pepi grdzelicinda
dachshund owner

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1300
წევრი No.: 100614
რეგისტრ.: 22-September 09
|
#55409246 · 26 Oct 2019, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უშვილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა შესავალი უშვილობა არის მსოფლიოს მასშტაბის პრობლემა, რომელიც ეხება წყვილების 10-15 % რეპროდუქციულ ასაკში. უკანასკნელ წლებში ასეთი წყვილების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით როგორიცაა მშობიარობის გადადება ქალებში, უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში . უნაყოფობის მკურნალობის განვითარებამ და შესაბამისმა კვლევებმა კი გამოავლინა ამ პრობლემის ფსიქოლოგიური განშტოებები. ტარდება კვლევები ფსიქიატრიული დაავადებების და უნაყოფობას შორის კავშირის შესახებ. მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ ფსიქოლოგიური პრობლემის გავლენით უნაყოფობაზე. ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება ამ პოპულაციის ეფექტურ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე,თუმცა არსებობს ფსიქოთერაპიული ინტერვენციების და მხარდაჭერის ჯგუფების არსებობის შესახებ გარკვეული მონაცემები. დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები უნაყოფობას და სტრესს შორის კავშირის შესახებ. უნაყოფო ქალებს აღენიშნებათ შფოთვის და დეპრესიის მაღალი მაჩვენებლები, ამგვარად ნათელია რომ უნაყოფობა იწვევს სტრესს. რაც ნაკლებად არის გარკვეული ეს არის, იწვევს თუ არა სტრესი უნაყოფობას. უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა ფსიქოლოგიური ინტერვენციების ეფექტურობა ფსიქიკური დისტრესის შემცირებაში, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ორსულობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდასთან. კოგნიტურ-ბიჰევიორული ჯგუფური ფსიქოთერაპია შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტური გზა რომ მივაღწიოთ ორივე მიზანს. უნაყოფო ქალების დისტრესის ხარისხის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის. უნაყოფობა არის ხშირად ჩუმი ბრძოლა. პაციენტები ცდილობენ გაიგონ დეპრესიის, შფოთვის, იზოლაციის და კონტროლის დაკარგვის განცდები. დეპრესიის ხარისხი უშვილო პაციენტებში უტოლდება სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტების დეპრესიის ხარისხს. დადგენილია, რომ 8 წყვილიდან 1 შემთხვევაში ანუ 12% -ში აღინიშნება დაორსულების, ან ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა. მშობლობა არის მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც ზრდასრულ ასაკში გადასვლის ერთერთი დიდი ნაბიჯი. ამ სურვილის შეუსრულებლობის სტრესი დაკავშირებულია ემოციურ გამოვლინებებთან როგორიცაა ბრაზი, დეპრესია,შფოთვა, ოჯახური პრობლემები,სექსუალური დისფუნქცია და სოციალური იზოლაცია. წყვილები განიცდიან სტიგმას, დანაკლისის განცდას, დაქვეითებულ თვითდაჯერებას ამ პრობლემის გამო (Nachtigall 1992). როგორც წესი უშვილო წყვილებში ქალი უფრო მაღალი ხარისხის დისტრესს განიცდის ვიდრე მამაკაცი (Wright 1991; Greil 1988); თუმცა თუ მამაკაცის ფაქტორითაა უშვილობა გამოწვეული მაშინ მათი დისტრესის ინტენსივობა თითქმის ქალისას უტოლდება (Nachtigall 1992). მამაკაციც და ქალიც განიცდიან იდენტურობის განცდის დაკარგვას და აქვთ დეფექტურობის და არაკომპეტენტურობის განცდა.
მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია, უშვილო ქალების უმეტესობა თავის ისტორიას არ უზიარებს ოჯახს, მეგობრებს..ეს ზრდის მათ ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას. ბუნებრივად დაორსულების შეუძლებლობას შეუძლია გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის განცდა და დაბალი თვითშეფასება. ეს უარყოფითი განცდები შესაძლოა იყოს დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, დისტრესის და დაბალი ცხოვრების ხარისხის განმაპირობებელი ელემენტები. პაციენტები, რომლებიც გადიან რეპროდუქციულ მკურნალობას, არიან ფსიქიატრიული აშლილობების განვითარების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ. ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება, ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება, იმისათვის რომ ისინი გაუმკლავდნენ უშვილობის დიაგნოზს და მკურნალობას.
