მეც დავწერ, ჩემს 8 წლის ნანატრ, სამშობიარო მოგონებებს.
ანალიზებიდან გამომდინარე, ინ ვიტროს გარეშე ჩემი ორსულობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. თუმცა, მე-8 წელს მოხდა სასწაული და 23 დეკემბერს ორ ხაზიანი ტესტი მეჭირა ხელში, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. ორსულობაში პატარ-პატარა სანერვიულოებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან მალე მოვიდა მშობიარობის დრო. ციკლით 28 აგვიატოს მეუბნებოდნენ დიუ დეითს, ხოლო
ეხოებით სექტემბერში გადადიოდა.
ზუსტად, ორსულობის გაგებიდან 9 თვეში, 23 აგვისტოს
დილით 5სკენ მაღვიძებს წამოვლითი
ტკივილი, რომელიც რიგითი წამოვლა
მეგონა, რადგან დაახლოებით კვირა ნახევარი მქონდა მოვლითი ტკივილი და ხშირი ვიზიტორი ვიყავი საპირფარეშოსი ( გამიგია ასეთ დროს ორგანიზმი იწმინდება და ემზადება სამსობიაროდო). წავედი საპირფარეშოში არაფერი, გამოვედი დავწექი და ოდნავ სითბო ვიგრძენი, ბევრი წყალი არ იყო საცვალი
დამისველდა ოდნავ და მგონია რამე
“ჩეპე”ხო არ მომივიდათქო, არადა ვფიქრობ ეხლა
იქიდან მოვდივართქო

მოკლედ ისევ, წამომიარა. გავაღვიძე ქმარი და გადავედი დროის დანიშვნაზე. პირველად 6 ის ნახევარზე დავინიშნე დრო. მორიგი შეტევა 15 წუთში გამეორდა. დავიწყე მზადება და ამ
მზადებაში უკვე ძაან მცირდება დრო. წყლის გადასავლებლად შევედი, მარა მიჭირს უკვე. 7 ის 15 წუთზე სველი თმებით (ვეღარ გავიშრე ტკივილების გამო) ჩავჯექით მანქანაში და უკვე ინტერვალი 4 წუთია. გავქანდით ჩაჩავაში. სიჩქარის გადაჭარბების გამო, იმავე დღეს 50
ლარიანი ჯარიმა ჩაახუტეს ჩემს ქმარს

აყვანილი მყავს დარახველიძე და მისი ბებია ქალი ნინო. ჩაჩავაში მივედი და ვხედავ მიმღებში
ორსულების რიგია

(სულ
6 პაციენტი ვიყავით აქედან 4 ზურასი და პლუს ერთი
საკეისრო

). ავნერვიულდი, რაღა დღეს არის ამდენი მშობიარე, ამდენს ზურა როგორ
მოგვხედავსთქო.
შემატყეს სახეზე კარგად მტკიოდა და გამიშვეს ურიგოდ

გამსინჯეს და უკვე კაი ორი თითია გახსნაო. გასინჯვა არ მტკენია დიდად მარა ტკივილმა
მომიარა გასინჯვისას და
მაშინ მეტკინა. დაიწყეს საბუთების შევსება. დაახლოებით 8 სკენ ავედით ზევით. ზურა და ნინო
უკვე მოსულები იყვნენ (ჩემს
გამო არა, ერთი გოგო 3 თითზე იყო) დაიწყეს ესევე გაუმტკივარების დადგმა. ვენაში ნემსის
ჩხვლეტასავითაა.დავბუჟდი, ცოტა წნევამ
ამიწია, და გული მიჩქარდებოდა მაგრამ ანესთეზიოლოგი თავზე მედგა. ბებიაქალიც
ხშირად მოდიოდა და
მაკონტროლებდა. 9 აკლდა
წუთები ზურა მოვიდა გამსინჯა, მგონი წყლებიც დამაღვრევინა. მაგრამ
გაყუჩებული ვარ და დიდად ვერაფერს ვგრძნობ. სამ თით ნახევარია გახსნაო.
ბებია ქალმა დაახლოებით12 სკენ
გააჩენო. ამ ამბების შეტყობინებაში ვართ ოჯახის წევრებთან, რომ
დამეწყო უკან ტანზე მტკივნეული დაწოლები. ანეთეზიოლოგს მოვთხოვე დამატება გაუმტკივარების, დამიმატა მარა ბილომდე ვერ გაგიყუჩებ ცოტა უნდა აიტანოო. ტკივილის ასატანად გამიყუჩდა, მაგრამ
ვგრძნობდი დაწოლებს. მოვიდა ნინო ბებიაქალი, ვნახოთ როგორ იჭინთებიო, უნდა გავარჯიშოვი და როცა მოგივლის გაიჭინთეო. ამ ჭინთვებში ბავშვის თავი ჩნდება და იმელაებაო, როგორც კი აღარ დაიმალება გადავალთ უკვე იმ
ჭინთვებზე რომელიც გაგაჩენინებსო. გადავედით მორიგე ეტაპზე, ზურაც შემოვიდა მაწვებოდა მუცელზე, სუნთქვას ვერ ვიღებდი სწორად თორე დანარჩენად, მგონი ვუსმენდი და ვუჯერებდი, 3 თუ 4 ასეთი შეტევის მერე გაჩერდიო და უცებ, 09:43 წუთზე, გამოასრიალეს ქალბატონი.გაწმიმდეს
და დამაწვინეს ჩემი ნანატრი ვარდისფერკანიანი
გოგო ❤️ არა ამქვეყნიური შეგრძნებაა <3
3100კგ, 48 სმ <3
ასეთი მარტივი მშობიარობა მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი

ბებია ქალი იძახდა სხვა გოგოა გამო გამომიძახესო და ამან ყველას დაასწროვო

გაჩენიდან 10 წუთში, მირეკავს ჩემი
გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი და მილოცავს <3 როგორ და რანაირად გაიგო ასე მალე არ ვიცი

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩაჩავასი.
ზურას და ნინოს სტილია უტრამვო
მშობიარობა ❤️
This post has been edited by anano_991 on 30 Oct 2019, 21:41