ძველი თემაა მაგრამ მომინდა კომენტარის დამატება, მათთვის ვისაც დაბალი ანტი მიულერი აქვს და ჩემსავით იმედი აქვს დაკარგული.
ენდომეტრიოზის ოპერაციის შემდეგ, 6 თვეში აღმოჩნდა რომ ჩემი ანტი მიულერი 0.06 იყო. ძალიან დიდი შოკი მივიღე ამ დროს. აქ დონორის კვერცხუჯრედზე დამიწყეს მაშინვე საუბარი. თუმცა, იმდენად არ ვიყავი მზად ამისთვის ჩემით ცდა გადავწყვიტე. წავედი თურქეთში, ცნობილ კლინიკაში. 2 ინვიტრო ვცადე უშედეგოდ. თუმცა სხვა პროცედურებსაც მიკეთებდნენ.
ბოლო ანტი მიულერის ტესტიდან 3 თვეში 0.03 იყო მაჩვენებელი. აქედან 1 თვეში, წინა სექტემბერს ბუნებრივად დავრჩი ორსულად თუმცა მალევე დასრულდა ეს ორსულობა

აქედან კიდევ 1 თვეში აღმოვაჩინე რომ ორსულად ვარ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი

თუმცა სამწუხაროდ 9 კვირაზე შეწყდა ორსულობა, გაურკვეველი მიზეზით

(მერე როგორც გავარკვიე თრომბოფილია შეიძლება ყოფილიყო მიზეზი)
ამის მერე მართლა იმედი დავკარგე და შევეგუე აზრს რომ არ მეყოლება შვილი, ანტი მიულერი მექნენოდა ალბათ მინუსებში. სტრესსიც დავძლიე ნელ ნელა. ახლა, აპრილში ტესტმა კვლავ დადებითი მიჩვენა. ძალიან დიდი შოკი იყო, ვერ დავიჯერე, მეგონა გაფუჭებული ტესტი მქონდა. ექიმთან რომ მივედი ორსულობის დასადასტყრებლად აღმოჩნდა რომ ტყუპებზე ვარ ორსულად. სამივენი კარგად ვგრძნობთ თავს

) ექიმიც ვერ იჯერებდა ამ ამბავს

ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მინდა რომ ამით ჩემს დღეში თუ ვინმე იქნება დაიმედდეს და ხელი არ ჩაიქნიოს. თავიდან მეც დაფეთებული ინფოს ვეძებდი აქ შემოვიხედე და ეწერა რომ 0.1 ქვემოთ ანტიმიულერი არის უნაყოფობა, რამაც ძალიან დანსტრესა. თურქეთში მსგავსი ტიპის პაციენტებით იყო კლინიკა სავსე და ბევრისთვის სასურველი შედეგიც დგებოდა. ნუ დაკარგავთ იმედს, სადაც მე შევძელი თქვენც გამოგივათ

))
თუ ვინმეს აინტერესებს კიდევ რა პროცედურები გავიკეთე და რა ვიტამინებს ვსვამდ სანამ დავორსულდებოდი, გიპასუხებთ დეტალურად

)