Background უშვილობა არის ცხოვრების კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოში აქვთ პაციენტებს. უშვილო პაციენტები განიცდიან უზარმაზარი რაოდენობით ემოციურ კრიზისს, მათი დიაგნოზის გამო. რისკი დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის და დისტრესი არის ძალიან მაღალი ამ ადამიანებში. ეს ჰიპოთეზა, რომ სტრესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე არსებობოს დიდი ხანია. მაგრამ არსებობს ჯერ კიდევ გაურკვეველი კითხვა, უნაყოფობა იწვევს სტრესს თუ სტრესი უნაყოფობას? პასუხი ჯერჯერობით გაურკვეველია. მხოლოდ ისაა ნათელი რომ უნაყოფობა იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს და ფსიქოლოგიური ჩარევები, რომლებიც დეპრესიას უმკლავდება ასევე ზრდის ორსულობის მაჩვენებელს. უნაყოფობის ფსიქოლოგიური გავლენა ადამიანზე : დეპრესია , შფოთვა და დისტრესი უნაყოფობის მქონე ქალებში დისტრესის დონის შეფასების ერთერთი მთავარი გამოწვევა არის თვითშეფასების სიზუსტე. შესაძლებელია ეს ქალები თავის მდგომარეობას უკეთ წარმოაჩენენ „ყალბად კარგად“, რომ ფსიქიკურად უფრო ჯანმრთელებად ჩანდნენ ვიდრე რეალურად არიან. 2004 წელს ჩატარდა ერთერთ კლინიკაში სტრუქტურირებული ფსიქიატრიული ინტერვიუ, 122 ქალი იყო გამოკითხული პირველადი ვიზიტის დროს რეპროდუქციულ კლინიკაში. აქედან 40 %-ს აღმოაჩნდა შფოთვა, დეპრესია ან ორივე ერთად. Volgsten and colleagues გამოაქვეყნეს 31% იანი პრევალენტობით ფსიქიატრიული სიმპტომატიკა, აქედან უმეტესობა დიდი დეპრესია იყო. დანიურმა კვლევამ 42 000 ქალზე აჩვენა, რომ 35% პაციენტებს აღენიშნებოდათ დეპრესიის და შფოთვის სიმპტომატიკა. კიდევ ერთი დიდი კვლევა, 7352 ქალი და 274 მამაკაცი გამოიკვლიეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში, აქედან 56% ქალებს და 32 % მამაკაცებს აღენიშნებიდათ დეპრესიის სიმპტომები და 76% ქალებს და 61 % მამაკაცებს შფოთვის სიმპტომები. ერთი კვლევის თანახმად გამოკითხული 106 ქალიდან 9,4% ქონდა სუიციდური აზრები ან მცდელობები. ბოლო პერიოდის კვლევები, ფსიქოლოგიური სიმპტომატიკის პრევალენტობა უნაყოფო წყვილებში. 25% დან 60 % მდე პაციენტებში აღინიშნება ფსიქიატრიული სიმპტომატიკა, მათი დეპრესიის და შფოთვის დონე მნიშვნელოვნად მაღალია ჯანმრთელ,ფერტილურ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. სტრესი,დეპრესია და შფოთვა არის აღწერილი როგორც უშვილობის საერთო შედეგი. ბევრმა კვლევამ დაადასტურა რომ დეპრესიის არსებობა უნაყოფო წყვილებში უფრო მაღალია ვიდრე ჯანმრთელ კონტროლთა ჯგუფში, დეპრესია 15-54 % ში იყო გავრცელებული (Domar 1992; Demyttenaere 1998; Parikh 2000; Lukse 1999; Chen 2004). ასევე შფოთვაც მნიშვნელოვნად მაღალი იყო უნაყოფო წყვილებში ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით, 8-28% უშვილო წყვილებმა აჩვენეს კლინიკურად მნიშვნელოვანი შფოთვა.(Anderson 2003; Chen 2004; Parikh 2000). სიურპრიზი არ არის რომ უნაყოფო წყვილებს გაცილებით მეტად აქვთ გამოხატული დეპრესიის და შფოთვის სიმპტომები, ვიდრე ფერტილურ ინდივიდებს. ფსიქოლოგიური დარღვევების როლი უშვილობის გამოწვევაში კვლავ დებატების საგანია. კვლევა იყო ჩატარებული ლაპანის და კოლეგების მიერ 58 ქალზე, სადაც ორჯერ იყო უშვილობის მაჩვენებელი გაზრდილი იმ ქალებში რომელთაც ქონდათ დეპრესიული სიმპტომები წარსულში. თუმცა კვლევის დროს ვერ შეძლეს გაეკონტროლებინათ სხვა ფაქტორები როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, დაქვეითებული ლიბიდო და სხეულის მასის ინდექსი.