ესეც ჩემი მოგონება
ზოგიერთს მგონი ემახსოვრება ჩემი ამბავი - რამოდენიმე თვიანი სტრესი, დაძაბულობა, გაურკვევლობა, შიში, ხან იმედი, ხან ისევ სასოწარკვეთა.
უამრავი ეხოს (სქელი კისრის ნაოჭი) და გენეტიკოსის ცუდი პასუხის და რამოდენიმე გენეტიკური ანალიზის (ანალიზის პასუხები ყველა კარგი მქონდა) შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ ბავშვის შენარჩუნება. მთელი ორსულობა ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ გავატარე, შინაგანად მუდმივი შიში მქონდა და ვცდილობდი ჩემ თავში მეპოვნა ძალა ისეთი მიმეღო ჩემი შვილი როგორსაც ღმერთი ინებებდა.
38,5 კვირაზე დილით საცვალზე მქონდა სულ ოდნავ წითელი გამონადენი. მეუღლისთვის არაფერი მითქვამს, ისეთი პანიკიორია სამსახურში ვეღარ წავიდოდა ან თუ წავიდოდა საქმეს გულს ვერ დაუდებდა. ამიტომ მშვიდად გავისტუმრე სამსახურისკენ, მე კი ცოტა აფორიაქებული დაველოდე მოვლენების განვითარებას

საღამოს 6 საათისთვის დამეწყო წელის ყრუ ტკივილები, 5 წუთიანი ინტერვალებით. მტკიოდა ძალიან ოდნავ მაგრამ რადგანაც შუალედები ცოტა იყო მაინც გადავწყვიტე სამშობიაროში წასვლა. დავურეკე ჩემ ქმარს, სანამ მოვიდოდა გადავივლე, თავი მოვიწესრიგე, ჩანთა შევამოწმე და ასე გამზადებულები გავეშურეთ გაგუაში.
8ის ნახევარზე გამსინჯეს ერთ თითზე ვიყავი გახსნილი და დამტოვეს მესამე სართულზე სხვა მომლოდინეებთან ერთად. ნელ-ნელა ტკივლი მომემატა მაგრამ ასატანი იყო, ვნატრობდი სულ ეს ყოფილიყო სამშობიარო ტკივილები

) ღამის 1ის ნახევრისთვის მორიგე მედდას ვთხოვე რომ ვინმე მოსულიყო და გავესინჯე, უკვე წუთში ერთხელ მტკიოდა და საკმაოდ მაგრადაც. გასინჯვის შემდე (2 თითზე ვიყავი) ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში. დავურეკე ჩემ მეუღლეს, ისიც ამოვიდა და ბოლომდე ჩემს გვერდით იყო. იქ მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ გავგიჟდებოდი

მოვითხოვე გაუტკივარება, გამიკეთეს მაგრამ მარჯვენა მხარე არ გამიყუჩდა, დავამატებინე. ტკივილი გამიჩერდა მაგრამ ბავშვის მოწოლას მაინც ვგრძნობდი სულ და ეს არანაკლებ მტკივნეული იყო. 5ის ნახევარზე კიდევ დავამატებინე და მაშინ ჩამეძინა. 8ის ნახევრისთვის გაგუაც მოვიდა, დამცინა ოხ ამას დაუძინია კიდეცო

გამსინჯა და მითხრა თუ დამიჯერებ 10 წუთში გაგაჩენინებო. გაგუასთვის მანამდე ნათქვამი მქონდა ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ აღარ მითქვამს რომ მისმა თანამშრომლებმა გენრიეტამ და ჯოლოხავამ დაუსვეს ჩემ ბავშვს ეს დიაგნოზი. ყველა პედიატრი მობილიზებული ყავდა რომ რაიმე გართულების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ.
გაუტკივარების გამო ჭინთვებს ვერ ვგრძნობდი, თვითონ მეუბნებოდა როდის გავჭინთულიყავი, თან სხვა ექიმი მაწვებოდა მუცელზე. რამოდენიმე გაჭინთვაში გამოსრიალდა ჩემი იასამნისფერი ბიჭი, მაშინვე არ უტირია, გულზე რომ დამაწვინეს მაშინ დაიჭყიპინა სულ ცოტაზე.
08:12 წუთზე დაიბადა ჩემი ბიჭი 3200 გრ, ღმერთს მადლობა სრულიად ჯანმრთელი და უკარგესი ბიჭი
პატარა ჩახევა მქონდა და დამჭირდა ნაკერის დადება. საბოლოო ჯამში ჩემმა მშობიარობამ ჩაიარა ძალიან მარტივად, სხვების კივილ-წივილს რასაც იქ ვუსმინე ჩემი მშობიარობა იმათთან შედარებით იყო ნეტარება. რამოდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი კიდევ და კიდევ გამეჩინა ბევრი ბავშვები

ძალიან კმაყოფილი ვარ გაგუას კლინიკით და თვითონ დავითისაც, ყველა იყო ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი.
აი სახლში გამოწერის შემდეგ უფრო გამიჭირდა, მქონდა საშინელი დეპრესია, ვტიროდი უაზროდ და უმიზეზოდ, დაჟე ახალ წელსაც ტირილით შევხვდი

2 კვირაში კი გამიარა, ეხლა ნელ-ნელა უფრო აღვიქვამ ჩემს თავს დედად და ჩემს ბიჭს შვილად.
უფლის მადლობელი ვარ რომ ის საშინელი გადაწყვეტილება არ მივიღე, ალბათ ყოველთვის ვინანებდი რომ ჩემ შვილს სიცოცხლის უფლება არ მივეცი. ეხლა ვარ უბედნიერესი დედა და ყველას ჯანმრთელ პატარებს და ბედნიერ დედობას გისურვებთ