ენდომეტრიუმის კედლის სისქე
თუკი კედლები თხელია, საკმაოდ ძნელია ნაყოფის შენარჩუნება, ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის
მიმაგრება. უამრავი მიზეზი იწვევს კედლების შეთხელებას, მაგრამ ერთერთი უმთავრესია ჰორმონალური
დისბალანსი, კონკრეტულად კი ესტროგენის ნაკლებობა
ესტროგენის ნაკლებობაზე მიუთითებს ციკლის ჩავარდნები, გადაცდენები დიდი ხნით, ან ციკლის
საერთოდ არ არსებობა. ასევე მის ნაკლებობას იწვევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რადგან როგორც ვიცით
ღვიძლის არასრულფასოვანი მოქმედება ძალიან ამცირებს ჩვენს ჰორმონალურ მარაგს.
ამიტომ პირველ რიგში აიღეთ
ანალიზი ესტროგენზე და მიაკითხეთ ენდოკრინოლოგს !
ქალური პრობლემების დროს აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ დიეტაზე , სიგარეტზე, ყავაზე,
შემწვარ საკვებზე, სასმელზე, კარაქზე, და გადამუშავებულ ხორც-პროდუქტებზე როგორიცაა სოსისი,
ძეხვი და სხვა. აუცილებელია დაიცვათ საათობრივი შუალედი კვებას შორის. გარემოებებისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად, აიძულეთ თავს მიიღოთ საკვები ყოველ 3-4 საათში. რეჟიმით მიაღწევთ მედიკამენტზე უკეთეს შედეგს ,
ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილს, რადგან სრულფასოვანი ძილის დროს გამოიყოფა ორგანიზმში
სწორედ ჩვენი ფერტილურობისათვის სასურველი ჰორმონები რაც უფრო აჩქარებს ჩვენთვის სასურველი
მიზნის მიღწევას. ძილის დროს აუცილებელია რეჟიმი.
საშვილოსნოს მასაჟი.
ვიდეო
აუცილებელი მითითებები :
1. შეასრულეთ მასაჟი ციკლის დასრულებიდან 5 დღეში და შეწყვიტეთ მომდევნო ციკლის მოსვლამდე 5 დღით ადრე.
2. მასაჟის შესრულებამდე დაცალეთ საშარდე ბუშტი.
3. დაწექით, მუხლების ქვეშ ამოიდეთ ბალიში.
4. თუ კი რომელიმე ადგილას იგრძნობთ ტკივილს, ის ადგილი აღარ დაამასაჟოთ.
5. მასაჟის დროს ისუნთქეთ ღრმად და ნელა.
5. არ დაჭიმოთ თეძოები.
6. მასაჟის დროს მუცელი ოდნავ შეწითლდება, რაც ნიშნავს რომ სწორად აკეთებთ მასაჟს და სისხლმა დაიწყო სწორად მოძრაობა.
7. მასაჟის დასრულების შემდგომ მიიღეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
მასაჟი არ შეიძლება ციკლის დროს ან სავარაუდო ორსულობისას. თუ კი პარალელურად დაორსულებას ცდილობთ, მაშინ შესაძლოა ამ მასაჟმა იმოქმედოს უარყოფითად (თუმცა ეს დადგენილი არ არის). ამიტომ გირჩევთ რომ თუ ამ მასაჟს გაიკეთებთ ერთი-ორი კვირის განმავლობაში, მისი მიმდინარეობის დროს დაიცავით თავი.
https://www.facebook.com/tqveniojakhiseqimi...?type=3&theater