(Lapane 1995). მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება უნაყოფობის დროს, კლომიფენი, ლეუპროლიდი, გონადოტროპინები არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და გაღიზიანებადობა. ამიტომ, როდესაც ეს სიმპტომები იკვეთება მკურნალობისას, ძნელი გასარკვევია ეს ფსიქოლოგიური გავლენაა უნაყოფობაზე თუ წამლის გვერდითი მოვლენა. ამიტომ კვლევები, რომლებიც ამ მედიკამენტების მიღებამდეა ჩატარებული, ან მათ შემდეგ, რეალობასთან უფრო ახლოსაა. შემოთავაზებულია მექანიზმები, რომლის გამოც შესაძლოა დეპრესიამ პირდაპირ იმოქმედოს ფერტილობაზე, ესენია: ფიზიოლოგია დეპრესიული მდგომარეობის, როგორიცაა აწეული პროლაქტინის დონე, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დარღვევა და თიროიდული დისფუნქცია. ერთერთი კვლევა რომელიც ჩატარდა 10 დეპრესიულ და 13 ჯანმრთელ ქალზე ადასტურებს რომ დეპრესია დაკავშირებულია მალუთეინიზებელი ჰორმონის არარეგულარულ გამოყოფაზე, ეს ჰორმონი კი არეგულირებს ოვულაციას (Meller 1997) ცვლილებები იმუნურ ფუნქციებში დაკავშირებულია სტრესთან და დეპრესიასთან ასევე შეიძლება პირდაპირ მოქმედებდეს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.(Haimovici 1998). შემდეგი კვლევები არის საჭირო იმისთვის რომ გამოცალკევდეს ერთმანეთისაგან დეპრესიის და შფოთვის გამოა უნაყოფობა თუ მასთან დაკავშირებული ქცევების გამო, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლის გამოყენება. სტრესი ასევე დაკავშირებულია მსგავს ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, რაც ზრდის შესაძლებლობას რომ მაღალი ხარისხის კუმულირებული სტრესი, დაკავშირებული რეკურენტულ დეპრესიასთან და შფოთვასთან, შეიძლება იყოს ასევე უშვილობის ხელისშემწყობი ფაქტორი. ერთერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა შვედეთში,კაროლინსკას ინსტიტუტში, კვლევა დაიწყო 2007 წლიდან , კვლევაში მონაწილეობდა 23000 ქალი, ეს კვლევა აფასებდა კავშირს შფოთვას,დეპრესიას, ანტიდეპრესანტების გამოყენებას და ივფ-ის გამოსავალს შორის. დასრულდა 2016 წელს. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად მომატებულია, განსაკუთრებით მაღალია სეროტონისნის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორებით მკურნალობა განსაკუთრებით რეპროდუქტიული ასაკის ქალებში. თუმცა რა გავლენას ახდენს ეს ფერტილობაზე ძალიან ცოტაა ამის შესახებ ცნობილი. ამ კვლევის მონაწილე ქალების 4,4 % ქონდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დასმული 2 წლით ადრე ვიდრე დაიწყებდნენ ინვიტროს ციკლს ან იღებდნენ ანტიდეპრესანტს 6 თვით ადრე. მკვლევარებმა შეაფასეს ორსულობის, ცოცხლად შობადობის და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები ამ ქალებში და ასევე იმათთან ვისაც არ ქონდა ეს დიაგნოზი და არც ანტიდეპრესანტს იღებდა. ჩვენ დავადგინეთ რომ ქალები რომლებიც გადიოდნენ ივფ მკურნალობას და ასევე დიაგნოსტირებული იყო მათთან წარსულში დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და იღებდნენ ანტიდეპრესანტებს აქვთ ორსულობის უფრო დაბალი მაჩვენებელი და ასევე ცოცხლად შობადობის ვიდრე იმ ქალებს რომლებსაც ეს დიაგნოზი არ ქონდათ და არც იტარებდნენ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას ივფ მკურნალობის დაწყებამდე“ ამბობს ავტორი კაროლინ ცესტა,დოქტორანტი სამედიცინო ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ქალები რომლებსაც ქონდათ დეპრესიის ან შფოთვის დიაგნოზი და არ მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით აჩვენეს კიდევ უფრო