Knopka1აბა უყურე! მონპელიეში ხარ ?

)
საავადმყოფოში ჩააბარე სისხლი თუ ლაბორატორიაში? სირცხვილი ფრანგებს! 1 საათიც არ უნდა მაგ ანალიზს იმიტომ რომ ''Urgent"-ში გადის. მე ყოფელთვის ''Urgent"-ს მაკრავენ ლაბორატორიაში. საავადმყოფიში არასოდეს არ ჩამიბარებია.
takotatuli1989სპერმის დეფექტის დროს იმსი უკეთესია ვიდრე იქსი. მაგრამ უბედურება ისაა რომ ყველგან არ აკეთებენ აქ საფრანგეთში. ძალიან ბევრი "ვიფართხალე" მაგრამ ვერ მივაღწიე რომ დამერწმუნებინა ექიმები. მე ფორუმიდან გავიგე და ჩემს მაშინდელ ექიმს ვთხოვე გავაკეთოთ მეთქი. უარი მითხრა იმ მიზეზით რომ "-ჩვენს ლაბორატორიაში რა უცნაურიც არ უნდა იყოს იქსის უფრო კარგი შედეგები აქვს ვიდრე იმსისო" რა უნდა მექნა ალბათ არ იყო იმ სიმაღლეზე იმათი ლაბორატორია.
წავედი მერე სულ სხვა ქალაქში სადაც გავიგე რომ იმსის აკეთებდნენ და იმ გინეკოლოგმა გადახედა ჩემს ისტორიას და დაასკვნა "-რადგან პირველივე ცდაზე არ გამოგივიდა ემბრიონები ესეიგი კვერცხუჯრედის ბრალია და არა სპერმისო" უარი გვითხრა.
ესეიგი სადაც წავედი კედელი დამხვდა.
ეს ჩემი გინეკოლოგი სრულიად შემთხვევით მიმასწავლა ჩემმა ფრანგმა ენდოკრინოლოგმა. მიდი ამასთან. შენნაირ რთულ პაციენტებს ღებულობს ვისაც დაზღვევა აღარ აქვსო და ასაკიანები არიანო.
ამ ქალმა პირდაპირ დამინიშნა ანალიზები მუტაციებზე და პრე-იმსის ტესტზე (ანუ ანალიზი პათოოგიებზე თუ რამდენნაირი პათოლოგია აქვს სპერმას. თუ ანალიზში 40%-ზე მეტი ამომივიდოდა იმსის კანდიდატები ვიყავით და კი ამოგვივიდა 60%)
მაინც არ ვარ ძალიან კმაყოფილი ამ ექიმის. შეიძლება ვცდები. გადამეკიდა პერგოვერისზე. ვეუბნები არ მიხდება. არ მომეშვა. 6 კვერცხუჯრედიდან 2 ამომივიდა მარტო Mature. და იქიდან ერთი განაყოფიერდა მარტო. მეორემ ძვრაც არ ქნა (ზიგოტაც კი ვერ მივიღე). ესეიგი მარტო იმსის დამსახურება არ არის ხო?
ესეიგი რომელიც გადავიტანე იქ კვერცხუჯრედიც კარგი შეხვდა იმ კარგ არჩეულ სპერმატოზოიდს თორემ რატომ ორივე არ გამოვიდა? უფრო მგონია რომ გამიმართლა და კარგ კვერცხუჯრედს კარგი სპერმატოზოიდი შეხვდა.
რავიცი ასე ვფიქრრობ მე და თუ სხვა მოსაზრებები გაქვთ მითხარით
This post has been edited by compte.paris75 on 11 Feb 2019, 14:36