დღეს ველაპარაკე ფოლიუმზე და მეც ფოლფა დამინიშნა, 400 იანი. არადა ჩემს ახალგაზრდობაში ფოლიუმი 5იანი იყო მოდაში
ჩემთან მოსვლამდე არაფერი დაგეგმოო, კიდევ გადავხედოთ მდგომარეობასო , მაგრამ აღარ ვაპირებ მისვლას, ზოგადად დაღლილი ვარ ამ ექიმებისგან, ძირითადები ყველაფერი გამოკვლეულ-დალეული მაქვს და ისეთი კირკიტაა ეს გინეკოლოგი, კიდევ რამეს დამინიშნავს და მეზარება

ისე კარგის მეტი რა მეთქმის, მაგან აღმომაჩენინა თავის დროზე ფარისებრზე პრობლემები, ახლა დ ვიტამინის ამბები..
და საერთოდაც ვგიჟდები ისე მიყვარს

მაგრამ რაღაც ისე ვარ რა, მოშვებული. რაც იქნება, როცა იქნება, არ ვაპირებ ზედმეტად ჩარევას წამლებით გაჭყეპვას. საკმარისად ვიჭყიპე და მაინც კრახით სრულდებოდა ყველაფერი და ბედა მივენდობი, თუ მიწერია კიდევ შვილები, გავაჩენ. არადა ნუ