დაბალი შედეგი ორსულობის და ცოცხლად მშობიარობის. SSRI არის ყველაზე ხშირი მედიკამენტების ჯგუფი რომელსაც ნიშნავენ შვედეთში. უმეტესობა ქალების ამ კვლევაში იღებდა სწორედ ამ ჯგუფის პრეპარატებს. და არ იყო სხვაობა ორსულობის და ცოცხლად შობადობის მაჩველებლებს შორის. თუმცა მცირე ჯგუფი, რომელიც იღებდა ანტიდეპრესანტებს ,ვისაც უფრო კომპლექსური ქეისი ქონდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის, ამ ჯგუფში იყო გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ორსულობის და ცოცხლად შობადობის, ასევე გაზრდილი იყო ნაადრევი აბორტის რაოდენობა ივფ ის დროს. ეს მონაცემები აჩვენებს რომ დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი უნაყოფობის. თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ეს კვლევა არ იყო რანდომიზებული და შედეგები შესაძლოა აიხსნას ცხოვრების სტილით ან გენეტიკური ფაქტორებით, რომლებიც დაკავშირებულია დეპრესიასა და შფოთვასთნ. Carolyn E. Cesta, Alexander Viktorin, Henrik Olsson, Viktoria Johansson, Arvid Sjölander, Christina Bergh, Alikistis Skalkidou, Karl-Gösta Nygren, Sven Cnattingius, Anastasia N. Iliadou. Depression, anxiety, and antidepressant treatment in women: association with in vitro fertilization outcome. Fertility and Sterility, 2016; DOI: 10.1016/j.fertnstert.2016.01.036 რაც უფრო მეტ მკურნალობას იტარებს პაციენტი, მით უფრო მეტად ავლინდება დეპრესიის და შფოთვის სიმპტომატიკა.ინ ვიტრო განაყოფიერების პირველი მცდელობის უარყოფითი შედეგის შემდეგ პაციენტებს აქვთ მაღალი შფოთვის მაჩვენებელი, მეორე მცდელობის შემდეგ ავლინდებათ მომატებული დეპრესიული სიმპტომატიკა მათთან შედარებით, ვისაც არ ქონია ჯერ მცდელობა. კვლევებმა ასევე აჩვენა რომ რაც უფრო მეტად არის დეპრესიული უნაყოფო ქალი, ის უფრო ხშირად თავს არიდებს მკურნალობას, ან წყვეტს მკურნალობას პირველივე უარყოფითი შედეგის შემდეგ. ასევე გამოიკვლიეს, მიუხედავად ფინანსურად კარგი მდგომარეობისა და კეთილსაიმედო პროგნოზისა, მკურნალობის შეწყვეტა უმეტესად ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ხდება. სტრესის გავლენა მკურნალობის შედეგებზე რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ერთერთი ყველაზე საკამათო სფეროა ფსიქოლოგიური ფაქტორების პოტენციური გავლენა ორსულობის მაჩვენებელზე. ჩატარებულია ათობით კვლევა ინ ვიტრო განაყოფიერებას და ფსიქოლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენას შორის კავშირის დასადგენად, მკურნალობის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას. ზოგმა კვლევამ აჩვენა რომ რაც მეტ დისტრესს განიცდიდა ქალი მკურნალობის დასაწყისში და პროცესში, მით უფრო დაბალი იყო ორსულობის მაჩვენებელი. ზოგიერთმა კვლევამ ეს ვერ დაადასტურა. ამის ასახსნელად შესაძლოა იყოს რამოდენიმე მიზეზი. ერთია ის, რომ პაციენტები ზუსტად ვერ გამოხატავდნენ თავის მდგომარეობას ფსიქოლოგიური კითხვარების საშუალებით.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 339 ქალი, მათ მიეცათ 22 სიმპტომის ჩამონათვალი და შედეგად ვერ გამოიკვეთა კავშირი ამ სიმპტომებს და რეპროდუქციული მკურნალობის მიმდინარეობას შორის. თუმცა მსგავსი კვლევა ჩატარდა შეერთებულ შტატებში 501 ქალზე, სადაც გააკეთეს ნერწყვის ალფა-ამილაზას კვლევა, სტრესის ბიომარკერის, ეს მარკერი მნიშვნელოვან კორელაციაში აღმოჩნდა ორსულობასთან. 23 ქალს , რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქონდათ ალფა-ამილაზასი, ქონდათ ორი უშედეგო მცდელობა.
