ესეც ასე, ვიპოვე დრო რომ ჩემი და ჩემი ბიჭუნას მოგონებებზე ვისაუბრო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველ რიგში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ის რომ გადავედი ჩაჩავას კლინიკაში და იქ დავდექი აღრიცხვაზე, ყოველ კვირა მიბარებდა ნუკრი ექიმი და ნახულობდა ჩემს მუცელს, ვიცოდით რომ 11 რიცხვი იყო მშობიარობის სავარაუდო თარიღი.
საბუკას თურმე არ ეჩქარებოდა, ზუსტად მახსოვს ის დღე როგორ გათენდა და დაღამდა 11 რიცხვი, ჟრუანდელი მივლიდა.
1 კვირა რომ გავიდა უსიმპტომოდ წავედით ეხოსკოპიაზე ტატიშვილთან, მითხრა რომ ბავშვი ჯერ არ იყო მომწიფებული და =ერთი კვირა მაინც არაფერს არ აპირებდა, კარგად შემიმოწმა მენჯის ძვლებიც და მითხრა რომ უპრობლემოდ გავაჩენდი ისეთი კარგი და განიერი ძვლები მქონდა, ამან ცოტა დამამშვიდა თუმცა წონა 3.900 მაფიქრებინებდა რომ ან გამჭრიდნენ ან ჩავიხეოდი (არცერთი არ მომხდარა).
მეგონა სამუდამოდ ორსულად ვიქნებოდი თუმცა დილით 20 რიცხვში სისხლიანი გამონადენი შევნიშნე, იმდენად გამიკვირდა და შემეშინდა, არადა ხომ უნდა გამეჩინა ოდესმე ეს ბავშვი, მეუღლესაც ვუთხარი 2 დღის შემდეგ ისევ განმეორდა მსგავდი გამოანდენი, საცობი იყო სავარაუდოდ, ნუკრი ექიმმა ხელით გამსინჯა და ისევ არ ვიყავი არცერთ თითზე გახსნილი. ნუ წამოვედით უკან სახლში, გადასული ვარ უკვე 42 კვირაში და არც კი ვიცი ჩემს თავს რა ხდება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
23 რიცხვი მთავრდებოდა, მახსოვს ის დღე, კალიასკის ყიდვა გვინდოდა და ქარვასლის ავერსში ვიყავით, საღამოს მოსულს კი ჩემს სახლთან ახლადგახსნილ ნახევარფაბრიკატებში შევედი და, და ისიც არ მახსოვს ვიყიდე თუ არა რამე, სახლში ამოვედი. უკვე სადღაც 22:00-23:00 საათი იყო ჩვეულებრივი საღამო და ჩემმა ბიჭმა დაიწყო მოძრაობა, გაუჩერებლად ! ბავშვი ალბათ საათნახევარი- ორი საათი ძლიერად ტრიალებდა და შეტევებიც დაწყებული მქონდა რომელიც რეგულარულად 10 თუ 15 წუთში ერთხელ მეორდებოდა, ტკივილი იყო გაუსაძლისი გავდა გრძნობას როცა ძალიან მაღალ კორპუსში რომელიმე სართულზე დგახარ და გრძნობ როგორ აზანზარებს მთელ შენობას მიწისძვრა და ჩამოდის შენობის მტვერი,არაფერი არ გიცავს და იცი ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოგექცეს თავზე ყველაფერი და ჩაგიტანოს.
ტელევიზორთან ვზივარ და ჩემი შვილი ჩემოდანს ალაგებს მუცელში, რა უნდა მექნა? რაც არ უნდა იყოს პასუხი მე დავწექი და დავიძინე. ალბათ უფრო შიშმა დამაძინა, არ ვიცოდი და არც მინდოდა გამეგო რა ხდებოდა, იმ ტკივილსაც მოვერიე და ჩაძინება შევძელი.
გათენდა 24 რიცხვი, ისევ მივლის, შუადღეზე დაბარებული ვართ ექიმთან, შევედი აბაზანაში თავი მოვიწესრიგე (ნაწლავები გამოვირეცხე რაც ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო) ჩავიცვით და წავედით. შევედი ექიმთან და ვეუბნები ნანატრ სიტყვებს (ჩემი ექიმი უკვე დატანჯული იყო ჩემთვის მსგავსი კითხვების დასმით "რამე ხო არ გტკივა?" აი თითქოს გიტევს უცბათ? და როგორც იქნა მაქვს შეტევები! 10 წუთში ერთხელ, ხელით გამსინჯა და ვიგრძენი რაღაც თბილი სითხე როგორ წამომივიდა (ალბათ სისხლი) მოვიდა სანიტარი და დამეხმარა გასუფთავებაში.
