი ოთახი, ლუქსია, პატარა აივნით კოხტა ლამაზი)) ჩავალაგე ტანსაცმელი კარადაში, ჩამაცვეს თავიანთი პერანგი, ჩუსტი და თავიანთი ხალათი და წავედით ბლოკში. შემოვიდა ბებიაქალი გამეცნო, მზია მქვიაო, ახალგაზრდა ქალი იყო, უსაყვარლესი)) ❤️ მეფერა ბევრი, არ შეგეშინდესო. შემოვიდა მორიგე ექიმი, რომელიც აღმოჩნდა ჩემი აყვანილი მეანის-ნუკრის და)) მე გაგსინჯავ ხოლმე ნუკრის მოსვლამდეო, კაითქო.
ბებიაქალს ვეუბნები ანესთეზია როდის მოვითხოვო რა ტკივილზეთქო, ისე რომ მერე არ მომიჟმოტოთქო

და თითნახევარზეც გაგიკებთ შენ არ იდარდოო)) ნუ ველოდები ტკივილებს და არ ჩანს. გამსინჯა ნუკრის დამ ერთ თითზე ხარო)) ვაახ მეთქი დაიწყოს ეხლა ეს ტკივილები)) არადა არ ჩანს. ცოტაც და ყრუდ აი ციკლს რომ ელოდები ისე დამეწყო. ოღონდ აი უსუსტესად. შეტევები დაითვალე და რეგულარული რომ იქნება ეგაა სამშობიარო ტკივილებიო. ნუ ეს შეტევები რეალურად არც არის ჩემთან დიდად მტკივნეული, ოდნავ წამოტკიებას ვიგრძნობსავით რამდენიმე წამი და ჩერდება. როგორც იქნა ცოტა დარეგულირდა,5 წუთი კარგად ხარ და მერე 20 წამიანი შეტევა. ნუ ასატანია მარა ვფიქრობ დაიწყება მალე ტკივილები და მოვითხოვე ანესთეზიოლოგი. მოიცა ჯერ მეანმა ნახოს აბაო, შემოვიდა ისევ ნუკრის და და თითნახევარზე ხარ, პაჟალუსტა გაიკეთე ანესთეზია კი ბატონოო))
აი შეტევასავით რომ მქონდა და ყრუდ რომ მტკიოდა მაშინ ბურთზე ვიხტუნავე და მესიამოვნასავით))
მოკლედ ანესთეზიოლოგი შემოვიდა ცოტა ასაკოვანი საყვარელი კაცი ალეკო ალადაშვილი)) გამეხუმრა რაღაცეები, ჩემს შვილსაც გვანცა ქვიაო, თან მიხსნიდა როდის რას აკეთებდა)) არაა მტკივნეული დიდად, ნუ აი ნემსის ჩხვლეტასავით ერთი და მერე ოდნავ დენმა დაგიარაო თითქოს)) სულ ესაა
აი აქედან იწყება ნეტარების ეპოქა, ის ჩემი ყრუ ტკივილები 10 წუთში სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა))
დამიმაგრეს წელზე ქამარივით და ამით აკონტროლებდნენ შეტევას, ბებიაქალმა ახლა 3 წუთში ერთხელ გივლის და საკმაოდ ძლიერადო მარა მე ვერ ვგრძნობ ვერაფერს ოდნავადაც კი და გოგოებს ვეჭორავები ფბ-ზე ( ბოლომდე არ გამიგდია ტელეფონი, ჭორაობაში გავაჩინე, მართლა :დ)
მოკლედ გადის დრო, ჩემი ქმარიც იქვეა, კინოს უყურებს ტვ-ში,მე ვერთობი)) შემოვიდა ნუკრი გამსინჯა და ვაა 4სმ არის უკვე გახსნაო ანუ 3 თითიო, კაი გოგო ხარო. ყელი გაქვს გადასარევი, რბილი და აი ნახე რა ადვილად გააჩენო. აუ გაუტკივარებულზე ამ ხელით გასინჯვას ვაბშე ვერ გრძნობ და ეგეც კაი კაიფია)) ხოდა კიდე თავიდან ანესთეზიაზე ოდნავ კანკალი დამაწყებინა,შემცივდა და პლედების დაფარება მოვითხოვე.