ბოლოს, 135 ინ ვიტრო პაციენტის თმის ღერის კორტიზოლის დონის ანალიზი ჩაუტარდათ, შედეგად დადგინდა რომ კორტიზოლის დონე მნიშვნელოვან კორელაციაშია ორსულობასთან, ეს კვლევა დაემთხვა უნაყოფო პაციენტების რწმენას იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიური სიმპტომები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ნაყოფიერებაზე.
ორსულობის შეწყვეტა მეან-გინეკელოგთა ამერიკული კოლეჯის კვლევების მიხედვით, 10-25% კლინიკურად დადასტურებული ორსულობისა მთავრდება ნაყოფის დაკარგვით.ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. ერთერთი ძირითადი ფაქტორია ჩანასახის ქრომოსომული დარღვევები. პაციენტები რომელსაც ეს გამოუცდიათ აკმაყოფილებენ პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებს.უმეტესობა ქალების განიცდის შფოთვას და დეპრესიას. ზოგი პაციენტი, რომელიც მიდის ამ პროცედურაზე, იყენებს უახლეს კვლევას, როგორიცაა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი. ეს კვლევა იძლევა საშუალებას რომ ქრომოსომული დეფექტი გამოვლინდეს. ბიოფსია კეთდება ბლასტოცისტის უჯრედების და შესაბამისად მხოლოდ ნორმალური ბლასტოცისტის გადატანა ხდება საშვილოსნოში. თუმცა ამ მეცნიერულ მიღწევას აქვს უარყოფითი მხარეც პაციენტისთვის: ამ კვლევის ღირებულება ასობით დოლარია და კიდევ უფრო აძვირებს ისედაც ძვირ სერვისს. ასევე ემბრიონები მე-5 დღემდე ვერ აღწევს, ამ დროს არის შესაძლებელი მხოლოდ ბიოფსიის გაკეთება. ზოგი პაციენტი არკვევს რომ ქრომოსომულად ნორმალური ბლასტოცისტა არც დარჩა საშვილოსნოში გადასატანად, რაც შეიძლება ემოციურად გამანადგურებელი აღმოჩნდეს მისთვის. გარდა ამისა, ბლასტოცისტადან ბიოფსიის გაკეთების შემდეგ, კვლევას ჭირდება 2 კვირა, ყველა ბლასტოცისტა იყინება, სანამ გაირკვევა მათი ხარისხი. პაციენტს უწევს დაიცადოს მომდევნო ციკლამდე მინიმუმ ერთი თვე, სანამ საშვილოსნოში მათ გადასატანად შესაბამისი პერიოდი არ დადგება. ანუ, ეს გენეტიკური კვლევა მოცდის პერიოდს ახანგრძლივებს და ამას ემატება კიდევ სტანდარტული ორი კვირა , რაც გადატანიდან ორსულობის ტესტამდე არის.
