არ მჯერა რომ ჩემი მშობიარობის მოგონებებს ვწერ უკვე
რაც კი ორსულობაში ექოები გავიკეთე სულ 24 აპრილი მქონდა მშობიარობის ვადა და სულ ვამბობდი ნეტა 20 ში დაიბადოს კარგი თარიღი გამოუვა თქო და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი :დ
19 ში დილიდან 6კმ ვისეირნე, შუადღეს 1 საათიანი იოგა გავაკეთე და დაველოდე მოვლენების განვითარებას რომელიც ესე ღამის 12 ისკენ მუცლის ყრუ-მოვლითი ტკივილით დამეწყო. აქ გოგოებისგან გამიგია დიარეა ერთ-ერთი სიმპტომიაო და მაგანაც არ დააყოვნა :დ და ზუსტად მაგ დროს ჩამომეშალა ე.წ საცობი
ცოტახანი მივწექი და დავიწყე ინტერვალების დათვლა, თავიდანვე 4 წუთიანი შუალედები მქონდა და არც შეცვლილა მშობიარობის ბოლომდე, უბრალოდ ნელ-ნელა იმატებდა ინტენსივობა. აქ ვიკითხე ეგრევე და გოგოებმაც მირჩიეს მგონი ჯობია წახვიდეო, ჩაჩავაში დავრეკე მეთქი გაემზადეთ მოვდივარ)) და წავედით პატრულის ესკორტით))
რომ მივედი მორიგე ექიმმა გამსინჯა. მოკლედ რომ გითხრათ მშობიარობაში არაფერი მტკენია მაგ ქალის ხელით გასინჯვის გარდა :დ 1.5 ზე ვიყავი გახსნილი და ყელი სადღაც უკან იყო რომელიც მისი თქმით "წინ გამოწია" :დ მერე ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში და დაურეკეს ზურას და ნინოს, ნინო დილის 7-8 ისკენ მოვიდა და შედარებით ნაზად გამსინჯა :დ უკვე 2.5 ზე ვიყავი და გადავწყვიტეთ უკვე გამეკეთებინა გაუტკივარება. სიმართლე გითხრათ დიდად არ მტკიოდა მაგრამ არ დაველოდე გაძლიერებას.
ერთადერთი ანესთეზიოლოგით ვარ უკმაყოფილო, 10 წუთი მიდგამდა კათეტერს და ძლივს ჩამიდგა, ბოლოს ჩემს გრძელ მალებს დააბრალა

მერე კი იცით, ჩამეღვარა სითბო ფეხებში და გავყუჩდი :დ
ამასობაში საჭმელი შემოიტანეს და გემრიელად ვიქეიფე ზურას მოსვლამდე.
შემდეგ გასინჯვაზე უკვე 4 თითზე ვიყავი გახსნილი და ერთ 10 წუთში დავიწყეთ თეორიულ-პრაქტიკული სწავლება რა როგორ უნდა მექნა :დ ზურაც მოვიდა თავისი ოლიმპიური სიმშვიდით მაგრამ მე უფრო მშვიდად დავხვდი, წარბი არ შემხრია მთელი მშობიარობა რაზეც ბოლოს შემაქო :დ
დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში გამოაძვრინეს 3.300 კგ, 51 სმ ჩემი ბიჭი ❤ წონა რომ გავიგე შოკში ვიყავი იმიტორო 38 კვირის ექოზე 3250 იყო და მეშინოდა მეთქი უეჭველი 4კგ უნდა გავაჩინო, თურმე არაფერიც, 39.3 ზე ვიმშობიარე მაგ წონით.
ჭინთვებს ჩვეულებრივად ვგრძნობდი და აი ოდნავი ტკივილიც კი არ მიგრძვნია გოგოებო. ნუ იტყვით უარს გაუტკივარებაზე, მაგაზე მაგარი ალბათ ცოტა რამ მოუგონიათ.
ერთ 2 საათში ჩამომიყვანეს პალატაში და მომიგორეს ჩემი ლეკვიც გვერდზე ❤
საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ ჩაჩავას მომსახურებით
ზურა დარახველიძე თავისთავად და ბებიაქალი ნინო ეგუტიძე არის საოცრება.
მთლიანი სტაფი ცდილობს რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყონ ბავშვი გამოკვებო ბუნებრივად, გასწავლიან და გეხმარებიან ყველაფერში.

აი ისეთი გრძნობაა მართლა ვერ გაიგებ თვითონ თუ არ გამოსცდი. არარსებული ენერგია გეუფლება უცებ და ყოვლისშემძლე ხდები დედის სტატუსით ❤