natiacr7ჰემატომის გამო მე რომ ნერვიულობა გადავიტანე ისე თუ კიდე ვინმე იყო არ მეგონა.
როგორც კი გავიგე ორუსლად ვიყავი რამოდენიმე დღეში დამეწყო ჩამონაშალი, ჯერ ყავისფერი მერე მუქი წითელი, ერთ დღეს ვზივარ და ვიგრძენი საშინელი სისველე, გავუქეცი საპირფარეშოში და სულ დასვრილი ვიყავი სისხლით, იქედან ვეღარ გამოვდიოდი, ნაყოფს ვეძებდი მეგონა რომ უეჭველი მომეშალა მუცელი.
ეხოზე რომ გავიქეცი 5 ჰემატომა აღმომაჩნდა, რომელებიც ჩემი პატარას ირგვლივ იყო.
ექიმმა მითხრა ამ დენის არ შეგეშინდეს ამ დროს ჰემატომა ჩამოიშლება ხოლმე ან წამლით უნდა გაიწოვოს ადგილზევეო.
დუფასტონი დამინიშნა დღეში 3ჯერ და საღამოს უტრაჟესტონის სანთელი.
რომ დავიწყე სმა ერთხელ კიდევ მქონდა ასეთი ძლიერი დენა.
ეხომ მითზრა ყველაფწრი კარგად იქნება თუ 1გულის ცემა მოვისმინეთ რადგან ასეთი პატარა ნაყოფი ამდენ ჰემატომას როგორ გაუმკლავდება არ ვიციო.
სულ შეხუთული ველოდი იმ დღეს, ჰენატომები თანდათან იკლებდა და 14კვირაზე სრულად გაქრა
ბავშვიც სრულიად ჯანმრთელია.
14კვირამდე სულ მქონდა ხოლმე ოდნავ ყავისფერი ჩამონაშალი.
მოკლედ ჩემო საყვარელო თუ ექიმი ხელს გიწყობს ადვილად დაამარვხებთ

ნერვიულობა უფრო მოქმედებს ბავშვზეც. ყველაფერი კარგად იქნება