განმეორების მარცხი ზოგი პაციენტი პირველივე ცდაზე ორსულდება, თუმცა უმეტესობას შეიძლება წლები დაჭირდეს, ან საერთოდ ვერ მიიღოს შედეგი. უნაყოფობის მიზეზი ყოველთვის არ არის გარკვეული. მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი, როგორიცაა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მამაკაცის უნაყოფობა ან კიდევ დაუდგენელი უნაყოფობა. თუ დიაგნოზის შესახებ პაციენტი ინფორმირებულია, ეს საშუალებას აძლევს მას გაიგოს რატომ ემართება მას ეს. სხვა შემთხვევაში გულგატეხილები ადანაშაულებენ ვინმეს, რამეს ან საკუთარ თავს. დაუდგენელი უნაყოფობის დიაგნოზის მქონე ქალები შესაძლოა შეპყრობილი გახდნენ ამ დაავადებით, დადგენილია, რომ უნაყოფო ქალებში ხშირია ობსესიური აშლილობა. გონება/სხეული პროგრამა უნაყოფობისთვის აშკარაა რომ უნაყოფო პაციენტები განიცდიან დისტრესს, დეპრესიას, შფოთვას და აქვთ ცხოვრების დაბალი ხარისხი. მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრებმა და იმ მედიკოსებმა, რომლებიც ამ პრობლემასთან მუშაობენ შესთავაზონ პაციენტს ფსიქოლოგიური ინტერვენცია და ემოციური მხარდაჭერა. გონება/სხეულის პროგრამა შეიქმნა 1987 წელს, ვინიდან ფსიქოლოგიურ ინტერვენციას უნაყოფო პაციენტებში შეუძლია გააუმჯობესოს ფსიქიკური მდგომარეობა, ოჯახური ურთიერთობა და გაზარდოს ორსულობის მაჩვენებელი, ივარაუდეს რომ ამ პროგრამას შეეძლო მიეღწია ამ მიზნებისთვის. პროგრამას აქვს 10 სესია, არის ჯგუფური მოდელი და მონაწილეების პარტნიორები 3 სესიას ესწრებიან. გონება/სხეულის პროგრამა იყო წარმატებული სტრესის შესამცირებლად და ორსულობის მაჩვენებლის გასაზრდელად. მოიცავდა ტექნიკებს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიიდან, რელაქსაციის სავარჯიშოებს, ცხოვრების სტილის შეცვლას,ჟურნალისტიკას, თვითშემეცნებას და სოციალური მხარდაჭერის კომპონენტებს. გონება/სხეულის პროგრამა მოიცავს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის 2 სესიას , ეს არის ფსიქოთერაპიის ფორმა, რომელიც ხაზს უსვამს აზროვნების მნიშვნელოვან როლს იმაში თუ რას ვგრძნობთ და რას ვაკეთებთ. მონაწილეები ეჭვქვეშ აყენებენ ავტომატურ აზრებს როგორიცაა „მე არასდროს მეყოლება ბავშვი“ , „უნაყოფობა არის ჩემი დანაშაული“ ან „ჩემი ქმარი აპირებს რომ მიმატოვოს და დაქორწინდეს სხვა ქალზე, ვინც შვილს გაუჩენს“. რელაქსაციის ტექნიკები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ავადმყოფობის მქონე პაციენტებში და დადგენილია რომ ეს სავარჯიშოები მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვას. პაციენტები ყოველ კვირას სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა პროგრესული კუნთური რელაქსაცია, ჰათჰა იოგა, მედიტაცია, წარმოსახვის სავარჯიშო და სხვა. ირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო ეფექტურია. კვლევებმა ასევე დაადასტურა გამომხატველობითი წერის მნიშვნელოვანი სარგებელი უნაყოფო წყვილებში. ავტორებმა აღმოაჩინეს რომ ორივე პარტნიორი გამოხატავს დაფარულ დეპრესიულ სიმპტომებს. გონება/სხეულის პროგრამის მონაწილეები აკეთებენ სტატიებს მე-7 სესიის განმავლობაში. თუ ეს პროცესი აუმჯობესებს მათ გუნება-განწყობას და ეხმარებათ განცდების გამოხატვაში, რეკომენდაცია ეძლევათ გააგრძელონ მომავალშიც ასეთი