ჩენმა ნაკერმა ცოტა ამომასუნთქა და მეც დავწერ

კვირას 21 ივლისს გავხდი 39 კვირის მაგრამ მშობარობაზე არც ვფიქრობდი)) კვირასვე დამეწყო ცოტა ცოტა წყლების დაღვრა. ორშაბათშს ისევ გაგრაძელდა და ხელით გასინჯვის მერე უფრო მომემატა ასევე მემატებოდა ტკივილები მაგრამ ატანადი იყო ეს ყველაფერი. სამშაბათს ისევ დამიბარა ლიკამ კონსულტაციაზე. მე არც ჩანთა წავიღე, რატომღაც მეგონა ისე ჯერ არფერი იქნებოდა. მაგრამ აი აქ ლიკამ რომ თქვა გასინჯვის შემდეგ ყელი ისეა მომზადებული დღეს დაგეწყებაო, გადაიყვანეთო მივხვდი რომ ვსო

ორსულთა პალატაში შემდგომ გასინჯვამდე დამაწვინეს. 12 საათი იქნებოდა.
მე ჯერ არხეინად ვარ ისე რა მტკივა, 4 საათზე უკვე 2 თითზე ვიყავი გახსნილი. და რა თქმა უნდა უფრო მიძლიერდებოდა შეგრძნებები.
ამ დროს უკვე სამშობიარო ბლოკში მომათვსეს სადაც ჩემი ქმარიც შემოუშვეს და ცა გამეხსნა სიცარულით.
7 საათზე უკვე გახსნა 3 თIთზე. ლიკამ წყლებია ძალია დაბუნძურებულიო და ჩემს ტკივილებს ბავშვზე დარდიც დაემატა. ნუ ჯეკო რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა რაც შეიძლებოდა მსუბუქად ვყოფილიყავი. მაგრამ 8 ის წუთებზე აუტაანელი ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი რომ მორჩა. გაუტკიბარება უნდა გამეკეთებინა.ოდნავი ჩხვლეტა და 8 საათამდე მსუბუქად ვიყავი.
ცხრის 15 წუთზე მომდევნო მტანჯველი გასინჯვა, გაუტკივარების დამატება, ცოტა ხანში სრული გახსნა ლიკამ 30 წუთსო გაგაჩენინებ თუ დამიჯერებო მაგრამ ეს ჭინთვები არადა არ მოდიოდა, მელოდებოდნენ ასე... ქმარი ბლოკიდან გავუშვი. არ მინდოდა ამ ტკივილისთვის ეყურებინა თან ფაქტიურად მომდევნო ერთI საათი ხან გული მინდიოდა და წყალს მასხავდნენ, ერთAდერთI შვება მოვლით ტკივილებს შორის იყო წამიანი გაყუჩება. ლიკა ამ დროს სხვა გოგოს ამშობიარებდა ერთAდერთი მინდოდა მალე მოსულიყო და ჩემთვის ეშველა. ალბათ 9 საათზე შემოვიდა ჩემთან. ან ცოტა ადრე. ამ დროს მე ფაქტიურად აგონიაში ვარ. მშობიაროსბის პროცესი ალბათ 15 20 წუთი გაგრძელდა და მე რაც შემეძლო რომ მეუბნებოდნენ გაიჭინთეო ვიჭინთებოდი თუმცა ეგ ის ჭინთვა არამგონია ყოფილიყო რაც წესით არის. მოკლედ ჩამჭრეს. და ჩემი პაწუკაც სულ მალე გარეთ გამოძვრა სულ ვფიქრობდი ზუსტ დროს უნდა შევხედო როდის დაიბადება მეთქი მაგრამ სამწუხსროდ ვერაფერს ვხედავდი და მესმოდა. ბავშვი თუ ტირისთქო ეგ ვიკითხე და არ გესმისო?? აქეთ შემონიბრუნეს კითხვა)))
რაც მთავარია. ბავშვი სუფთად ამოიყვანეს წყლები არ უყლაპია და 21:15 წუთზე ჯანმრთEლი 3,500 კგ 52 სანტიმეტრი სიგრძის ლუკა გაჩნდა.
ნუ კერვის პროცესიც ასე თუ ისე გავიგე მაგრამ უფრო დაღლილი ვიყავი და განერვიულებული ვიდრე მტკიოდა. ბავშვი დამანახეს და მალევრ გაიყვანეს.
მე ბლოკში 2 საათი ვიყავი ამ დროს უკვე ჩემთან იყო ქმარი და ცოტა სიმშვიდე და სიმსუბიქე დამიბრუნდა.
ნუ 4 დღე გავიდა და ეხლა თითოს არაუშავს იმ ყველაფერს რაც იყო

პირველ ღამეს კოშმარები მესიზმრებოდა.
ნაკერები ნელ ნელა შუშდება. ბავშვის მოვლის ტექნიკასაც ნელ ნელა ვხვეწ და ამაზე დიდი ბედნიერება არაა როცა შენს გვერდით ღუნღულა წიწილა წევს და გღიმის, რომელიც ასე ჰგავს მამას
ნუ იმედის კლინიკის სული და გული არის ლიკა დანარჩენი უკომენტაროდ. .
იმ ღამეს ვიფიქრე რომ მე მოვკვდი და ლუკასთან ერთად მეორედ დავიბადე, მაგრამ ამზე მეტი სასწაული მაინც არფერია ცხოვრებაში.
This post has been edited by magi_ on 27 Jul 2019, 16:52
supergirls don't cry.....
"მოუსმინე, გაუღიმე, დაეთანხმე და შემდეგ გააკეთე რასაც აკეთებდი.." ყოველთვის ^-^