mashushaმოკლედ 29 ოქტომბერს მითხრეს არის ორსულობაო და მეტი არაფერი ჩანს ამ ეტაპზეო
მერე 19 ნოემბერს გავიკეთე ისევ, ყვითრის პარკია და ემბრიონი არ ჩანსო, ვაგინალურადაც გამიკეთა
გუშინ ვიყავი სანახავად და ემბრიონი ჩანს 8 მმ-ია, მაგრამ გულისცემა ძაან სუსტიაო, მე არ მესმოდა ყოველშემთხვევაში
8 მმ -ი სადღაც 7 კვირის და 3 დღის მონაცემიაო და გულისცემა უნდა ისმოდესო, ორშაბათს დამიბარა, თუ იქნება გულისცემა ხომ კარგი, თორე აბორტი დაგჭირდებაო

ხვალ სხვასთან მივდივარ გადასამოწმებლად
მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციაო , არადა არანაირი ინფექცია არ მქონია. 19 ოქტომბერს ბავშვს შევყევი რენტგენზე, ტყვიის ქამარი კი გამიკეთეს, მაგრამ რავიცი
არადა, გუშინ დღიდან რომ გადავითვალოთ 7 კვირა სადღაც 23 ოქტომბერს მოხდა ჩასახვა. ჩემს გინეკოლოგს რომ ვუთხარი რენტგენზე ვიყავითქო ეგ არაფერიო, მაგ დროისთვის არც არაფერი იქნებოდა შენც მუცელშიო, არადა გუშინ ეხოსკოპისტმა თუ რენტგენზე იყავი, მაშინ ეგ მიზეზიაო
ვერ გავიგე, თუ რენტგენის მიზეზია 8 მმ-მდე როგორ გაიზარდა?