ჩანაწერების გაკეთება და წერონ დღიურები. მაინდფულნესი პროგრამის საწყის ეტაპზე არის გამოყენებული უშვილო წყვილებთან, როგორც ერთერთი პრობლემასთან გამკლავების სტრატეგია. კვლევამ, რომლის მიზანი იყო დაედგინა პირველადი ინ ვიტრო პაციენტებზე მაინდფულნესის ეფექტი, გაარკვია რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა თავდაჯერებულობა, მნიშვნელობაზე დაფუძნებული პრობლემასთან გამკლავების სტრატეგიები, და რაც ყველაზე მთავარია გაიზარდა ორსულობის მაჩვენებელი. დომარი და კოლეგების კვლევაში,1992 წელს მონაწილეობდა 52 უშვილო ქალი, რომლებმაც მიმართეს ივფ -ს , 1 წლის განმავლობაში ტარდებოდა კვლევა . 10 კვირიანი კბთ ჯგუფურმა პროგრამამ საგრძნობლად შეამცირა შფოთვის, დეპრესიის და ბრაზის ხარისხი. 1 წლის შემდეგ შედეგები ასე გამოიკვეთა : იმ ჯგუფში რომელთაც უტარდებოდათ კბთ, ორსულობის შედეგი იყო 55 %, მხარდამჭერ ჯგუფში მონაწილე ქალებში 54 %, და 20% საკონტროლო ჯგუფში,ამ ჯგუფს უტარდებოდათ მხოლოდ სტანდარტული ივფ-ს მკურნალობა და პროცედურები. (Domar 2000). თვითმართული ინტერვენციები ფსიქოლოგიური ინტერვენციები არ არის აუცილებელი მართული იყოს კლინიკის მიერ. შესაძლებელია ინდივიდუალურად მიმართოს პაციენტმა ამ სერვისს. ჩატარდა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა , 166 პირველად ინ ვიტრო პაციენტებზე რომლებმაც მიმართეს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და რელაქსაციის ტექნიკებს. ამ კვლევამ აჩვენა მეტი პოზიტიური დაძლევის სტრატეგია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და შფოთვის დაბალი დონე.
2 კვირიანი მოცდის პერიოდი ემბრიონის საშვილოსნოში გადატანიდან ორსულობის ტესტამდე აღმოჩნდა ყველაზე სტრესული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს. პოზიტიური გადაფასების ტექნიკა, არის კიდევ ერთი საშუალება, პაციენტები სტრესული სიტუაციებიდან პოზიტიურ ასპექტებს განიხილავენ. ეს სტრატეგია სასარგებლოა არაპროგნოზირებადი და არაკონტროლორებადი სტრესორების მიმართ, როგორიცაა ეს 2 კვირიანი მოცდის პერიოდი. ქალებმა, ვინც გაიარა გონება/სხეულის პროგრამა, აჩვენეს შფოთვის და დეპრესიის დაბალი დონე და ორსულობის მაღალი მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
დასკვნა: დიაგნოზი უნაყოფობა, არის უზარმაზარი ტვირთი პაციენტებისთვის. ტკივილი და ტანჯვა არის ამ პაციენტების მთავარი პრობლემა. პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ კონსულტაცია როდესაც რეპროდუქციულ კლინიკებში გადიან მკურნალობას. თუმცა არც ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებას და არც ევროპის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის საზოგადოებას არ აქვს ფორმალური მოთხოვნები, იმის შესახებ რომ ფსიქოლოგიური კონსულტირება უნდა ტარდებოდეს უნაყოფობის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს ამ კონსულტირების მნიშვნელობას და სარგებელს, რუტინულ რეპროდუქციულ მკურნალობაში. ეს კარგად დადგენილია რომ უნაყოფობა იწვევს სტრესს. სტრესის გავლენა რეპროდუქციული მკურნალობის შედეგებზე ჯერ კიდევ სადავოა. თუმცა ისიც ნათელია რომ ფსიქოლოგიურ ინტერვენციებს აქვს პოტენციალი შეამციროს შფოთვის და დეპრესიის ხარისხი და გააუმჯობესოს ორსულობის მაჩვენებელი.
|