მიხარია რომ გამომეხმაურეთ

ცოტა გრძელი პოსტი გამოვა მაგრამ მეც მირჩევნია ერთიანად მოგიყვეთ ჩემს შესახებ.
2კვირაში 30ის ვხდები და მეჩვენება რომ აქ დამთავრდება ჩემი ცხოვრება((
5წელზე ცოტა მეტია რაც დაოჯახებული ვარ, აქედან 4წელია ექიმებთან ვმკურნალობ.
დიაგნოზი: ინფანტილური (განუვითარებელი) საშვილოსნო, საკვერცხეების პოლიკისტოზი. ფოლიკული არ სკდება, ენდომეტრიუმიც თხელია. ჩიყვიც მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ყველა ჰორმონალური წამალი დავლიე რაც მჭირდებოდა, ამ 4წელიწადში არაფერი შეცვლილა. ექიმსაც უკვირს გეგონება ეხოს კი არა ქსეროქსს გიღებ იმდენად ყოველტვის უცვლელი სიტუაცია გაქვსო. შარშაბ გავიკეთე სტიმულაციები, რაღაც ნემსებით ეხლა აღარ მახსოვს 2ჯერ მივიღე ფოლიკული მაგრამ უშედეგოდ, განაყოფიერება არ შედგა. მის მერე იმ ნემსებმაც ვერაფერი შედეგი ვეღარ მომცეს.
ციკლი წამლის გარეშე არ მომდის, დუფასტონს ვსვავ 14წლიდან.
ფოლიკულინის ნემსებიც გავიკეთე, ძველი მეთოდიაო მაგრამ არაფერი რო არ მოქმედებს ცემზე ვცადოთ იქნებ გიშველოსო ჩემმა ექიმმა.
რამისაა გავგიჟდე, გამოსავალი რაში დავინახო აღარ ვიცი
* * *
ამ თვეში ფემოსტონი დამინიშნა 1/10-იანი, არც მიკითხავს რისი წამალია, არც ანოტაცია წამიკითხავს.
თუ იცით რა წამალია შეგიძლიათ რომ მეც გამარკვიოთ?