გადის დრო, არანაირი ტკივილი და არაფერი, ისევ ისე ვარ კარგად)) ფეხებზე ოდნავ დაბუჟებასავით მაქვს ჩათბილული, მარა არ დამიკარგავს მგრძნობელობა. ვწევარ დ აუცებ ბახ დაიძახა რაღაცამ, თურმე ბუშტის გახეთქვას ხმა ქონია, თავისით გასკდა)) და წამოვიდა წყლები.
ცოტა ხანში ბებია ქალს ვეუბნები უკან კუდუსუნთან რაღაც მაწვებათქო და შემომხედა ვაი მგონი სრული გახსნაა და მოდი ჭინთვებს გასწავლიო, მავარჯიშებს ასე ქენი ისე ქენი. ტკივილი ისევ 0 ანუ არ მაქვს საერთოდ.
მოკლედ ამოვიდა ნუკრი და სრული გახსნაა და აბა ახლა კარგად ივარჯიშეთ ჭინთვებშიო ))) გავიდა საკეისრო ყავდა გვერდზე ბლოკში.
ბებია ქალმა მასწავლა გაჭინთვა და ამ სწავლა სწავლაში მართლა ჩამოვიდა ბავშვი თავით დაბლა და მოიცა აჩენ უკვეო)) აი აქ გამაგდებინა პირველად ტელეფონი))) ნუკრის დაურეკა მოდი საბოლოო ჭინთვებზე ვართო)) სანამ ნუკრი მოვიდა ერთი 3-4 გაჭინთვა მოვასწარი. მოვიდა ნუკრი და აბა კიდე გაიჭინთეო, ის საწოლი რაზეც ვიწექი უცებ გადაკეთდა საჭინთვე მოწყობილობად))ხელი მოუჭირე როცა გეტყვით და მთელი ძალით მიაწექიო, ვაკეთებ, თან ვცდილობ სუნთქვა დაბლა გავუშვა და მგონია არ გამომდის კარგად და ავღელდი, სადღაც მე7 ან მე8 გაჭინთვა იყო პირველად მთელი მშობიარობის მანძილზე დისკომფორტი რომ ვიგრძენი, თითქოს რაღაც გამეკვეხა)) აბა ახლა ერთი ორი ძლიერი გაჭინთვა და ეგ არისო, მთელი ძალა მოვიკრიბე და მივაწექი, მგონია ისევ ვერაფერს ვშვები და უცებ ბებია ქალი ვხედავ მოასრიალებს რაღაცას)) ვაიმეე ბავშვი)) შოკში ვარ. ვტირი და ვეკითხები რატო არ ტირის? მოიცა გოგო მოვიდეს ბავშვი აზრზეო და მართლაც მაგ დროს წამოიტირა ოდნავ. გავხედე ჩემს ქმარს რომელიც გვერდიდან არ მომცილებია მთელი ეს დრო და თვალებთან ცრემლი რომ დავუნახე მანდ გადამეკეტა და დავიწყე ბღავილი))) ვუყურებდი ჩემს შვილს და რაღაც საოცრად ლამაზი იყო მართლა ლამაზი გავაჩინე გოგოებო

უფითქინესი, თეთრი,ქერა, კრიალა ))) ❤️
მომყოლიც იმ წამსვე გამოვიდა მარა ამ ბღავილში არაფერი მახსოვს.
უცებ გადავედი სხვა სამყაროში, ღმერთო ვფიქრობ რა გავაკეთე ცხოვრებაში ასეთი რომ ეს ბედნიერება მაჩუქე)) ვტირი ვტირი ღვარღვარით))) ბებიაქალმა მოდი კაცო 10 წუთია არ გიმესიჯიაო და ტელეფონი მომაწოდა. მაშინ მოვიწერე აქაც და ფბ-შიც რომ გაჩნდა.
ჩემი ვაჩე ისეთი ჩუმი იყო, დიდივით გვაკვირდებოდა ყველას, თვალებ გახელილი ( ულამაზესი ლურჯი თვალები აქვს) მე და ნიკა ისევ შოკში ვართ, გაბრუებული და გასული ამ სამყაროდან რაღაც ზღაპარში❤️
ბებიაქალი გაეხუმრა ჩემს ქმარს, როგორიც ჩამაბარე ცოლი ისეთივეს გაბარებ უნაკეროდ, დაუზიანებელსო