მიმღები ელოდება ექიმს რას იტყვის:
-ვიტოვებთ!
და სუნთქვა შემეკვრა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უცბათ დამაყარეს კითხვები, მომთხოვეს ჩანთა, ქვითრები ტანსაცმელი ჩუსტები, ჩემი ქმარი შოკში იყო რომ ვუთხარი მიტოვებენთქო. იყო 24 რიცხვის 15:00-16:00 საათი. წამიყვანა წანიტარმა ზევით სამშობიარო სართულზე ლიფტით, და ჩემიყვანეს სამშობიარო ოთახში, აქ გააჩენო-პალატა 4. ვზივარ მარტო და ველოდები რა მოხდება, პატარა საწოლის მსგავსი რამ დავინახე სადაც ჩემი ბიჭის ტანსაცმელები დადეს, მალევე სანიტარმაც მკითხა გოგო იყო თუ ბიჭი და ცისფერი პლედიც მოიტანეს ვუყურებდი და არ მეჯერა რომ იქ მალე ჩემი შვილი დაწვებოდა.
მორიგე ექიმები პერიოდულად მეკითხებოდნენ რა მაწუხებდა ან რას ვსვავდი ორსულობისას, ძალიან მომეწონა ნესტანი ექიმი. მალევე შემომიტანეს ღომი სულგუნით და მაწონი, საპირფარეშოში დიდი რაღაცეები გავაყოლე შარდს თუმცა ბებიაქალმა მითხრა რომ სანერვიულო არ იყო.ჩემი ქმარი მანქანაში გარეთ მელოდება, ჯერ არავის არაფერს არ ვაგებინებთ.
22:00-23:00 საათზე უკვე გაუსაძლისი ტკივილები მაქვს და მოვითხოვე გაუტკივარება, გამიკეთა ვინმე ალეკომ, დიდად არ მოვიხიბლე თუმცა პროცედურა კარგად ჩაატარა. დაამწვინეს ზურგზე და მითხრეს რომ არ გავხოხებულიყავი, გამიყუჩდა ტკივილი, გავთბი კიდეც,ქამრის მსგავსი აპარატურა რომელიც მუცელზე მეკეთა წიკწიკებდა შეტევებისას თუმცა შეტევებს იმდენად ვეღარ ვგრძნობდი. 24 რიცხვიც დაღამდა და მივხვდი 25 ში გავაჩენდი ჩემს პატარას.
ალბათ აქედან იწყება უკვე სამშობიარო ისტორია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გავიდა 2-3 საათი და ყრუდ ვგრძნობდი ტკივილს თუმცა ვერეოდი, ამ დროის შემდეგ ტკივილი გაძლიერდა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ეს დრო რა ხდებოდა,საათი მეკიდა წინ და თითო საათი გეგონება 10 წუთში გადიოდა. ვითხოვდი გაუტკივარების დამატებას, მითხრეს რომ წამალი გაშვებული იყო და მეტი რომ დაემატებინათ ბავშვს ავნებდა, არ მახსოვს როდის შემოვიდა ჩემი მეუღლე, რომ მიტევდა ტკივილი ხელებზე ვუჭერდი, ვყვიროდი: დედაა! ვკვდები! მიშველეთ ხალხო ვკვდებითქო! მახსოვს როგორ გადახედეს ერთმანეთს და არ ვიცი რა ინფორმაცია გაცვალეს თვალებით.
ხელით მგონი ყველამ გამსინჯა დამლაგებლის გარდა, ვიხსნებოდი ნელ- ნელა თუმცა თავს უჭირდა ჩამოსვლა, ხელებით მეკავა მუხლები და ჩემსკენ ვიზიდავდი ფეხებს როცა ვიჭინთებოდი, ნუკრი ექიმმა თქვა რომ პედიატრისთვის დაეძახაათ. მე კი მითხრეს რომ როცა შეტევა დამეწყებოდა ღრმად ჩამესუნთქა თითქოს ჩავყვინთე ისე როგორც ცურვის დროს და შემდეგ ძლიერად გამეჭინთა,როცა ვიჭინთებოდი შეტევა უფრო ნაკლებად მტკივნეული იყო, როგორც კი მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა არავის აღარ ვუსმენდი და სწრაფად ვასრულებდი ამ ჩასუნთქვა-გაჭინთვას და საღაც მე-5-ე მე-6-ე გაჭინთვაზე ნუკრი ექიმმა და ბებიაქალმა მითხრეს რომ კაია კაიო და ლოგინის ქვემოდან ამოაძვრინეს 2 ხელის მოსაკიდი გირის მსგავსი რამ, და მომაძახეს რომ ამას მოვჭიდებოდი ცოტა წამომაყენეს კიდეც მემგონი ან მეთვითონ წამოვდექი, ასე 3 გაჭინთვაზე ვიგრძენი რომ ბურთის მსგავსი რამ გამეჭედა იქ და ალბათ თავიათქო, ერთი გავიჭინთე და მეორე გაჭინთვაზე გამოვარდა, ბავშვი პირდაპირი მნიშვნელობით გამოვარდა ჩემი ტანიდან.