არ ჩავხეულვარ და არაფერი მარა მერე ნუკრიმ ღრმად რომ დამათვალიერა უშუალოდ შიგნით პაწაწინა ნახეთქია და ამაზე მინდა ნაკერი დაგადოო. ოღონდ შენ ვერ იგრძნობ ამას, ძაან ღრმადააო. ანესთეზია დაამატებინა, დაელოდა რომ თავიდან გამბუჟებოდა ფეხები და 2 წუთში დამადო ნაკერი. ვერაფერი ვიგრძენი და ვერც ახლა ვგრძნობ ნამდვილად. ჩვეულებრივად ვარ დაბლა.
ორი საათი ვიყავით მე ნიკა და ჩვენი ბედნიერება ბიჭი ბლოკში იმ წამებში არავინ და არაფერი მინდოდა ამ ქვეყანაზე ამ ორი ადამიანის გარდა. ისევ ვტიროდი ბედნიერებისგან. ცრემლები თავისით ჩამომდიოდა)) გავედი იმ წუთებში მე ამ სამყაროდან და სადღაც სხვაგან ვიყავი-უსასრულო ბედნიერებაში.
ჩემმა ბიჭმა ძუძუზე უარი მითხრა და ექიმმაც ჯერ არ უნდა ეტყობა, დაანებე თავიო)) იწვა ბავშვი წყნარად, არ იღებდა ხმას. გავიდა ორი საათი და გადავგორდით სკამით პალატაში.
უი ხო კიდევ ერთი, ნიკა დავახრჩე წყალი მომაწოდეთქო ასჯერ ჩამოვასხმევინე ონკანიდან, ძაან მწყუროდა ბლოკში.
დამავიწყდა მეთქვა,, ბლოკში საჭმელი შემოიტანეს კატლეტი გუფთა, პიურე ( ბლოკში შესვლიდან სადღაც 2-3 საათში) ისე მშიოდა გადავსანსლე უგემრიელესად

მერე ცოტა ხანში მაწონი და სტაფილოს კექსი შემომიტანეს დესერტად,ეს კექსი უგემრიელესი იყო და ცოტა ვჭამე, ვაჩენდი უკვე და ვერ მოვასწარი ბოლომდე ჭამა

გავაჩინე თუ არა და ბებიაქალი და ნუკრი გავიდა თუ არა, ვაჩე ჯერ კიდევ გულზე მეწვა ნიკას დავუძახე ის დარჩენილი კექსი მომაწოდეთქო და ვშთანთქე ეგეც გემრიელად

ვაჩე ისევ ისეა, წევს ჩემს გვერდით თავის "ბუდეში" ცქნაფასავით. ნიკა დაბლა ჩავუშვი ოჯახის წევრებთან და ბალეშიკებთან. მე ამაყენეს უნდა მოშარდოო)) სწრაფად ავდექი და ოდნავ თავბრუ დამეხვა, ჯერ საწოლზე წამოჯექი და ისე ადექი, გიჟივით არაო გამეღადავნენ, ავდექი შევედი ტუალეტში,მოვწესრიგდი და გამოვედი)) ვწევარ ახლა და ვფიქრობ, ღმერთო მადლობა ამ ყველაფრისთვის!!! მადლობა რომ ეს დღე ასე ზღაპრად და ტკბილ მოგონებად მიქციე❤️ ჩემი ცხოვრება დღეს თავიდან დაიწყო
მე
ვარ
დედა
❤️
This post has been edited by narkozeli on 5 Nov 2019, 16:12