მუცელი რომელიც უზარმაზარი იყო უცბათ ჩამეწინა და ბავშვიც გამოვარდა, ტკივილი გაქრა. არ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო ოთახში ალბათ ოთხი ან ხუთი: ნუკრი ექიმი, ბებიაქალი, პედიატრი, ანესთეზიოლოგი და სხვა ექიმი ან სანიტარი. ვიკითხე თუ ტიროდა და მალევე იტირა, გაზომეს აწონეს დააწვინეს იმ საწოლზე.
ეს ტკივილი რადგანაც გაჩერდა უკვე აღარაფერს დავეძებდი, ვიგრძელი ექიმი მთლიანი ხელით როგორ შევიდა ჩემს საშოში დავიწყე ისევ ტირილი და ვუთხარი რომ ძალიან მტკიოდა. ანესთეზიოლოგს უთხრა რომ დავეძინებინე და მას მერე გავითიშე. თურმა რო გავაჩინე ბავშვი გულზეც დამაწვინეს ჩემმა მეუღლემ ფოტოებიც გადაგვიღო სამივეს რაც ემოციურად და გონებრივად არ მახსოვს სტრესის გამო, ფოტო კი მაქვს. ბავშვს ვხედავდი მაგრამ თითქოს ვერ აღვიქვავდი რომ ჩემი შვილი იყო. გათიშვიდან აზრზე რომ მოვედი გადამიყვანეს დაკვირვების ოთახში რამდენიმე საათით, მაგ დროს ჩემი პატარა ბავშვების ოთახში იყო. მახსოვს როგორ ძლიერად მწყუროდა წყალი.
მალევე გადამიყვანეს საერთოშიც, თუ არ ვცდები მე-16-ე პალატა იყო, ჩემი კნუტიც მომიყვანეს გვერდით და ვუყურებდით ერთმანეთს,ხელში კატეტერი მქონდა, ქვემოთაც კატეტერი, დიდი ტენას ტრუსი მეცვა და ჩემი სისხლებიანი ნაომარი პერანგი რომელსაც ვერასდროს გადავაგდებ.
ჩაჩავას კლინიკით დავრჩი ძალინა კმაყოფილი, კვება იდეალური იყო და ყოველწამს გვაკონტროლებდნენ, სიცხე თუ ქონდა ვინმეს ან წნევა, ექიმიც მაკითხავდა.
ბუნებრივად ისე ვიმშობიარე რომ არც ჩავხეულვარ და არც ჩამჭრეს თუმცა სტრესი მივიღე, მე ვერავინ მეტყვის რომ ჯოჯოხეთში არ ვყოფილვარ, კლინიკაში ყველა მიცნობდა უკვე "ხმით" და ახსოვდათ როგორ ყვიროდა ვიღაც "ვკვდებიი"-ს.
რაც შეეხება მშობიარობის შემდეგ საათებს, პლაცენტა ბოლომდე არ გამოვიდა და ხელით გამოიღეს რამაც სისხლდენა გამოიწვია. მადლობა ღმერთს ნუკრი მყავდა ექიმი და ყველაფერმა იოლად ჩაიარა.
ჩემი ბიჭი დაიბადა 25 რიცხვში გამთენიისას.
სიმაღლე: 53 სმ.
წონა 3.670
ექიმი: ნუკრი ქსნელაშვილი
ბებიაქალი: მზია (წერეთელი) ზუსტად არ ვიცი გვარი
ექიმი-ბებიაქალი კლინიკა 10/10
მშობიარობის ტკივილი 10000/10
მაინც ფიზიოლოგიურად გავაჩენდი ახლა რომ დამაბრუნა რადგან მეთვითონ გავაჩინე და სხეული ისევ ისეთი დამრჩა.